45 - მშვიდობით

380 59 63
                                    

-როგორ შეძელი?!-ჩეჰვე ქაის წინ იდგა და უყვიროდა-იცი მაინც ეს როგორ ჩემოტრიალდება?!იუნგი ჩვენ გაგვანადგურებს!ეს ღია სვლა იყო!

-მაპატიე,მაგრამ...-სლუკუნებს ქაი-მე ისე ძალიან ვერ ვიტან მას!მინდა რომ მოკვდეს!გაქრეს!

-ნუ რა,მოკვდა?უნდა გეფიქრა,ხალხი აგეყვანა და გაგეგზავნა ქალაქის მთავარი მაფიოზის ჭეშმარიტის მოსაკლავად!ის მოგკლავს თუ ამას გაიგებს!ეს ხალხი მისია!არ მინდოდა ამის გაკეთება...მაგრამ უნდა გაემგზავრო

-რა?მაგრამ მამა...

-გაჩუმდი!ხვალვე გაფრინდები გაიგე?და არც კი იფიქრო უკან დაბრუნება სანამ ამის უფლებას არ მოგცემ. გასაგებია?

-კი მამა...

-შენ კინაღამ მოკალი თოჯინა,რომელთან თამაშიც მინდა-ღიმილით ამბობს ჩეჰვე და ოთახიდან გადის

***

ნამჯუნი და იუნგი ეგრევე საავადმყოფოში მიდიან,საჭირო სართულზე ადიან და პალატისკენ მიდიან. დერეფანში ისინი თავზე ხელებშემოწყობილ ჯიმინს ამჩნევენ. ჯიმინი თავს სწევს და როგორც კი ალფებს ხედავს,ეგრევე იუნგისკენ გარბის და ეხუტება,ისიც მჭიდროდ იკრავს ზედ ომეგას

-იუნგი,მე...

-ძალიან შეგეშინდა?

ჯიმინი ნელა უქნევს თავს და მაღლა იწევა რომ ალფას აკოცოს. ომეგა ეგრევე ღებულობს თავის კოცნას. შემდეგ ის მათ ყველაფერს უყვება,ეუბნება თუ როგორ დაედევნენ,ჯიმინმა და ტაომ თავი დააღწიეს,თუმცა მათ მანამდე საბურავში ესროლეს და ისინიც ხეს შეასკდნენ. ჯიმინმა მხოლოდ თავი დაიზიანა,ტაო კი ძლიერად დაშავდა,ის კომაშია

იუნგი და ჯიმინი პალატაში სხედან ხელიხელ ჩაკიდებულები,ნამჯუნი კი ექიმს ესაუბრება. იუნგი ომეგას ახლოს იზიდავს და რაღაცაზე დიდხანს ფიქრობს. ჯიმინი ამჩნევს ამას,თუმცა როდესაც ეკითხება,ალფა უღიმის,თავზე ეფერება და ეუბნება რომ ყველაფერი კარგადაა

𝐃𝐎𝐋𝐋 ✔Where stories live. Discover now