მას მერე,რაც ჯიმინს ეს დაემართა,იუნგიმ ხელში აყვანილი წაიყვანა ომეგა საავადმყოფოში. თეჰიონი და ჯონგუკიც იქ იყვნენ,თუმცა თე იმდენად ცუდად გახდა,რომ პირდაპირ ძმის პალატაში დაკარგა გონება. ცოტახანში ჯონგუკმა ის სახლში წაიყვანა. თე ნამტირალევი შევიდა შიგნით,ყველა სახლში იყო,ჩეჰვეც კი. ისინი მაგიდასთან ისხდნენ და საყვარლად საუბრობდნენ. ჯინმა როგორც კი თე დაინახა,სახის გამომეტყველება შეეცვალა და ეგრევე მას მიუახლოვდა
-თეჰიონ?
ალფებიც ეგრევე მისკენ შებრუნდნენ,ჯუნი ფეხზე წამოდგა და შვილთან მივიდა
-თე,რა მოხდა?რა გჭირს?
-ჯიმინი....საავადმყოფოშია,მას დანით დაესხნენ თავს
-რა?-ჯინმა შოკირებულმა გახედა ქმარს,შემდგომ შვილს მიუახლოვდა და ჩაეხუტა
ჩეჰვე ოჯახს მიუახლოვდა და ომეგას დაჟინებით ყურება დაიწყო,ომეგაც ასევე დაჟინებით უყურებდა ალფას
-თეჰიონ,არ შეგეშინდეს,მოყევი რაც მოხდა-ხმა ამოიღო ჩეჰვემ-იცი ეს ვინც ჩაიდინა?უნდა ვიპოვოთ და...
-არ არის საჭირო
თეჰიონი მშობლებს შორდება და მათ უყურებს. ომეგას უკვე თავს აბეზრებს ჩეჰვეს მზერა
-კი მაგრამ რატომ?-დაილაპარაკა უფროსმა კიმმა
-ის ისედაც მკვდარია-უემოციოდ თქვა თემ-მან მხოლოდ თავი მიარტყა,სულ ესაა. ვიმედოვნებ,რომ ყველაფერი კარგად ექნება. ეხლა წასვლა არ ღირს,არც შეგიშვებენ. ესე თქვეს ახლა დასვენება სჭირდებაო...
თეჰიონი მშობლებს თვალებში უყურებს და ატყუებს. მან იცის,რომ იქ იუნგია,ხოლო თუ ნამჯუნი იქ წავა და მას ნახავს,არც კი იცის ეს ყველაფერი რით დასრულდება
***
იუნგიმ დილით დატოვა პალატა,როგორც ტაომ თქვა,მას შეხვედრა აქვს,თუმცა ის ომეგას შეჰპირდა რომ მოვა. ჯიმინი ზის და ბოლომდე ჯერაც ვერ იაზრებს,რომ ეს ყველაფერი მოხდა,რომ უკვე ერთად არიან,რომ ეს სიმართლეა. საერთოდაც ჯიმინი არაფერს შეჰპირებია,უბრალოდ თქვა,რომ ცდიდნენ და მორჩა
YOU ARE READING
𝐃𝐎𝐋𝐋 ✔
Fanfictionკიმ ჯიმინი ქალაქის მთავარი ბიზნესმენის-კიმ ნამჯუნის შვილია,ასე რომ მდიდარი ოჯახის ომეგა უფრო ქედმაღალი და გაფუჭებული გაიზარდა.მას არაფრის და არავისი ეშინოდა...სანამ არ შეხვდა ქვეყნის მთავარ მაფიოზ მინ იუნგის ფიკი ითარგმნება ორიგინალის ლინკი https:...