39 - ცეკვა სისხლში (2)

386 59 50
                                    

-ღმერთო ჩემო...-ჩუმად ამბობს თე,ფეხზე დგება და უკან იხევს

-თეჰიონ!-ყვირის ჯიმინი და აგილიდან დგება

-თამაშიც დაიწყო-ჩეჰვე რინგს უყურებს და თან ჭიქაში ჯიმინს ღვინოს უსხავს,უნდა რაღაც შეამოწმოს,რაღაც სცადოს...

-თე...-ჯიმინი ჩეჰვეს უახლოვდება-ეს რას ნიშნავს?!

-თქვენ,ომეგები,საერთოდ არ ხართ დამჯერები,ადრე ასე არ იყო

-რა?

-ადრე ომეგებს ალფების ეშინოდათ,ყოველთვის უსმენდნენ მათ და აკეთებდნენ იმას,რაც მათ სურდათ-ალფა ფეხზე წამოდგა და ომეგის მიმართულებით დაიწყო სიარული,რომელიც უკვე უკან იხევდა-ნუ გეშინია,უბრალოდ ომეგები,რომლებიც თავიანთ ალფებს არ უსმენენ,უნდა დაისაჯონ...როგორც შენი ძმა ახლა

-გიჟი ხარ?გამოიყვანე იქიდან თე!არ მესმის რა გინდა?

-შენმა ძმამ ძალიან გამაბრაზა,ამიტომაც გაკვეთილს ჩავუტარებ,შემდეგ კი...ხევად იქ კამერას?-ალფა რინგის ერთ-ერთი სვეტისკენ უთითებს-ახლა ჩვენ ამას ჩავიწერთ და გავუგზავნით...ჯერ კიდევ არ ვიცი ვის-იცინის ის-მამაშენს?თუ ჯონგუკს?

-არა...

-ნუ რაო?უყურე!-ჩეჰვე ხელს მაღლა წევს იმის ნიშნად,რომ დაიწყონ ჩხუბი. ის დიდი ალფაც მთელი ძალით ურტყავს თე და ისიც ყვირილით ეცემა იატაკზე

ზუსტად ამ დროს...ჯიმინი ადგილს სწყდება,რინგისკენ გარბის,რინგის საზღვრებს აბიჯებს და თესთან მირბის

-როგორ მოახერხა...-ჩეჰვემ დიდად ვერ გაიგო როგორ სწრაფად გაჩნდა ომეგა იქ-...ასე სწრაფად

ის ალფა კვლავ იქნევს ხელს,თუმცა ამ ჯერად თეს ჯიმინი ეფარება. ალფის ხელი ჯიმინს ხვდწბა,მაგრამ ომეგა მთელი ძალით ცდილობს ფეხზე დგომას. ამ დროს ყველა ჩუმდება,ირგვლივ სრული სიჩუმე სუფევს. თე თავს მაღლა წევს და ხედავს მის ძმას,რომელიც ოდნავ გაოგნებული დგას

-ძმაო...-ჩუმად ამბობს ომეგა,ისტერიკა კი ზუსტად ახლა ეწყება,როცა კარგად ხედავს ჯიმინის ფეხებშუა როგორ სდის სისხლის წვეთები და იატაკზე ეცემა

𝐃𝐎𝐋𝐋 ✔Where stories live. Discover now