10 - ერთი დღით ადრე...

460 65 38
                                    

ჯიმინ,ნუ არ მინდა!-თე ცდილობს ძმის მოშორებას,რომელიც ცდილობს შოკოლადი ჩაუდოს პირში-მე ვთქვი რომ არ მინდა!

-რატომ?ისეთი რა მოხდა,რომ შოკოლადს ვეღარ იტან?თქვი,თორემ ისევ გავაგრძელებ-ამბობს ომეგა და კვლავ თავის საქმეს აგრძელებს

-მე აღარ მიყვარს შოკოლადი!და არ მინდა რომ მიყვარდეს!ის უკვე ამაზრზენია!-ყვირის თე და შემდეგ ჩუმდება,როდესაც ოთახში შემოსულ ნამჯუნს ხედავს

-რა გჭირთ?-კითხულობს კიმი

-მამა,მე ძმა შემიცვალეს!ეს ჩემი თე არაა!ის შოკოლადს არ ჭამს!

-ხომ გითხარი,რომ აღარ მინდა ამის ჭამა,მე უკვე აღარ მიყვარს შოკოლადი!

-და რატომ?-არ ნებდება ჯიმინი-შენ დაქორწინებაც კი გინდოდა იმაზე,ვისაც შოკოლადის სურნელი ექნებოდა

როდესაც თეჰიონმა ეს გაიგო,ადგა და გაბრაზებულმა შეხედა ძმას. რაღაცის თქმას აპირებდა,თუმცა გრძნობდა ნამჯუნის მზერას და ამიტომ გაჩუმდა

-კარგი,წყნარად,ჯიმინ თუ ის ამბობს,რომ აღარ უყვარს ეს,ესე იგი აწი აღარ აინტერესებს,ასე არაა თე?

-კი მამა-გაიღიმა ომეგამ,მიხვდა,რომ ნამჯუნი მის მხარეს იყო

-ყველაფრის და მიუხედავად,აქ რაღაც სუფთად არ არის-ამბობს ჯიმინი და თვითონ ჭამს შოკოლადს

-ბავშვებო,ხვალ საღამოს მე და მამიკო მივდივართ და გვიან მოვალთ. სახლიდან არ გახვიდეთ და ჯიმინ,ნერვები არ მოუშალო თეჰიონს!

-ხო ხო,ეხლა შენ ჩემს წინააღმდეგ ხარ,ჯინმა გასწავლა ეგ?-ამბობს ომეგა და ხედავს როგორ ბრაზდება ნამჯუნი-კარგი ვიხუმრე,რათქმაუნდა კარგად მოვიქცევი

-იმედი მაქვს...

***

ჯინი მთელი დღე კოსტუმს არჩევდა ხვალინდელი დღისთვის. მან იცის,რომ ნამჯუნი იდეალურად იქნება ჩაცმული,ამიტომ თვითონაც მხარი უნდა დაუჭიროს და კარგად გამოიყურებოდეს. კიმი ოფისში იყო,სიმართლე რომ ვთქვათ,ზუსტად ახლა მას კარგად მისდიოდა საქმეები. კარტელი ჯერ-ჯერობით არ ჩანს და ჯუნს უკვირს,რატომაა ჩუმად იუნგი,თუმცა ეს სიჩუმე არაფერი კარგის მომასწავებელი არაა. მთავარია მას არ შეეხოს. თეჰიონი უკვე დაცვით დადის მეგობართან საავადმყოფოში,თან გზაში მის საყვარელ ტკბილეულს ყიდულობს ხოლმე და როცა ჰოსოკი ხედავს,ეგრევე ართმევს მთლიანად,კიმი კი იცინის და ამბობს რომ ყველაფერი ისედაც მისია. თეჰიონის მდგომარეობით გაოგნებული იყო ჰოსოკიც,ის მაინც არ ჭამდა შოკოლადს,თეჰიონი კი ბრაზობდა "რას გადამეკიდეთ ყველა ამ თქვენი შოკოლადით?",თუმცა შემდეგ დაწყნარდა და თვითონვე მოუხადა ბოდიში მეგობარს. ისინი ისევ გვიანობამდე იჯდნენ ერთად

𝐃𝐎𝐋𝐋 ✔Where stories live. Discover now