-იუნგი,როგორ მენატრები!-ქაი საკუთარი ოთახის ფანჯარასთან იჯდა და ტელეფონში მინ იუნგის ფოტოს დაჰყურებდა-ეს ჯიმინი!მან შენი თავი წამართვა!ის ამის გამო გადაიხდის!
***
ჯიმინი და იუნგი ბოლო დღეებია მთელ დროს ერთად ატარებენ. ნამჯუნი და იუნგი მთელი კვირა აიძულებდნენ ეპოვა ფსიქოლოგი და ჩაეტარებინა მკურნალობის კურსი. ჯიმინი უარზე იყო და ამბობდა,რომ ყველაფერი კარგად ჰქონდა,თუმცა იუნგი აშანტაჟებდა და აიძულებდა,ბოლოს კი ჯიმინიც დათანხმდა. არავინ იცოდა მათი მოლაპარაკების შესახებ და არც იყო საჭირო რომ გაეგოთ
უკვე 3 დღეა რაც ფსიქოლოგთან დადის ტაოსთან ერთად,რადგან იუნგის საქმეები აქვს,თუმცა ალფა ყოველთვის ურეკავს ტაოს და ეკითხება ჯიმინის მდგომარეობას. ყველაფერი კარგად ჩანდა,პრობლემებიც გაქრა. მხოლოდ ისღა დარჩენიათ თავიანთი მშვიდი ცხოვრებით იცხოვრონ,მაგრამ შიგნით...ამ მომენტში,როცა ჯიმინი იჯდა და ფსიქოლოგს უსმენდა,შიგნით სულში რაღაც მოსვენებას არ აძლევდა. უცნაური გრძნობა ჰქონდა,თითქოს მალე რაღაც მოხდებოდა,კარგი ან პირიქით...ცუდი...
***
ჯიმინი და ტაო შენობიდან გამოდიან და მანქანაში სხდებიან
-აბა როგორ ჩაიარა?-კითხულობს ალფა და მანქანას ქოქავს
-მე თავი გიჟი მგონია!რა საჭიროა?ვთქვი რომ კარგად ვარ!-წუხს ომეგა
-მაპატიე კუდში რომ დაგყვები,მაგრამ მამაშენი და იუნგი ძალიან ნერვიულობენ,ამიტომაც მოიცადე ნახევარი წელი...
-რამდენი?-ომეგას გაგონილისგან თვალები უფართოვდება-ღმერთო ჩემო...
-კარგი,სად წაგიყვანო?
-ჰოსოკთან. დღეს დაბადების დღე აქვს და თეც იქაა
-კარგი
რამდენიმე წუთის შემდეგ ისინი ჰოსოკის სახლს უახლოვდებიან. ტაო ჯონგუკის მანქანას ამჩნევს.ჯიმინი გადმოდის და ისიც ამჩნევს მის მანქანას,შემდეგ სახლს უახლოვდება და შიგნით შედის. მისაღებში როგორც კი შედის და დივანზე მჯდარ თეს ამჩნევს გაწითლებული სახით,ეგრევე მისკენ გარბის
YOU ARE READING
𝐃𝐎𝐋𝐋 ✔
Fanfictionკიმ ჯიმინი ქალაქის მთავარი ბიზნესმენის-კიმ ნამჯუნის შვილია,ასე რომ მდიდარი ოჯახის ომეგა უფრო ქედმაღალი და გაფუჭებული გაიზარდა.მას არაფრის და არავისი ეშინოდა...სანამ არ შეხვდა ქვეყნის მთავარ მაფიოზ მინ იუნგის ფიკი ითარგმნება ორიგინალის ლინკი https:...