37 - თამაშის დაწყება

378 59 11
                                    

-შენ რა სულ გაგიჟდი?!ენას ამოგაჭრი ახლავე!-ყვირის იუნგი

-გასაგებია,დროს მოგცემ...-ქაი შებრუდა და კარისკენ გატრიალდა ეშმაკური ღიმილით. ის ამას არც კი გეგმავდა,როგორც ჩანს განგებამ მოინდომა ასე

ქაი ოთახიდან გადის,იუნგი კი მარტო რჩება. ის დივანზე ჯდება და კარს უყურებს

ეს კოცნა მისთვის ამაზრზენი და გულის ამრევი იყო. ადრე არც კი აქცევდა ყურადღებას ვის კოცნიდა,როგორ,ახლა კი ეს ამაზრზენად ეჩვენება. იუნგი თვალებს ხუჭავს და მისი ჭეშმარიტის საყვარელ სახეს იხსენებს. ჭეშმარიტობა ეს ძალიან ძლიერი და მნიშვნელოვანი რამაა და ეს ხალხმა არ უნდა დაკარგოს

-მაპატიე პატარავ

იუნგი იხსენებს ქაის კოცნას და იმას,რაც მან უთხრა. თუმცა ეს შეუძლებელია,რადგან ალგის გული მხოლოდ კიმ ჯიმინს ეკუთვნის. მინი ფეხზე დგება,ოთახიდან გადის და თავის მდივანთან მიდის

-დიახ ბატონო მინ?

-ჩემთან არავინ მოსულა?

-არა,მხოლოდ ორი ომეგა იყო

-როგორ თუ ორი?

-ერთ-ერთი ქაი იყო,მეორე კი...კარგად ვერ დავიმახსოვრე სახელი,თუმცა მგონი ჯიმინი ერქვა

-ოღონდ ეს არა...-იუნგი ადგილს წყდება და ქვევით გარბის. ის ქუჩაში გამოდის და იქაურობას ათვალიერებს,თუმცა ის იქ არაა. უცბად მასთან მანქანა ჩერდება,იქიდან კი გაცეცხლებული ჯონი გადმოდის. ალფა მისკენ მიდის,თუმცა მას ვერც კი ამჩნევს,მხოლოდ ტელეფონს უყურებს

-რატომ ხარ ასეთი გაბრაზებული?-თავს არ იკავებს და ეკითხება იუნგი

-თეჰიონი...10-ჯერ დაურეკავს,ეხლა კი როგორც ჩანს ნაწყენია და არ მპასუხობს

-ოხ ეს ომეგები!ჯანდაბა...წარმოგიდგენია ჩემთან ქაი მოვიდა,მითხრა რომ ვუყვარვარ და მაკოცა

-ოჰო...და შენ?

-კინაღამ დავანაკუწე!შემდეგ კი როგორც აღმოჩნდა ჯიმინი მოვიდა და დარწმუნებული ვარ დაინახა ყველაფერი

𝐃𝐎𝐋𝐋 ✔Where stories live. Discover now