საღამოსკენ ომეგებმა გამზადება დაიწყეს,თეჰიონმა ეგრევე ჩაიცვა,ჯიმინს კი თითქმის ნახევარი საათი დასჭირდა. მას უყვარდა როდესაც ყურადღების ცენტრში იყო,როდესაც ყველა მას უყურებდა ზოგი შურით,დანარჩენები კი სურვილით. მართალია ბევრი ალფა დასდევდა მას,თუმცა ის სუფთა დარჩა ამ საკითხში. როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს,მას სჯეროდა ჭეშმარიტების. ალბათ იმიტომ,რომ თვითონ იყო ამის მოწმე. მისი მშობლები ნამჯუნი და ჯინი ჭეშმარიტები არიან,თავიდანვე მათ უყვარდათ ერთმანეთი და ბედნიერები იყვნენ,ეხლაც კი ბედნიერები არიან. ჯიმინს ერთი ჩხუბიც კი არ ახსოვდა...ნუ ერთი იყო,მაშინ,როცა ნამჯუნმა ჯინის საყვარელი ვაზა დაამტვრია და ომეგას მისი გადაგდება მოუწია. მაგრამ ყველაფრის და მიუხედავად მათ ერთმანეთი უყვარდათ და ეხლაც უყვართ. ამიტომ ჯიმინს უნდოდა რაც შეიძლება მალე ეპოვა მისი ჭეშმარიტი. ის 18 წლისაა და მთელი 18 წელია ინახავს ვაჟიშვილობას მისი ჭეშმარიტისთვის. მის ასაკში სხვები დიდიხანია სუფთები აღარ არიან,ჯიმინი კი ინახავს,მიუხედავად იმისა რომ მწიფე ატმის სუნი ასდის,თუმცა ხანდახან ეს სუნიც იცვლება,ასეთია მისი ბუნება. მაგრამ ის არ ნერვიულობს,იცის,რომ მის ალფას მისი სურნელი ეყვარება და სანამ ჯერ კიდევ არ უპოვნია,საჭიროა გაერთოს. ჯინი ხშირად ეუბნება,რომ ალფებს თავმდაბალი ომეგები უყვართ და არა ასეთი ნაგლი და ქედმაღალი როგორიც თვითონაა. მაგრამ ჯიმინი არ უსმენს,საერთოდ არასდროს უსმენს,მას თეჰიონი უფრო უყვარს
-აბა წავედით?-თეჰიონი ძმის ოთახში შედის-ვაუ,ჩემი ძმა ყველაზე ლამაზია
თეჰიონი ძმას უყურებს და მას უახლოვდება,ის მართლაც რომ ლამაზია ნებისმიერ ტანსაცმელში
-შენც ძალიან ლამაზი ხარ,აბა წავედით?
-ამმ...და მშობლებს ვუთხრათ?
-მამიკო მეგობართან წავიდა,მამა კი ოფისშია,მაგრამ მას მივწერ
-კარგი წავიდეთ თორემ მძღოლი გვიცდის
***
ნამჯუნი თავის კაბინეტში იჯდა და ქაღალდებს აწერდა ხელს. უცბად მობილურის ხმა გაისმა,მან მობილური აიღო და თავის შვილის ფოტო დაინახა. ნამჯუნი ზარს პასუხობს და ხმამაღალზე რთავს
YOU ARE READING
𝐃𝐎𝐋𝐋 ✔
Fanfictionკიმ ჯიმინი ქალაქის მთავარი ბიზნესმენის-კიმ ნამჯუნის შვილია,ასე რომ მდიდარი ოჯახის ომეგა უფრო ქედმაღალი და გაფუჭებული გაიზარდა.მას არაფრის და არავისი ეშინოდა...სანამ არ შეხვდა ქვეყნის მთავარ მაფიოზ მინ იუნგის ფიკი ითარგმნება ორიგინალის ლინკი https:...