44 - მოულოდნელობა

361 56 41
                                    

ამის შემდეგ ჯონგუკმა თეჰიონი სახლში მიიყვანა. როგორც კი შიგნით შევიდნენ,ჯინი ეგრევე მათკენ გაიქცა და იკითხა რა სჭირდა მას,თუმცა თეჰიონმა უპასუხა,რომ მნიშვნელოვანი არაფერი იყო და ჯონთან ერთად თავის ოთახში ავიდა

-პატარავ,ნამდვილად კარგადაა ყველაფერი?-კითხულობს ჯონი და ლოგინზე ჯდება

-კი,კი

-არ გინდა დაიძინო?-ჯონი ომეგას ხელს კიდებს და მის გვედდით სვავს-დაღლილი ხარ

-არ შემიძლია დაძინება

-პატარავ,დამშვიდდი. ჩემთან ერთად კოშმარები არ შეგაწუხებს. დაიძინე

-კარგი

თე ლოგინზე წვება,თან ჯონგუკს ეკრობა. ალფა თმებზე ეფერება და მის საყვარელ სახეს უყურებს. მალევე ამჩნევს,რომ თეს უკვე სძინავს

***

ჯიმინი ჰოსოკთან ზის და სვამს,თანაც ბევრს. ტაო სახლში უნდა წასულიყო,რადგან რაღაც საქმეები გამოუჩნდა,მაგრამ მას არ უნდოდა ომეგის მარტო დატოვება,ამბობდა რომ ამ შემთხვევაში იუნგი თავს წააცლიდა,ამიტომ ჯიმინი დაემშვიდობა ჰოსოკს და ტაოს მანქანისკენ წავიდა. როგორც კი მანქანაში ჩაჯდა,ეგრევე იუნგის დაურეკა

იუნგი:გისმე

ჯიმინი:გამარჯობა

იუნგი:რამე მოხდა

ჯიმინი:რატომ ეგრევე საქმე?მე უბრალოდ...უბრალოდ მომენატრე

იუნგი:ჰო?ჩემს პატარას მოვენატრე?საქმეებს დავასრულებ და ხვალ მთელ დღეს შენთან ერთად გავატარებ

ჯიმინი:მართლა?მაშინ კარგი. მოუთმენლად ველი

ჯიმინს არ შეუძლია ღიმილის დამალვა,ის უსმენს იუნგის სასიამოვნო ხმას,რომელიც ეუბნება,რომ ხვალ მთელ დღეს ერთად გაატარებენ. ტაო სახლთან აჩერებს მანქანას,მაგრამ უცბად ფანჯრებს წევს მაღლა

-დაწექი...-ჯიმინს მისი ხმა ესმის და ვერ ხვდება რა ხდება

-რა?-მას მზერა ტაოზე გადააქვს,ალფა სავარძლისკენ წევს ხელს,რაღაც ღილაკს აჭერს და სკამი ჯიმინთან ერთად ქვევით იწევა. ეს ისეთი მოულოდნელი იყო,რომ ომეგას ტელეფონი გადაუვარდა სადღაც. უცბად გასროლის ხმა ისმის და მანქანას ტყვია ხვდება. ტაო ეგრევე ქოქავს მანქანას და გაზს აწვება,ისინი იქიდან მიდიან. გასროლის ხმა სახლშიც გაიგეს,ამიტომ ჯონი ფეხზე წამოდგა ისე რომ თე არ გაეღვიძებინა და ოთახიდან გამოვიდა. ქვევით კი შეშინებული ჯინი დაინახა,რომელსაც ქუჩაში გასვლა უნდოდა რომ გაეგო რა ხდებოდა

𝐃𝐎𝐋𝐋 ✔Where stories live. Discover now