46 - ის წავიდა და შენ მარტო ხარ

376 55 31
                                    

უკვე 3 დღეა რაც იუნგი და ჯონგუკი ქალაქიდან გაემგზავრნენ,ჯიმინისა და თესთვის კი თითქოს ყველაფერი გაჩერდა. არცაა გასაკვირი,რადგან მათ თავიანთი ალფები ძალიან ენატრებათ და უნდათ რომ მალე დაბრუნდნენ. ჯიმინი შესაძლოა ცდილობდა ამას შეგუებოდა,მაგრამ თეს არ გამოსდიოდა. ის ხანდახან ჯონის ნომერს კრიფავდა,თუმცა ის არ პასუხობდა. მართალია ომეგამ იცოდა,რომ მას ტელეფონი გატეხილი ჰქონდა,მაგრამ შეეძლო ასი ტელეფონი ეყიდა და დაერეკა,მაშინ რატომ არ ურეკავდა ის ომეგას?ეს საიდუმლოდ დარჩა

***

-ნუ მიდი რაა...-ჰოსოკის ღრიალი გაისმა ყურმილში

-ჰოსოკ,უკვე გითხარი რომ არ ვარ ხასიათზე!არ მინდა...-მეასედ ეუბნება თე ომეგას

-შენ რა მთელი ეს დრო სახლში ჯდომას აპირებ?ის წავიდა!და არ რეკავს!მას საქმეები აქვს და წარმოიდგინე რომ...

-შენ ვერ გაიგებ,მე ის ძალიან მიყვარს და მენატრება

-ეს უკვე მეასედ მესმის,მას არ ესიამოვნება როცა გაიგებს,რომ სახლში მარტო ზიხარ და...მოიცა...ჭამე რამე საერთოდ?

-ნუ კი...მგონი

-მეღადავები?!-ბრაზობს ჰობი

-ვხუმრობ,მარტო ოთახში არ ვზივარ,ხანდახან გამოვდივარ ხოლმე

-ზუსტადაც რომ ხანდახან!შენი ძმაც სახლში ზის?

-არა,ის ყოველ დღე ფსიქოლოგთან და საავადმყოფოში დადის

-საავადმყოფოში?მ...მასთან?

-მასთან?ტაო...მას გულისხმობ?

-ემმ...კი. სიმართლე რომ გითხრა მეც მინდოდა მასთან მისვლა,უბრალოდ შემოწმება. წამომყვები?

-რა?რატომ?

-ნუუ გთხოვვ,მე უბრალოდ...ის მე...

-დავინახე როგორ უყურებდი დაბადების დღეზე,მე მას არ ვიცნობ,თუმცა ძმა ამბობს,რომ ის კარგი ალფაა იმის მიუხედავად,რომ მინ იუნგისთან მუშაობს

𝐃𝐎𝐋𝐋 ✔Where stories live. Discover now