9 - მე მომწონს შოკოლადი

452 69 17
                                    

თეჰიონი მხოლოდ 4 დღის შემდეგ დაწყნარდა. მთელი ეს დღეები ის იჯდა და მობილურში ფოტოებს დაჰყურებდა,სადაც ბედნიერი ჰოსოკი იღიმოდა,როგორც მზე და თეს ამხიარულებდა. ეხლა კი ვეღარ ამხიარულებს მას და აწი ალბათ ვერც გაამხიარულებს. თეჰიონს გასვლა სჭირდება,ამიტომ გადაწყვიტა წავიდეს მასთან საავადმყოფოში,გვერდში დაუდგეს და დაეხმაროს. როდესაც მშობლები სახლში არ იყვნენ,ომეგამ მაშინ გადაწყვიტა წასვლა,რადგან ჯინი ამ ამბების შემდეგ არ გაუშვებდა მარტოს

-სად მიდიხარ?-კითხულობს ჯიმინი და უყურებს ძმას,რომელიც გამზადებულია-მოდი გამოვიცნო,საავადმყოფოში?

-კი,სასწრაფოდ უნდა წავიდე-პასუხობს თე

-წამოგყვე?თუ შენით გაუმკლავდები?

-არა,მადლობა,ჩემით მივხედავ. მალე მოვალ!-ამბობს თეჰიონი და ქუჩაში გადის. ომეგა ტაქსს იძახებს და საავადმყოფოში მიდის,სადაც ჰოსოკი წევს. როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს,მისი შეშვება არ უნდოდათ,მაგრამ შემდეგ ჰოსოკის მამიკო მოდის და ეუბნება რომ შეუშვან. თეჰიონი ომეგას მადლობას უხდის და თავის მეგობართან მიდის,რომელიც მეექვსე პალატაში წევს. როგორც კი ომეგა კარს აღებს,ხედავს საწოლზე მჯდარ მის მეგობარს,რომელიც პანჯარას უყურებდა. თეჰიონი შოკირებული უყურებდა ომეგას,ხელი გიფსში ჰქონდა ჩასმული,თავი კი დაბინტული ჰქონდა. თე მეგობარს უახლოვდება და ჩუმად ეძახის

-ჰოსოკ,ეს მე ვარ,თეჰიონი

-თეჰიონ?-ომეგა თავს ატრიალებს და სუსტად უღიმის მეგობარს,ეს უკანასკნელიც მისკენ მიდის და ფრთხილად ეხუტება. თეჰიონი დროს არ უყურებს და უკვე 4 საათი ზის ჰოსოკთან. ის მას აწყნარებს და ეუბნება,რომ მამამისი აუცილებლად იპოვის მას და დასჯის!  უკვე მისი წასვლის დროა. საათი უკვე 5ს აჩვენებს,ამიტომ საჭიროა სწრაფად წავიდეს სახლში. შემდეგ კი თეს ახსენდება,რომ საფულე სახლში დარჩა ბარათთან ერთად,ამიტომ მძღოლს ურეკავს და ელოდება მას

𝐃𝐎𝐋𝐋 ✔Where stories live. Discover now