ნამჯუნი და ჯინი წვეულებას გვიან ღამით ტოვებენ. სახლში შესულები ამჩნევენ,რომ მათი შვილები აქ არ არიან. ჯინი მთელ სახლში ეძებს მათ,ნამჯუნი კი დაცვას იძახებს და ეკითხება სად არიან. ის იგებს,რომ თე და ჯიმინი დაცვასთან ერთად პარკში არიან. ჯინი ქმარს ეუბნება,რომ სახლში არ არიან,ჯუნს კი მალე ატყობინებენ,რომ ორი დაცვა და მძღოლი,რომლებიც ომეგებთან ერთად იყვნენ,მკვდრები არიან. ნამჯუნი ყურებს არ უჯერებს,დაღლილად ეშვება დივანზე და სახეზე ხელებს იფარებს. ჯინი უახლოვდება და ეკითხება თუ რა მოხდა,ნამჯუნი კი გვერდით ისვავს,ატყუებს და ეუბნება,რომ მათ იპოვის. ამ დროს შემოსასვლელი კარი იღება და იქიდან საშინლად დაღლილი თე ჩნდება,რომელსაც მუხლები უკანკალებს და ასევე გაყინულია. ომეგა როგორც კი მშობლებს ხედავს,სუსტად იღიმის
-თეჰიონ?-ნამჯუნი შოკირებული დგება და შვილს უახლოვდება,თუმცა ის ვერაფრის თქმას ასწრებს,ეგრევე გული მისდის და მამამისის მკლავებში ვარდება
***
ჯიმინი უკვე დილით იღვიძებს,მან არ იცოდა სად იყო და ამაზე არც უფიქრია. მისთვის მთავარია,რომ თავისმა ძმამ შეძლო გაქცევა,თავისი თავი კი არ ადარდებს,ის გაუძლებს,ის ძლიერია. ის თავს წევს და იქაურობას ათვალიერებს. მხოლოდ ეხლა ხვდება,რომ ოთახში იმყოფება,ნათელ და საყვარელ ოთახში. ჯიმინი ფეხზე დგება და კარს ამჩნევს. ბიჭი ნელი ნაბიჯებით უახლოვდება და აღებს მას. ზღვა...პლიაჟი?სად არის?რა ადგილია?ომეგა ვერ ხვდება სად არის ან აქ როგორ აღმოჩნდა
იქვე კიდევ ორი კარი იყო,ერთი აბაზანის,მეორე კი ჩაკეტილი
-ღმერთო ჩემო...-ომეგა ლოგინზე დაჯდა და ფიქრი დაიწყო,მაგრამ არ შეეძლო,თავი ძალიან ტკიოდა და ასევე წყლის დალევაც უნდოდა. ამ დროს კარი ნელა იღება,ჯიმინი კი ფეხზე დგება და ამჩნევს მაღალ ალფას,რომელიც ოთახში შემოდის
-ესე იგი გაიღვიძე,მე ტაო მქვია და საერთოდ უფროსის მოსვლამდე მე მოგხედავ-უხეშად თქვა ალფამ
YOU ARE READING
𝐃𝐎𝐋𝐋 ✔
Fanfictionკიმ ჯიმინი ქალაქის მთავარი ბიზნესმენის-კიმ ნამჯუნის შვილია,ასე რომ მდიდარი ოჯახის ომეგა უფრო ქედმაღალი და გაფუჭებული გაიზარდა.მას არაფრის და არავისი ეშინოდა...სანამ არ შეხვდა ქვეყნის მთავარ მაფიოზ მინ იუნგის ფიკი ითარგმნება ორიგინალის ლინკი https:...