14 - ჩემთვის დაგიტოვებ

458 68 44
                                    

ტაო,როგორც მინმა უთხრა,ისე მოიქცა და ომეგა თავის ოთახში აიყვანა. ჯიმინი მთლიანად კანკალებდა და ისიც გრძნობდა ამას,მაგრამ ვინ წარმოიდგენდა,რომ ყველაფერი ასე მოხდებოდა?არავინ. როგორც კი ოთახში შევიდნენ,ჯიმინი კედელთან მივიდა და ჩაიკეცა...ომეგა გატეხილი იყო. ტაო სავარძელში დაჯდა და მას უყურებდა. შემდგომ ჯიმინი როგორღაც ფეხზე წამოდგა,ლოგინში ჩაწვა და ეგრევე ჩაეძინა

***

თეჰიონი მთელი ეს დრო თავის თავს არ ჰგავდა,მან ლაპარაკიც კი შეწყვიტა,რაც ჯინს ძალიან აშინებდა. თუმცა საჭიროა უნივერსიტეტში წავიდეს,ამიტომაც დღეს დილით ადგა,გაემზადა,საუზმეზე უარი თქვა და წავიდა. ყველაფერი ისე იყო,როგორც ყოველთვის:ლექციები,ხალხი,ლექტორები,ნაცრისფერი დღეები,ყველაფერი ისე იყო,როგორც ადრე...თუმცა არა თესთვის,მას ახლობელი ადამიანები არ ყავდა გვერდით,ერთი საავადმყოფოში იწვა,მეორეს კი ეშინოდა რომ ვეღარასდროს ნახავდა. რა ირონიაა

როგორც კი ყველაფერი მთავრდება,ომეგა გამოდის და მძღოლისკენ მიდის,თუმცა ეგრევე ჩერდება როცა მას ხედავს. ის იქვე დგას თავის შავ ჯიპთან და პირდაპირ ომეგას უყურებს. თეჰიონიც მას უყურებს,თუმცა უნდა გაიქცეს მძღოლთან და მალე წავიდეს აქედან. როდესაც შიშს აღარ გრძნობს,ნელ-ნელა იწყებს მისკენ სიარულს. ომეგას არ ეშინია იმის,თუ რისი გაკეთება შეუძლია მას

-გამარჯობა-ამბობს ჯონი,ომეგას ათვალიერებს და კიდევ ერთხელ ოცდება მისი სილამაზით

-გამარჯობა-უღიმღამოდ ამბობს ომეგა და მასთან ახლოს დგება-სად არის ჩემი ძმა?რა გაუკეთეთ მას?

-წყნარად პატარავ,ის კარგადაა,ჯერჯერობით...

-რას ნიშნავს ჯერჯერობით?რას უკეთებთ მას?-შიშით კითხულობს თე

-მის ბედს არა მე,არამედ მინ იუნგი წყვეტს,მე უბრალოდ მის ბრძანებებს ვასრულებ

-ესე იგი შენ ძაღლი ხარ რომელიც მხოლოდ მის უფროსს უსმენს?-ჩაიცინა ომეგამ

𝐃𝐎𝐋𝐋 ✔Where stories live. Discover now