19 - იქნებ მივიღო

441 67 26
                                    

თეჰიონი თვალებს ახელს და სერ ჭერს ხედავს. მას ჯერ არაფერი ესმის. ომეგა თავს ატრიალებს და იქაურობას ათვალიერებს,შემდეგ კი ყველაფერი ახსენდება. თეჰიონი იწევა,ლოგინზე კომფორთულად ჯდება და უყურებს სკამზე მძინარე ჯონს. თეჰიონი ცდილობს არც ისუნთქოს რომ არ გააღვიძოს. თე ალფას ათვალიერებს და მისი თითოეული ნაკვთის დამახსოვრებას იწყებს. თავდაპირველად მის ძლიერ ტანს აკვირდება,რომელსაც შავი კოსტუმი ამშვენებს. მას ახსოვს როგორ მოვიდა ალფა მის გადასარჩენად,ომეგამ არ იცის რატომ,მაგრამ მას გული გაუთბა

-მადლობა-ჩუმად ამბობს ომეგა და კვლავ მის ყურებას აგრძელებს. ტანიდან მისი მზერა სახეზე გადადის. ის ძალიან ლამაზია,ის ყველაზე ლამაზი ალფაა,ვინც კი ომეგას შეხვედრია. თუმცა იცის,რომ მის შიგნით,სადღაც სიღრმეში,საფრთხე იმალება,დიდი საფრთხე

ჯონმა ნელა გაახილა თვალები და პირდაპირ ომეგის შეშინებულ და გაკვირვებულ სახეს გადააწყდა. ჯონი ადგა და ომეგას მიუახლოვდა,თე კი ოდნავ გაიწია,რომ დაჯდომის საშუალება მიეცა

-ესე იგი გაიღვიძე,აბა თავს როგორ გრძნობ?

-სად ვარ?

-პირველმა მე გკითხე

-კარგი,შენ რა გამიტაცე?

ჯონი სიცილს იწყებს და როგორც კი წყნარდება,ხედავს უფრო შეშინებულ ომეგას

-ნუ სიმართლე რომ გითხრა ძალიან მინდოდა-იღიმის ჯონი და თეს სახეზე ეხება,შემდეგ კი სახეს ასერიოზულებს-მოვკლავ მას

-რ...რა??-ვერ გაიგო ომეგამ

-მან გაქცევა შეძლო,თუმცა საშინლად ვცემე,ხელიც კი მოვტეხე

-მანიაკი?

-აჰა. თუმცა შევეშვი,რადგან შენ მე დამიძახე. როდესაც დავინახე რასაც გიკეთებდა,ჭკუიდან გადავედი. მსგავსი რამ იშვიათად მემართება. შენ ჩემზე უცნაურად მოქმედებ

-მადლობა რომ გადამარჩინე,მოხარული ვარ,თუმცა შენ მაინც არ მიპასუხე სადაც ვარ

𝐃𝐎𝐋𝐋 ✔Where stories live. Discover now