დილით თბილი მკლავები მაღვიძებს, ძალიან ვყავარ მიხუტებული დათოს. მის სახეს შევხედე თმები სახეზე ქონდა გადმოყრილი რაც საყვარელს ხდიდა, ტუჩები გადმობუშტული ქონდა ძალიან საყვარელი იყო გამეღიმა და ტუჩებზე ვაკოცე, მას ისევ ეძინა მშვიდად. ძალიან მშვიდი სახე ქონდა ალბათ ამ ღამეს ტკბილად ეძინა, მისი მკლავები ძალიან თბილი იყო და მეც მათბობდა. დათოს შუბლზე ხელი დავუდე და ისევ ძალიან ცხელი იყო, უეჭველი ამ ბიჭს სიცხე აქვს მაგრამ ვერ ხვდება. მისი გაღვიძება მინდოდა მაგრამ მეცოდებოდა რომ მშვიდად და საყვარლად ეძინა, ვაჯანჯღარე და არ გაეღვიძა, ბოლოს სახე ჩავუკოცნე და მისი სიცილის ხმა გავიგე როგორც იქნა გაიღვიძა.
- დათო დილამშვიდობის.
- დილამშვიდობის პატალავ.
- ძალიან ცხელი ხარ, სიცხე ხო არგაქვს.
- არვიცი.
- თავს როგორ გრძნობ?.
- ცოტა ყელი მტკივა.
ეგრევე წამოვვარდი საწოლიდან და თერმომეტრის ძებნა დავიწყე, თბილი ლიმნიანი ჩაი გავამზადე და მაღლა ოთახში ავიტანე, დათოს სიტყვა პატალავ ძალიან მესიამოვნა და ბედნიერი ჩიტივით დავფრინავდი. ჩაი კარადაზე დავუდე და, თერმომეტრი გავუწოდე მან გამომართვა და გაიზომა. ცოტახანში ამოიღო თერმომეტრი, ხაზი 38.6 აჩვენებდა ხო ვამბობდი სიცხე აქვსთქო. ლიმნიანი ჩაი დალია იმიტომრომ ყელი სტკიოდა, მეც ამიტომ მოვუტანე.
- სად გაცივდი?.
- არვიცი.
- ალბათ გუშინ მინდორში რო წავედით იქ გაცივდი, ძალიან ციოდა იქ.
- შეიძლება, ლილე ხშირად ნუ მკოცნი შენც არ გადაგედოს.
- ერთი ჩემი ავადმყოფობა გადაგედო და მეორე შენი გადამედება, მთავარია შენ მყავდე კარგად - ვუთხარი და მან გამიღიმა, ჩაის დალევას რომ მორჩა ადგა და მოწესრიგდა. მე პარაცეტამოლი გავუწოდე და დალია, მერე ერთად დაბლა ჩავედით სასაუზმოდ. ლიზას და ნანას უკვე მოუმზადებიათ სადილი, ჩვენც მაგიდას მივუსხენდით და ჭამა დავიწყეთ, დათო არაფერს ჭამდა სახეზე ფერი არ ედო, მასზე ძალიან ვღელავდი.
- დათო, რამე ჭამე რა.
- მადა არ მაქვს ლილე.
- ასეც არ შეიძლება, სახეზე ფერი არგიდევს.
- რა მოუვიდა - მკითხა გიორგიმ.
- გაცივდა.
ბავშვები ჭამას მოვრჩით და ჭურჭლები გოგოებმა გარეცხეს, მე დათოს გვერდიდან არ ვშორდებოდი მასზე ძალიან ვნერვიულობდი. დათო თავის ოთახში იწვა და ტელეფონს უყურებდა, მერე დაცხა იმიტომრომ პარაცეტამოლი დავალევინე სიცხის დაწევისთვის, ავდექი და ახალი თბილი ჯემპრი ამოვიღე მის კარადიდან, ის თავისი მაიკა გავხადე და მის შიშველ სხეულს დავაშტერდი, დაკუნთული და სექსუალური სხეული აქვს, ჯემპრი ჩავაცვი და ლოყაზე ვაკოცე.
- ძალიან დიდხანს მიყურე შემცივდა- მითხრა და გაიცინა, მე კი სირცხვილისგან ლოყები გამიწილდა. ავდექი და სამზარეულოში შევედი დათოსთვის შოკოლადის ნამცხვარი გამოვაცხვე, ცოტახანში ცხელი შოკოლადის გავუმზადე და ლანგრით ხელში მაღლა ავიტანე, მან რომ დამინახა გაეღიმა.
- მადლობა პატალავ - მითხრა და ლოყაზე მაკოცა.
- არაფერს ჭამდი, ეს მაინც შეჭამე - ვუთხარი და მან გამიღიმა, ჭამა დაიწყო და მალე დამთავრა.
- ძალიან გემრიელი იყო მადლობა ჩემზე რომ ზრუნავ.
- შენზე ყოველთვის ვიზრუნებ სიხარულო.
ჭურჭელი და ჭიქა გავრცხე, და მე და ბავშვები გადავწყვიტეთ მაღაზიაში წავსულიყავით, სახალწლოდ გვეყიდა რაღაცები დათოს ვუთხარით და ვთხოვე დარჩენილიყო მისთვის გარედ გამოსვლა არშეიძლება გაციებულია, დათომ დავრჩებიო და ჩვენ წავედით დიდ მაღაზიაში. დიდი უზარმაზარი ნაძვის ხე ვიყიდეთ, გიორგიმ ლამაზი სათამაშოები აირჩია ნაძვის ხესთვის, ლიზამ სახალწლო ფეიერვერკები იყიდა, მე დათოს და ჩემთვის ერთნაირი თბილი ჯემპრი ვიყიდე, და მისთვის ფორთოხალი და კივი, ავად იყო რო ეჭამა. ვიყიდეთ ის რაც გვჭირდებოდა და სახლში დავბრუნდით, ნივთები მისაღებში დავალაგეთ და მე დათოსთან ავედი ოთახში.
- მოვედი ცხოვრებავ, ხო არ მოიწყინე ჩემც გარეშე?.
- კი მოვიწყინე, იყიდეთ ის რაც საჭირო იყო?.
- კი ყველაფერი ვიყიდეთ - პარკიდან ჯემპრი ამოვიღე და დათოს ვაჩვენე.
- ეს ორი ჯემპრი ერთნაირია, შენთვის და ჩემთვის ვიყიდე ახალწელს ერთად ჩავიცვათ მოგწონს?.
- კი ლამაზი ჯემპრია, წითელი ფერი და თოვლის ფიფქები აქვს სწორედაც ახალიწლისთვისა.
დაბლა ჩავედი და ფორთოხალი დავჭერი, მერე კივის მივაჭერი და თეფშზე დავდე, დათოს ავუტანე და ჭამა დაიწყო. ცოტახანში მას სიცხე გავუზომე და დაკლებული ქონდა, ძალიან მაღალი სიცხე არ ქონდა მაგრამ დაიკლო ცოტა. მე და დათო ჩახუტებულები ვიჯექით დივანზე და ტელევიზორს ვუყურებდით, ბავშვები სამზარეულოში დურაკას თამაშობდნენ ჩვენ მათ არ შევუერთდით, ერთად ყოფნით ვტკბებით და ტელევიზორს ვუყურებთ.
YOU ARE READING
მიყვარდი
Romanceმოთხრობა არის ერთ გოგოზე რომელსაც თავისი კლასელი უყვარდა. რამოხდება მერე? როგორ შეიცვლება გოგონას ცხოვრება როცა ის სტუდენდი გახდება.