ძალიან მზიანი ამინდია დღეს ისე ცხელა გარედ ვერ გახვალ ამ სიცხეში. დავიღალე კლასში ჯდომით უკვე 12 საათი ხდება მე კიდე აქ ვზივარ და ტელეფონით ვთამაშობ. ტელეფონის თამაში რო მომბეზრდა თვალით დათოს ძებნა დავიწყე ის კიდევ არჩანს, ნეტა რატო არმოვიდა?. მივედი გიოსთან და ვკითხე:
- გიო, დათო რატომ არმოვიდა?.
- მოვა ნუ ღელავ, ალბათ დაგვიანა.
გიო ჩემი საუკეთესო მეგობარია მას ყოველთვის ესმის ჩემი, ჩემი მესაიდუმლეა ყველაფერს მაგაც ვუყვები და იცის რომ დათო მომწონდა პატარა რო ვიყავი, ჩემი უსიტყვოდ ესმის და ყველაფერში მიგებს.
და აი ისიც კარები გაიღო და დათო შემოვიდა, ყველას მოესალმა და მე თვალი ჩამიკრა როგორც ყოველთვის.
ზარი დაირეკა და ყველა დაბლა ჩავედით, ერთმანეთის საროჩკებზე ვაწერდით "გილოცავ" ს. გიო მოვიდა ჩემთან და მითხრა:
- არგინდა დათოს დააწერო საროჩკაზე? - მეუბნება იღიმის.
- ჰმ? რატო უნდა დავაწერო მე, თვითონ დამაწეროს თუ უნდა.
- მიდი დაწერე რამოხდა ჩვენი კლასელია, რა დაშავდება?.
- აუ გიო თავი დამანებე არმინდა მრცხვენია.
- რისი გრცხვენია გოგო - მითხრა და იცინა, იდიოტი ეგ რას არ მიჩალიჩებს.
გიოს სიცილზე დათომ ჩვენ შემოგვხედა და მერე მე მომაშტერა, დიდხანს მიყურებდა გაშტერებული გავწითლდი, საშინლად წითელი მქონდა ლოყები. გიომ ამაზე ხარხარი დაიწყო იდიოტი ეგ.
- რაიყო რა გაცინებს, უბრალოდ მზის ბრალია ძალიან დამცხა.
- ხო ხო მზის ბრალია ვხვდები - მითხრა და ისევ გაგრძელა სიცილი.
გავბრაზდი და გავეცალე გიოს ნერვებს მიშლიდა, დაბლა ვიყურებოდი და მივდიოდი. უცებ დათოს დავეჯახე, აუ ეხლა მაგის დრო იყო?? შემრცხვა.
- ამ მე ბოდიშით დაბლა ვიყურებოდი და ვერ დაგინახე - ვუთხარი და თავი დაბლა ჩავხარე, ამაზე გაეცინა.
- არაუშავს, ნუ ხარ ასეთი მორცხვი არგინდა დამაწერო საროჩკაზე რამე?
- კი რათქმაუნდა დაგაწერ.
მარკერი მომცა და დავაწერე "გილოცავ ჟირაფო ბოლოზარს" და მივეცი მარკერი.
- მადლობა, მოდი მეც დაგიწერო - მითხრა და თბილად გამიღიმა.
- კარგი - მის ღიმილზე მეც გამეღიმა, ისეთი საყვარელი იყო.
დათომ დამაწერა საროჩკაზე რაღაც, მადლობა გადავუხადე და გიოსთან წავედი.
გიომ დამინახა თუ არა ცალი წარბი აწია და შემომხედა.
- სად გაუჩინარდი?, და რა ბედნიერი სახე გაქ რამოხდა.
მოვუყევი რაც მოხდა.
- ვაუ თქვენ საყვარლებო ხო ვამბობდი თქვენ ყველაზე მაგარი წყვილი იქნებითქო.
- კარგი რა გიო, ნუ აზვიადებ ყველაფერს.
- აბა მაჩვენე რა დაგაწერა საროჩკაზე - დაინტერესდა და მეც მოვტრიალდი. უცებ სიცილი დაიწყო
- რამოხდა გიო, რა გაცინებს - ვუთხარი დაეჭვებით.
- რა და შენ საროჩკაზე წერია "გილოცავ იმედია ჭკუას მაინც ისწავლი" .
- აუ ჭკუას მაგაც ვასწავლი მე - ძალიან გავბრაზდი.
უკვე ბავშვებმა სიმღერა და ცეკვა დავიწყეთ, ყველა ჩვენ გვიყურებდა და ტაშს გვიკრავდა. დედაჩემის მანდ იყო გვიღიმოდა თბილად. სიმღერას და ცეკვას რო მოვრჩით ყველამ მასწავლებლებს მადლობა გადავუხადეთ იმისთვის რომ ბევრი ცოდნა მოგვცეს. დათო კი მთელი საათი მე მიყურებდა რას ნერვებს მიშლიდა, თვალს არმაშორებდა სულ მე მიყურებდა. ცოტახანში დაირეკა ჩვენი ბოლო ზარი და ყველანი სირბილით გაიქცნენ მანქანებისკენ, მე გავჩერდი და სკოლას თვალი მოვავლე, ვუყურებდი სკოლის მოსწავლებს ხელს ღიმილით როგორ გვიქნევდნენ, ვუყურებდი ღიმილიან მასწავლებლებს ზოგი იღიმოდა, ზოგს კიდე თვალებიდან ცრემლები მოსდიოდა სიხარულისგან.
კიდევ ერთხელ შევხედე სკოლას და თვალებიდან ცრემლი წამომივიდა, რა ცუდია არა? როცა იაზრებ რომ დიდი ხანი ვეღარ იქნები სკოლაში, ხვდები რომ უკვე გაიზარდე და აღარ იქნები სკოლის მოსწავლე. მომენატრება აქაურობა, აქაური მასწავლებლები. აქ ბევრი კარგი მოგონებები მაქვს, ყველაზე ტკბილი ბავშვობა მქონდა, მე და ჩემი კლასი ზამთარში სულ ამ დერეფანში ვგუნდაობდით, ვიცინოდით. ბევრი მოგონება მაკავშირებს ამ სკოლაში. უცებ მესმის გიოს ხმა, უკან ვტრიალდები და ვხედავ გიო მეძახის:
- გოგო ლილე, გეძახი და შენ კიდე მანდ გაშტერებული დგახარ მალე მოდი უნდა ჩავჯდეთ მანქანაში.
- კარგი მოვდივარ - ვუთხარი და სირბილით გავიქეცი მანქანებისკენ.
მანქანაში ჩავჯექი ფანჯარა ჩავწიე და ჰაერი ჩავისუნთქე მომენატრება აქაურობა. ნიკამ ჩვენმა კლასელმა მანქანა დაქოქა და სწრაფი სიჩქარით მივქროდით რესტორანისკენ და ვყვიროდით.
- გიო, შენ ძალიან ლამაზი თვალები გაქვს სულ მინდოდა შენნაირი თვალები მქონოდა - უთხრა ჩვენმა კლასელმა სალომემ.
- ხო გიოს მართლა საოცარი თვალები აქვს - ვუთხარი მე და გიოს გავუღიმე.
- შენც ლამაზი თვალები გაქვს ლილე, იდუმალი შავი თვალები, და იმავე ფერის თმა ძალიან გიხდება და ლამაზ გხდის - მითხრა სალომემ და გამიღიმა.
- მადლობა სალომე - მეც გავუღიმე.
დიდხანს ვიარეთ მანქნით და მოვედით რესტორანში.
დიდი ულამაზესი რესტორანი იყო, დარბაზში რო შევედით იქაურობა ისეთი ლამაზი იყო. მოტოცლიკის ხმა გავიგე და უკან მოვტრიალდი და დათო დავინახე, მოტოცლიკიდან ჩამოვიდა და რესტორანში შემოვიდა.
- ბიჭო მოტოთი რატო მოხვედი? - უთხრა გიომ დათოს.
- რავი ძმა, მოტო სკოლასთან მქონდა და ბარემ ამით მოვედი იქ ხო არდავტოვებდი.
- გასაგებია ძმა, მოდი დავჯდეთ.
ყველანი დავსხენდით და ჭამა დავიწყეთ ჭამის, შემდეგ ვიცეკვეთ ვიმღერეთ მოკლედ მაგარი დრო გავატარეთ. ჩვენი დამრიგებელი გახარებული გვიყურებდა უხაროდა ასეთ ბედნიერს რო გვხედავდა. გახდა 9 საათი, ბევრი მთვრალი იყო , მე არვიყავი მთვრალი იმიტორო ცოტა დავლიე დედაჩემის გამო, სულ მთხოვდა რო არდამელია ბევრი. გადავწყვიტე სახლში წავსულიყავი იმიტორო გვიანი იყო, ბავშვებს ვთხოვე რო დავიშალოთ უკვე გვიანია. მაგრამ მათ კიდევ უნდოდათ გართობა. ხოდა გარედ გავედი და დავჯექი კიბებზე, ვუყურებდი ცაზე მოჭედილ ვარსკვლავებს გვერდით ვიღაც მომიჯდა, გავიხედე დათო იყო.
- აქ რატომ ხარ?, რა მალე მოიწყინე - თბილად გამიღიმა.
- რავი სახლში წასვლა მინდოდა და არავინ წამიყვანა. - თავი დავხარე.
- ჰმ, არაუშავს ცოტახანი ვიჯდეთ აქ და მერე მე წაგიყვან.
- მე მოტოზე დაჯდომა არმინდა, მეშინია. - გავუღიმე.
- რისი გეშინია, მომიჭირე წელზე ხელი და ძალიან მალე წაგიყვან ვერც მიხვდები. - მითხრა და თვალი ჩამიკრა.
- არა დათო, სწრაფად არ ატარო ავარიაში არმინდა მოვყვე. - გაიცინა.
- კარგი ნელა ვატარებ.
სიჩუმე დაისადგურა, ორივე ჩუმად ვიყავით და ვარსკვლავებით ყურებით ვტკბებოდით, სიჩუმე დათომ დარღვია.
- ბანკეტისთვის მეწყვილე არჩიე უკვე? - მითხრა ინტერესით.
- ჰმ, ჯერ არ ამირჩევია.
- გინდა შენი მეწყვილე მე ვიყო? - მითხრა და პასუხს დაელოდა.
- რატომაც არა - გავუღიმე.
- კარგი გამეხარდა რო დამთანხდი, წამო წავიდეთ უკვე დროა.
მე და დათო დავჯექით მოტოზე დათოს ძალიან მოვუჭირე წელზე, მეშინოდა. დაიძრა მოტო და მივდიოდით, დათომ სიჩქარეს უმატა შიშისგან მაგრად ჩავეხუტე მაგან კი ჩაიცინა. ისეთი თბილი წელი ქონდა ისეთი თბილი იყო ის ჩავეხუტე და თვალები დავხუჭე, მისი სუნამოს სურნელი შევისუნთქე.
ძალიან კარგი სუნამო ქონია ამ ვაჟბატონს.
ისე მალე მიმიყვანა სახლში ავდექი მოტოდან და ჩაფხუტი მივეცი.
- მადლობა დათო, რო მომიყვანე სახლში. - გავუღიმე.
- არაფრის, იმედია აღარ გეშინია მოტოზე დაჯდომის - გამეცინა
- არა რათქმაუნდა, მივეჩვიე კარგი ყოფილა.
- ხო აწი ხშირად გაკატავებ - ჩაიცინა.
უცებ გაჩუმდა შემომხედა და გამიღიმა.
- იმედია ერთ უნისში მოვხვდებით, არმინდა შენგან ძალიან შორს ვიყო ხშირად ვეღარ გნახავ. - თავი დახარა.
- იმედია ბინაში მეზობლები მაინც ვიქნებით. - ვუთხარი და გავუღიმე, მანაც გამიღიმა.
- კარგი დათო, შეხვედრამდე ახლა უნდა წავიდე.
მოტოდან ადგა და ჩემთან მოვიდა, თვალებში შემომხედა მოწყენილი სახით და ძლიერად ჩამიკრა გულში.
ჟრუანტელმა დამიარა გულმა საშინლად ფეთქვა დაიწყო. რას მიკეთებს ეს ბიჭი რატო მოქმედებს ასე ჩემზე.
- შეხვედრამდე ლილე - გამიღიმა და დაქოქა მოტო, თვალი ჩამიკრა მოტო დაიძრა და წავიდა
მე კი ვიდექი დიდხანს გაშეშებული.გოგონებო❤ ეს მოთხრობა ძალიან გრძელი გამომივიდა ვინც კითხულობთ მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ. იმედია მოგეწონათ ეს თავი.
თქვენი აზრით როგორი ბიჭია დათო?.😊
YOU ARE READING
მიყვარდი
Romanceმოთხრობა არის ერთ გოგოზე რომელსაც თავისი კლასელი უყვარდა. რამოხდება მერე? როგორ შეიცვლება გოგონას ცხოვრება როცა ის სტუდენდი გახდება.