5 - პრობლემები

475 72 20
                                    

დასვენების დღეები დასრულდა და ომეგებს უკვე უწევთ უნივერსიტეტში წასვლა. ისინი მარტო აპირებენ წასვლას,როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს თვითონ გადაწყვიტეს ასე. თეჰიონი მეორე კურსზე იყო,ჯიმინი კი მეოთხეზე. იმის და მიუხედავად,რომ ჯიმინი იშვიათად დადიოდა,მას შემდეგ რაც ნამჯუნმა გაიგო მისი გაცდენების შესახებ,თვითონ მიყავდა იქ. თუმცა ეს აღარაა საჭირო,რადგან ომეგას თვითონ უნდა სიარული. დილით მაგიდასთან ერთად საუზმობენ მთელი ოჯახი,მაგრამ ნამჯუნი იშვიათად ესწრება,ის ამ დროს როგორც წესი ოფისშია

თეჰიონი და ჯინი ნამჯუნს ესაუბრებოდნენ,ჯიმინი კი მათ არც უსმენდა. გუშინ ღამით მოუწია ხელის გადახვევა რადგან ტკიოდა და სისხლი მაინც მოსდიოდა. როგორც ჩანს სამზარეულოში ყველა მიხვდა,რომ ჯიმინს არ უნდოდა ჯინთან საუბარი,ის უბრალოდ აიგნორირებდა მას

-ჯიმინ...-რაღაცის თქმა უნდოდა ჯინს,თუმცა ომეგა ადგა და მამიკოს გაუღიმა

-უკვე გვეჩქარება,წავედით თეჰიონ!-ჯიმინი თავის თეფს იღებს,გასარეცხად დებს და გასვლას იწყებს,თუმცა ჯინი ადგილს სწყდება და შვილს ეხუტება

-შვილო...მე...ვიცი,რომ არ გიყვარვარ,მაგრამ მე ასჯერ მაინც მოგიბოდიშე. რატომ არ გინდა რომ მაპატიო?

-ალბად შევეჩვიე-ჯიმინი მზერას აცილებს ჯინს და არ უყურებს. პირველად შერცხვა მისი საქციელის

-მიყვარხარ

-მეც მიყვარხარ მამიკო-ამბობს ჯიმინი და საპასუხოდ ისიც ეხუტება

***

თეჰიონი და ჯიმინი მანქანაში ჩასხდნენ და უნივერსიტეტისკენ გაეშურნენ. თეჰიონი იღიმოდა,ახლა ასი პროცენტით დარწმუნებულია,რომ მათი ურთიერთობა დალაგდება. მან კარგად იცოდა ძმა რის გამო იყო მამიკოზე გაბრაზებული,შემდეგ კი საერთოდ ბაბუასთან წავიდა შტატებში როცა 5 წლის იყო

ისინი უკვე მივიდნენ დანიშნულების ადგილზე. იქ ძალიან ბევრი ომეგა იყო,ალფებზე ბევრიც კი. მდიდარი ოჯახების ომეგებიც აქ იყვნენ,რომლებსაც თავიანთმა ფენამ არაფერი ასწავლა. ასევე აქ იყო ერთი ახალგაზრდა ომეგა ქაი,რომელიც ახალი გადმოსული იყო. ის სხვა ომეგებთან ერთად იდგა და ყვებოდა თუ როგორი მდიდარი საყვარელი ყავდა. უცბად ყველა შემოსასვლელისკენ აბრუნებს თავს,საიდანაც ორი ომეგა შემოდის. ქაიმ გაიფიქრა რომ სადღაც ყავდა ნანახი ერთ-ერთი

𝐃𝐎𝐋𝐋 ✔Where stories live. Discover now