40 - თავად პრობლემა

364 61 16
                                    

-კიდევ ერთხელ გეუბნები,გაიწიე ჩემი ომეგისგან!-ყვირის იუნგი

-კარგი ბოზო,ამჯერად გაგიშვებ,თუმცა უკანასკნელად-ჩუმად ეუბნება ალფა ომეგას და ხელს უშვებს

ჯიმინი შვებით სუნთქავს და ნამჯუნისკენ და იუნგისკენ ტრიალდება. ჯიმინი ნელა მიდის მისკენ,ომეგას თვალები უცრემლიანდება როდესაც იუნგის ხედავს,თუმცა არ იცის რატომ. ის მასთან მიდის,მაგრამ არ ჩერდება,ოდნავ სცდება და ზურგით ეკრობა მის ზურგს

-ჯიმინ...-ამბობს იუნგი,თან არ უყურებს მას. ალფა გრძნობს როგორ კანკალებს ომეგა

-გაჩუმდი,ყველაფერი დასრულებულია. შენ პირველმა გატეხე ჩვენი პირობა,ჩვენი...ჩვენი სიტყვა. მაგრამ...მადლობა რომ მოხვედი-საბოლოოდ ამბობს ომეგა,მამამისისკენ გარბის და მჭიდროდ ეხუტება. ნამჯუნი ამ ყველაფერს უყურებდა,ჩუმად ადევნებდა თვალს და რატომღაც არც ისე ძალიან უნდოდა ახლა საუბარი. მან გაიგო...რომ მისი შვილები დაკავშირებულები არიან მათთან,თეჰიონი,რომელიც ჯონისკენ გაიქცა ჩასახუტებლად და ჯიმინი,რომელიც ზურგით აეკრა იუნგის

-ჯიმინ...როგორ შეძელი?-როგორღაც ხმა ამოიღო ნამჯუნმა-როგორ გავიგო ეს ყველაფერი?

-მე ხომ გითხარი მოგეყოლა მისთვის...-წყნარად ამბობს იუნგი და მათკენ ტრიალდება

-მოიცადეთ!გაჩუმდით!საკმარისია...-ომეგა ყვირის და ისტერიკა ეწყება-უკვე მომბეზრდა ეს ყველაფერი!თქვენი გაუთავებელი ომი!მორჩა...ნუ მამა,გაიცანი,ეს ჩემი ჭეშმარიტია-მან იუნგისკენ მიანიშნა,რომელიც იქვე იდგა-და მე ის მიყვარს!

ჯიმინის სიტყვების გაგონებისას ყველა გაოცდა,განსაკუთრებით იუნგი,რომელსაც ბოლომდე არც კი სჯეროდა. მას არასდროს გაუგია ჯიმინისგან მსგავსი რამ,მიუხედავად იმისა რაც მოხდა და რაც ახლა ხდება,ალფას გული გაუთბა,მაგრამ არა დიდი ხნით

-თუმცა...-ჯიმინმა იუნგის ტკივილით სავსე თვალებით შეხედა-შენი პატიება არ შემიძლია. მთელმა თქვენმა დიდებამ,ფულმა და ძალაუფლებამ თქვენ გაგანადგურათ!ეს ყველაფერი საბოლოოდ დაგღუპავთ!მე მეტი აღარ შემიძლია...-ომეგას თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა-მე შენ ყველაფერი მოგეცი,დაგიჯერე,ისიც კი დავივიწყე რაც ადრე გამიკეთე!ჩვენ ყველაფრის ახლიდან დაწყება გვინდოდა!მაგრამ შენ ყველაფერი გააფუჭე,ვერ დაივიწყე წარსული,შენი ბოზები და ყველაფერი დანარჩენი...

𝐃𝐎𝐋𝐋 ✔Where stories live. Discover now