7 - ისევ შეხვედრა

478 73 32
                                    

თეჰიონი ჩუმად ზის და არ ინძრევა. შემდეგ თავს ატრიალებს და პირდაპირ მის ტუჩებს ხვდება. ჯონი იღიმის და ნელა კოცნის. თეჰიონი თავიდან ვერც კი ხვდება რა ხდება,შემდეგ კი გრძნობს როგორ სრიალდება მის პირში ჯონის ენა. თეჰიონი ცდილობს ხელი კრას და თავი დაიძვრინოს,მაგრამ არ გამოსდის. ჯონს მოსწონს ეს,მოსწონს მისი გემო,მოსწონს თუ როგორ ცდილობს ომეგა თავის დაძვრენას და როგორ კანკალებს მის ხელებში. თეჰიონს თვალები უცრემლიანდება,მას ასე არ წარმოედგინა მისი პირველი კოცნა,მას უნდოდა რომ ნაზი და სასიამოვნო ყოფილიყო,მაგრამ ძალდატანებითი და უხეში გამოვიდა. მალევე ჰაერი ელევათ და ჯონს იმის და მიუხედავად რომ არ უნდა,მაინც სცილდება მას. ალფა ტუჩებს ილოკავს და მის წინ მყოფი ომეგას სახეს უყურებს,რომელიც სულ წითელი და ლამის ნამტირალევია. ჯონი თვალებში უყურებს მას და ხვდება,რომ "ეს მისი პირველი იყო",რის გამოც სიამოვნებას გრძნობს. ის მოხარულია,რომ მისი პირველი კოცნა მოიპარა და თუ ეს იმას ნიშნავს,რომ იგი ის მთლიანად სუფთაა

-რა გჭირს?-ჯონი თეჰიონს ცრემლებს წმინდავს და უახლოვდება მას,თუმცა თე არ იბნევა და ალფას ურტყავს და ზიზღით უყურებს მას. ომეგა გასასვლელისკენ მირბის,მაგრამ დაცვა არ ატარებს

-გაუშვით...-ამბობს ჯონი და ომეგაც გარბის გარეთ. ალფა იღიმის,ადგილიდან დგება და კაფეს ტოვებს

***

ჯინი მთელი დღეა ნერვიულობს,ჯერ ჯიმინი და მისი ტემპერატურა,ეხლა კი თე. უკვე საღამოს 7 საათია,თეჰიონი კი ისევ არ ჩანს. ჯინი ქმრის ნომერს კრიფავს და რეკავს,თუმცა როგორც კი შემოსასვლელში თეჰიონი ჩნდება,ეგრევე თიშავს

-შვილო,ამდენი ხანი სად იყავი?თანაც მშობლების გარეშე!-ჯინი ომეგას ეხუტება და ამჩნევს,რომ ის კანკალებს-რა მოხდა?

-არაფერი,ყველაფერი კარგადაა-სუსტად იღიმის ომეგა და ჯინს გვერდს უვლის-უბრალოდ კაფეში შევიარე,რადგან საჭმლის წაღება დამავიწყდა

𝐃𝐎𝐋𝐋 ✔Where stories live. Discover now