6 - მომწონხარ,ალუბალო

479 76 32
                                    

ჯონი დაღლილად ოხრავს და ცას გაჰყურებს. ის დაიღალა,იუნგის დავალებები თითქოს მარტივია,მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს ასე. რეალურად ის სიამოვნებას "წამებისგან" იღებს. ადამიანები თვითონ არიან დამნაშავეები,განსაკუთრებით კი გამყიდველები. მაგრამ ყველაფრის და მიუხედავად,ის იხსენებს...და მისი გონებაც ითიშება. ის ხედავს,იხსენებს,წარმოიდგენს ომეგის ტანს. ის იხსენებს თითოეულ დეტალს,მის საყვარელ თვალებს,პატარა ცხვირს,ლოყებს...და ეს ყველაფერი საშინლად წითელი იყო. მაგრამ რატომ?რატომ ტიროდა?ის საშინლად შეშინებული იყო არა მხოლოდ იმ ალფისგან,არამედ მთლიანად ხალხისგან. ის ძმას ეკრობოდა და როდესაც ჯონმა მიახლოვება და საუბარი გადაწყვიტა,ის,როგორც შეშინებული კნუტი,ეგრევე ომეგის უკან დაიმალა. მას მოეჩვენა,რომ ის ბავშვი იყო,რომელმაც არც კი იცოდა რატომ იყო ამ ადგილას. მას ძალიან მოეწონა მისი სუნი,ისეთი ნაზი...და ტკბილი. ნეტავ მისი სახელი მაინც გაეგო. ის პირველი ომეგაა,რომელმაც მის სულში შეაღწია,ჯონს მის შემდეგ აღარავინ აღარ ახსოვდა

***

თეჰიონს მაღვიძარის ხმაზე ეღვიძება. ბიჭი თვალებს ახელს და ფეხზე დგება. ომეგა იბანს,იცვამს და თავისი ძმის ოთახისკენ მიდის

-ჯიმინ,რატომ არ ხარ ჩაცმული?-კითხულობს კიმი და ძმას უახლოვდება

-თავი მტკივა...-ჩუმად ამბობს ჯიმინი და კანკალებს,როდესაც თე შუბლზე ხელს ადებს

-ჯიმინ,შენ სულ იწვი!-ამბობს თე და გარეთ გამორბის,შემდგომ კი უკან ჯინთან ერთად ბრუნდება

-პატარავ-ჯინი საწოლზე ჯდება და ჯიმინის შუბლს ეხება-სიცხე აქვს. თე,მის გარეშე წადი,მე კი აქაურობას მივხედავ

-კარგი-თე ძმას უყურებს,შემდგომ კი ტრიალდება და ოთახიდან გადის. ომეგა მანქანაში ჯდება ისე,რომ საუზმობაც კი სულ ავიწყდება. როდესაც უნივერსიტეტთან ჩერდებიან,თეჰიონი მანქანიდან გადმოდის და მძღოლს ეუბნება რომ დაურეკავს,ისიც თავს უქნევს და მიდის. ბიჭი თავის აუდიტორიაში შედის და ზარს ელოდება,ამ დროს კი გვერდით ზუსტად ის ახალგაზრდა ომეგა უჯდება

𝐃𝐎𝐋𝐋 ✔Where stories live. Discover now