თავი 7

298 14 2
                                    

1 თვის შემდეგ.
გავიდა 1 თვე ეს თვები სულ წიგნის კითხვაში და მეცადინეობაში ვატარებდი დროს, სულ ვიწყენდი მარტოსული ადამიანივით ვიყავი. ამ 1 თვეში დათო არ მინახავს ძალიან მენატრება მითხრა რომ სოფელში მიდის ბებოსთან და მანდ დარჩება დიდიხანი, კარგია სოფელში დასვენება მანდ სუფთა ჰაერია და მშვიდი გარემო მეც მინდა სოფელში დასვენება. გიოს რაც შეხება ისიც დასასვენებლადა წასული ბაკურიანში, იქ თან მუშაობს კონსულტანტია მაღაზის. მე კი აი რაგითხრათ ვარ მარტო, და წიგნების კითხვაში გამყავს დრო. დღეს ბინა უნდა დავიქირავო უნივერსიტეტისთვის, ჩემ სახლთან უნივერსიტეტი ძალიან შორსა ვერ მოვასწრებდი ლექციებზე დასწრებას. ამიტომ ისეთ ადგილას უნდა ვიშოვო ბინა სადაც უნივერსიტეტი ახლოს იქნება. ბარგი ჩავალაგე და, ყუთში საჭირო ნივთები ჩავალაგე რას მჭირდებოდა. მამაჩემმა დამეხმარა და ყუთები ერთად ჩავალაგეთ მანქნის საბარგულში, მე და ჩემები ბინის საშოვნელად უნდა წავიდეთ. მამაჩემმა მანქანა დაქოქა და დავიძარით ბინების საშოვნელად. ერთ ულამაზეს ქუჩაში გავჩერდით, ლამაზი კორპუსები იყო, ვიკითხეთ აქ სადმე ბინას იქირავებენ თქო? და ავიღეთ ბინის პატრონის ნომერი. მამაჩემმა დაურეკა და ბინის პატრონმა უთხრა რომ ხუთ წუთში მოვიდოდა. ახლა ველოდებით ბინის პატრონს, მე მანქანაში ვზივარ და ტელეფონით სოც ქსელს ვათვალიერებ, აი ისიც მსუქანი ქალი მოდის ალბათ ეგ არის ბინის პატრონი, მამაჩემი ადგა და მაგ ქალთან მივიდა მიესალმა და გვითხრა რო ეგ არის ბინის პატრონი.
- გამარჯობათ - მოგვესალმა თბილად ქალმა.
- გამარჯობათ - ჩვენც მივესალმეთ.
- ამ ბინას ორ გოგოს დავაქირავე უკვე, მასთან ერთად რომ იცხოვროთ თქვენს რამე პრობლემა გექნებათ? - მკითხა ქალმა.
- არა არმექნება პრობლემა, უკეთესია ორ გოგოს თუ გავიცნობ და დავმეგობრდები. - ვუთხარი მე.
- მართალი ხართ, თან ბინის ქირას ნაკლები გადასახადი გექნებათ.
- კარგი აზრია მაშინ, ვიქირავებ ამ ბინას.
ბინა დავათვალიერე და კარგი მყუდრო ადგილი იყო, ბინის პატრონმა ჩემთვის ოთახი მაჩვენა, ოთახი ძალიან ლამაზი იყო, საწოლის გვერდით ფანჯარა იყო ძალიან მყუდრო ადგილია. მართლაც მომეწონა ჩემი ოთახი აქ სიმშვიდე სუფევს. მამაჩემს ვუთხარი რომ ძალიან მომწონდა აქაურობა აუცილებლად ვიქირავებდი, ბინის პატრონს ფული გადავუხადე და მადლობა ვუთხარი.
- ძალიან საყვარელი გოგო ხართ, ახლა ის გოგოები მაღაზიაში იქნებიან მალე მოვლენ და გაგაცნობთ.
- ძალიან მადლობელი ვიქნები თუ გამაცნობ - ვუთხარი და გავუღიმე. ძალიან თბილი ქალი აღმოჩნდა ბინის პატრონი.
დედაჩემი მოვიდა და ჩამეხუტა, მამაჩემმა კი შუბლზე მაკოცა.
- წარმატებები შვილო, არ დაგვავიწყო ხშირად მოდი ჩვენთან, ძალიან მოგვენატრები.
- ხშირად გინახულებთ დე.
- აბა მამას გოგოვ, ფრთხილად იყავი და ჭკვიანად.
ჩემმა ძმამაც ჩამეხუტა, და მითხრა ინტერნეტში ხშირად მომწერეო.
მშობლებს დავემშვიდობე და ჩემ ბინაში შევედი, ნივთები ამოვალაგე და ჩემ ოთახში დავალაგე. დალაგებას რო მოვრჩი მისაღებში გასვლა დავაპირე, ბინის პატრონი მანდ იყო და ორ გოგონას ელაპარაკებოდა, მე რო დამინახა გამიღიმა.
- აი შვილო ისინიც, ესენი ლიზა და ნანა არიან - მანიშნა ქერა თმიან და წითურ გოგონაზე. ძალიან საყვარელი გოგონები იყვნენ, ერთი ნახვით თბილები ჩანდნენ. ლიზას ქერა თმა ქონდა და ცისფერი თვალები, ნანას წითური თმა და მწვანე თვალები.
- სასიამოვნოა - ვთქვი მე და გავუღიმე მათ.
- ჩვენთვისაც - თქვეს ერთდროულად.
- ახლა მე დაგტოვებთ და წავალ ჩემ სახლში. - გვითხრა ბინის პატრონმა ლელამ.
- ნახვამდის - ვუთხარით ყველამ ერთდროულად.
გოგოებს კიდევ ერთხელ შევხედე და გავუღიმე.
- შენ ლილე ხარ ხომ? - მითხრა წითურმა.
- კი ლილე მქვია.
- ჰო ლელამ გვითხრა, შენ როცა ოთახში იყავი - თქვა ლიზამ.
- გასაგებია.
- მოდი კარგად გაგიცნო, ძალიან გაგვეხარდა ჩვენთან რო გადმოსახლდი საყვარელი გოგონა ჩანხარ - მითხრა ნანამ.
- თქვენც ძალიან საყვარლები ხართ, მეც ძალიან გამეხარდა თქვენთან გადმოსვლა, ბინას ულამაზესი და მყუდროა გამიმართლა.
- რამდენის ხარ ლილე. - მკითხა ლიზამ.
- 18 თქვენ?
- ჩვენც.
- აქაურელი ხართ ხომ?
- კი ჩვენ აქაურელები ვართ, უნივერსიტეტი ჩვენ სახლთან შორს იყო და ამიტომ გადავწყვიტეთ ბინა დაგვექირავებინა. - მითხრა ნანამ.
- მეც თქვენსავით.
- რაზე ჩაბარე?
- სამედიცინოზე თქვენ?
- ჩვენც რა კარგია, შენც სამედიცინო უნივერსიტეტზე ხარ დარეგისტრებული ხომ?
- კი - ვუთხარი და გავუღიმე, საინტერესო გოგოები ჩანდნენ.
- რამაგარია, ერთად ვიქნებით.- მითხრა ლიზამ.
- თქვენ დები ხართ?- ვკითხე მე.
-არა მეგობრები, ბავშვობიდან ერთად ვიზრდებით.
- ძალიან კარგია, მეც მყავს ბავშვობის მეგობრები მაგრამ ისინი ბიჭები არიან.
- რამდენი ბიჭი?.
- ორი.
- კარგია.
- ყავას ხო არმირთმევ? - მკითხა ლიზამ.
- კი.
ლიზამ ყავა ადუღა და დაგვასხა ჭიქებში ყავას ვსვამდით და ვლაპარაკობდით, ეს გოგოები და მე ერთმანეთს ძალიან კარგად გავუგეთ, საყვარელი გოგოები არიან, ნანა გადარეული გოგოა სულ გვაცინებს, ლიზა კი სერიოზული. გამიმართლდა ძალიან, მე ახალი მეგობრები შევიძენი და დღეიდან ახალ ცხოვრებას ვიწყებ ძალიან მიხარია. გოგოები და მე ლაპარაკში ძალიან დავუახლოვდით ერთმანეთს, საკუთარი ბავშვობის სიყვარული მომიყვეს და ვიხალისე, მეც მოვუყევი დათოზე ჩვენ ბავშვობაზე, ისიც ვუთხარი რომ ეხლას მომწონს ახლა სოფელშია და მენატრება. გოგოები ყველაფერში მიგებდნენ, ძალიან ბედნიერი ვიყავი მე ახლა.
- ლილე, იცი ჩვენი ახალი მეზობელი?., ჩვენთან ერთად ჩვენი ტოლი ბიჭის დაიქირავა ბინა ის ჩვენი სახლის გვერდით ცხოვრობს.
- კარგია, და რაქვია მას?.
- დემეტრე - მითხრეს გოგოებმა.
- მგონი ნანას დემეტრე მოეწონა - მითხრა ლიზამ და ნანას თვალი ჩაუკრა.
- არა რა სისულელეა - გაწითლდა ნანა.
- ჩვენთან რისი გრცხვენია თუ მართლა მოგწონს გვითხარი, ჩვენ სულ შენ გვერდით ვიქნებით. - ვუთხარი მე.
- რავი კი მომწონს, მას ულაზესი თვალები აქვს, საყვარელი ბიჭია თბილი ღიმილი ააქვს.
- ჰმ, მაგაც რა ჯობია რო მოგწონს.
- არაფერი - უთხრა ნანამ ლიზას.
გოგოებმა ყავა დავლიეთ და ჭიქები ნანამ გარეცხა, ლიზა ფანჯარისკენ იყურებოდა.
- გოგოებო, მგონი კიდევ ახალი მეზობელი გადმოვიდა, მანქანიდან ბიჭი ჩამოვიდა და ბარგები მაღლა აიტანა. - თქვა ლიზამ.
- ხო ცოტახანში გავიდეთ და ვნახოთ ვინა. - უთხრა ინტერესით ნანამ.
ცოტახანში ლიზამ გვითხრა რომ, ბიჭმა ბარგების ატანა დამთავრაო და მანქანას წავიდაო. გადავწყვიტეთ გავსულიყავით, გავედით და ჩვენი ბინით გვერდით მცხოვრები ბიჭი გამოვიდა, ალბათ დემეტრეა ვიფიქრე მე.
- გამარჯობა დემეტრე - მიესალმა ლიზამ, სწორად გამოვიცანი.
- გამარჯობათ - უთხრა დემეტრემ გოგოებს და ნანას შეხედა, ნანა კიდე გაწითლდა.
- დემეტრე ხომ არ იცი ამ ბინაში ახალი მეზობელი რო გადმოვიდა ვინა?, ფანჯრიდან დავინახე.
- კი, ჩემთან ერთად ცხოვრობს ახლა გამიმართლდა.
- ვაა და ვინა - დაეჭვებით ვკითხე მე.
- ჯერ ეს გოგო გამაცანით მერე იმ ბიჭსაც გაგაცნობთ - უთხრა დემეტრემ გოგოებს ჩემზე.
- ეს ლილეა, 18 წლის ჩვენთან ერთად ცხოვრობს და ისიც სამედიცინოზე აბარებს.- უთხრა ლიზამ.
- ვაა აქ მცხოვრები ყველა სამედიცინოზე ვაბარებთ?, დათო მოდი აქ ბიჭო გოგოებს გაგაცნობ.
დათო რომ თქვა დავეჭვდი ნეტა ჩემი მეგობარი დათო ხო არა?, მაგრამ ის აქ რანაირად იქნება მაგან ხო არაფერზე ჩაბარა. ფიქრებიდან ნანამ გამომარკვია, შეხედე რა საყვარელი თვალები აქვს დემეტრესო ჩამჩურჩულა.
კარები გაიღო და მართლაც დათო შემოვიდა პირი გავაღე.
- შენ აქ რას აკეთებ?.
- ლილე?.

მიყვარდიDonde viven las historias. Descúbrelo ahora