4 - ცუდი ღამე

494 77 27
                                    

თეჰიონი და ჯიმინი სიჩუმეში მგზავრობდნენ,ისე ჩანდა თითქოს მანქანაში არც კი ისხდნენ. ჯიმინს ხელი სტკიოდა,როგორც ჩანს არც კი დაუთვლია დარტყმების რაოდენობა,ამიტომ ომეგამ თვალები დახუჭა და სიჩუმით ტკბებოდა. თეჰიონი კი მთელი ეს დრო ძმას უყურებდა,უფრო ზუსტად მის ხელს. ერთი მხრივ მოხარული იყო რომ მისმა ძმამ დაიცვა და რომ მას ის უყვარს. თეჰიონს მის ძმაში ეჭვი არასდროს ეპარებოდა. მეორე მხრივ კი ძმის გამო ტკიოდა. როდესაც ჯიმინი თეჰიონს იცავდა,მასაც მოხვდა ერთი-ორი მუშტი,თუმცა ჯიმინს ტკივილი ფეხებზე ეკიდა რის გამოც თეს ხანდახან ჰგონია რომ ის ტკივილს საერთოდ ვერ გრძნობს. ის ისეთი ძლიერია...თეჰიონს ყოველთვის უნდოდა რომ მისი ძმის ნაირი ყოფილიყო

-ჯიმინ...გტკივა?-ჯიმინმა ძმას შეხედა რომელიც სახეზე სულ წითელი იყო. თე ჯერ კიდევ ვერ დაწყნარდა

-ჩუმად-ჯიმინმა ხელი თეჰიონს ლოყებზე დაადო და მოეფერა-ყველაფერი კარგადაა,არ მტკივა

-ხელი ჯერ კიდევ სისხლიანი გაქვს. მშობლებმა რომ დაინახონ?

-ისინი როდესაც შენს აწითლებულ სახეს დაინახავენ,ჩემს ხელს ვერც კი შეამჩნევენ

-ეხლა რა ვქნათ?

-არ ინერვიულო,ყველაფერს მოვაგვარებ. მაინც ყველა ჯოხი ჩემზე გადატყდება,განსაკუთრებით მამიკოსგან. მაპატიე...ყველაფერი ჩემი ბრალია,არ უნდა დამეძალებინა შენი წამოსვლა

-არა ყველაფერი კარგად იყო,ეს მე დამავიწყდა ბარათის წამოღება,შენც არ მოგიწევდა ცეკვა. მე ისე მეშინოდა ამ ალფების,ისინი ისე გიყურებდნენ...

-ჩემს გამო არასდროს შეგეშინდეს,მე ძლიერი ვარ და გავუმკლავდები

-ვიცი

ნახევარი საათის შემდეგ ომეგები სახლს მიუახლოვდნენ. ჯიმინს და თეჰიონს გარეთ დაცვა შეხვდა. ჯიმინმა მათ არაფერი უთხრა,გვერდი აუარა და სახლში შევიდა. კიდევ კარგი დერეფანში არავინ არ იყო. ჯიმინმა თეჰიონი სააბაზანოში გაუშვა სახის დასაბანად,თვითონ კი სამზარეულოში შევიდა წყლის დასალევად და გამხმარი სისხლის ჩამოსაბანად

𝐃𝐎𝐋𝐋 ✔Where stories live. Discover now