ჯიმინი ნელა უახლოვდება თავის მობილურს და ხედავს,რომ ეკრანი გამტყდარია. ის ახლა ზუსტად ისე გამოიყურება,როგორც ჯიმინის სული,რომელსაც ნამდვილად ვერ გაეგო რატომ გამოვიდა ყველაფერი ასე. ომეგამ არ იცოდა რა ექნა,როგორ მოქცეულიყო. ერთ მხარეს ძლიერი შიში იყო,მეორე მხარეს კი სიძულვილი. ბიჭმა მობილური აიღო,თან მამიკოსთვის წყალი დაასხა. ის ღრმად სუნთქავს და უკან მშობლებთან ბრუნდება. ჯინი და ჯუნი ჩახუტებულები ისხდნენ დივანზე. ჯინი თითქმის დაწყნარდა,მან ჯიმინს გაუღიმა და წყლით სავსე ჭიქა გამოართვა. ჯიმინი მშობლებს ჩაეხუტა და ზევით ავიდა. მან შავი ჯინსი,შავი ჰუდი და შავი ტყავის კურტკა ჩაიცვა და იქვე ჩამოჯდა. ბიჭს ლოდინი დიდხანს არ დასჭირვებია,მალევე მობილურზე შეტყობინება მოუვიდა
-ეს ხომ ძველი ქარხანაა...-ნელა ჩაილაპარაკა ომეგამ და ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო
ის ნელა აღებს კარს და ფრთხილად გამოდის ოთახიდან. ომეგა ჩუმი ნაბიჯებით მიდის მამამისის კაბინეტისკენ რაღაცის ასაღებად. საბედნიეროდ კაბინეტის კარი ღია დახვდა. ბიჭი შიგნით შედის და სეიფს ეძებს. აი ისიც...
-ვიპოვე-ჯიმინი ციფრებს უყურებს და ფიქრობს რა შეიძლება იყოს პაროლი,მალევე კი გონებაში ერთი თარიღი უტივტივდება,თარიღი,რომლის გარეშეც შესაძლოა მისი ოჯახი არც ყოფილიყო-ქორწინების თარიღი?იქნებ ეს...მამას ყოველთვის უყვარდა ეს თარიღი
სეიფი იღება. ჯიმინი რამდენიმე წუთს ღია სეიფს უყურებს,შემდგომ ჰაერს ღრმად ისუნთქავს და ხელი იარაღისკენ მიაქვს. მან არ იცის რისთვის ან რატომაა საჭირო,თუმცა გრძნობს,რომ ეს ნამდვილად გამოადგება. ომეგა იარაღს მალავს და კაბინეტიდან ეგრევე გამორბის. ომეგა უყურებს თუ სად არიან მშობლები,რათა ჩუმად და შეუმჩნევლად გამოვიდეს სახლიდან. მას ეს გამოსდის,როცა ჯუნი და ჯინი სამზარეულოში შედიან,ჯიმინი კარისკენ გარბის და ჩუმად გადის
YOU ARE READING
𝐃𝐎𝐋𝐋 ✔
Fanfictionკიმ ჯიმინი ქალაქის მთავარი ბიზნესმენის-კიმ ნამჯუნის შვილია,ასე რომ მდიდარი ოჯახის ომეგა უფრო ქედმაღალი და გაფუჭებული გაიზარდა.მას არაფრის და არავისი ეშინოდა...სანამ არ შეხვდა ქვეყნის მთავარ მაფიოზ მინ იუნგის ფიკი ითარგმნება ორიგინალის ლინკი https:...