18 - მის გარდა არავინ

420 70 29
                                    

-ასე აღარ შემიძლია-თეჰიონი ლექციაზე იჯდა,როცა ჯონისგან შეტყობინება მოუვიდა

"ბაჭია შენი ნახვა და კოცნა მინდა. დღეს პაემანი გვაქვს და იცოდე არც კი გაბედო უარის თქმა! წინააღმდეგ შემთხვევაში მოვალ და ძალით წამოგიყვან. როგორც კი გავნთავისუფლდები,ეგრევე გამოგივლი,ამიტომ სახლში არ წახვიდე და მძღოლი გაუშვი. კარგი წავედი,შეხვედრამდე"

თეჰიონი მობილურს ბლოკავს და ჯიბეში იდებს. მას არ შეუძლია,მას არ უნდა რაიმე საერთო ჰქონდეს ამ ადამიანთან,მითუმეტეს მათ ჯიმინი ყავთ,ის კი არაფერს ამბობს. როგორც კი დასრულდა ლექციები,თეჰიონმა ნივთები ჩაალაგა და გარეთ გამოვიდა,მან მძღოლი გაუშვა და იქვე სკამზე ჩამოჯდა

-გამარჯობა თეჰიონ

კიმი თავს სწევს და ქაის ხედავს. უკვე რამდენიმე კვირა გავიდა იმ ამბის შემდეგ,თუმცა მას ის მაინც ახსოვს და არ უნდა მასთან საუბარი

-რა გინდა?

-მე შენთან ადრეც მინდოდა ლაპარაკი,თუმცა იშვიათად დადიხარ სასწავლებელში

-ეს შენ თვითონ არ დადიხარ-ჩუმად ამბობს თე,ფეხზე დგება და წასვლას აპირებს,თუმცა ქაი ამის საშუალებას არ აძლევს

-სად მიდიხარ?

-თავი დამანებე!-თეჰიონი გვერდს უვლის მას

-მოიცადე,ჰოსოკი გელოდება-ომეგა ეგრევე ჩერდება და უკან ტრიალდება-ის სკოლასთან ახლოს რომ პარკია იქ გელოდება

-თვითონ რატომ არ მითხრა?

-არ ვიცი,ცოტა ხნის წინ ვნახე და გადმომცა მეთქვა. არ გჯერა ჩემი?

-არ ვიცი,ის აუცილებლად მეტყოდა

-ნუ როგორც გინდა,თუ რამე მოხდა იცოდე მე დამნაშავე არ ვარ

თეჰიონი ნელა უახლოვდება ქაის და თვალებში უყურებს,როგორც ჩანს ის  არ იტყუება. ომეგა აქეთ-იქით იხედება და ამჩნევს,რომ ჯონი ჯერ კიდევ არ არის. არაფერი მოხდება თუ სწრაფად წავა,ამიტომ ომეგა ტრიალდება და პარკში გარბის

𝐃𝐎𝐋𝐋 ✔Where stories live. Discover now