თავი 39

135 12 2
                                    

1 თვის შემდეგ:
ჩვენი ანდრია უკვე 1 თვის გახდა, ძალიან საყვარელი ბავშვია იშვიათად ტირის, ანდრიას როგორც ვნახეთ მწვანე თვალები აქვს აფსანა ბებოსავით, ბავშვს ძალიან უხდებოდა მწვანე თვალები. ბავშვს სითბოს და ყურადღებას არ ვაკლებდით, სულ მასთან ვიყავით და გვერდიდან არვშორდებოდით, ანდრიას მგონი დათო უფრო უყვარს მას რომ ხედავს, სიცილს იწყებს და იღიმის, კეთილი შურით მშურს. მე და დათო კარგი მშობლები ვართ, სულ გვინდათ ჩვენი შვილი ბედნიერი იყოს და მისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. შუაღამეს როცა ბავშვი ტიროდა, დათო ამშვიდებდა და აძინებდა, არუნდოდა რომ მე დავიღლებოდი, ბავშვის მოვლაში იცის მეხმარება. ხშირად დედაჩემი მოდიოდა ჩვენთან და ბავშვს უვლიდა, მე და დათო სამსახურში მივდიოდით, სამსახური იმდენჯერ გამიცდენია და ეგ არშეიძლება, მალე უნივერსიტეტის დაიწყება ძალიან მიხარია აუცილებლად უნდა წავიდე. მე და დათო ქორწილი დავნიშნეთ, გადავწყვიტეთ ჩვენ სახლში გადაგვეხადა ევროპული ქორწილი, მხოლოდ ჩვენი მეგობრები და მშობლები იქნებიან. დიდი სახლი და დიდი ეზო გვაქვთ ყველანი დავეტევით, ამიტომ არარის საჭირო რესტორანი. ქორწილზე გადაწყვეტილება დიდიხანია მიღებული გვაქვთ, ზეგ ჩვენი ქორწილია და დღეს მომზადებას ვიწყებ, მე და გოგოები კაბის ასარჩევად წავედით, ერთ კაბას შევაჩერე არჩევანი თეთრი და ვიწრო იყო, ჩემ ტანს ძალიან უხდებოდა მომეწონა და ეს კაბა ვიყიდე საქორწილოდ. და კიდევ რაღაცები ვიყიდეთ ეზოს მორთვაში, ბიჭები და დათო საყიდლებზე იყვნენ წასულები, ბავშვი კი როგორც ყოველთვის დედას დავუტოვე. ანდრიასთვის ულამაზესი პატარა ტანსაცმელი ვნახე, თეთრი საროჩკა, პატარა კოსტუმი, შავი შარვალი და პატარა კედები. ჩემი მწვანეთვალება ბიჭს მოუხდება იმედია, აუცილებლად წავიყვან ანდრიას აფსანა ბებოსთან, და სვანეთში გავასეირნებ, უცებ რაღაც გამახსენდა და დათოს დავურეკე.
"ალო პატალავ, ხომ მშვიდობა?"
"დათო, აფსანა ბებო და თენგიზ პაპა ჩამოიყვანე, ჩვენ ქორწილს ისინის დაესწრონ"
"დღეს შევძლებ და ჩამოვიყვან საყვარელო, ხვალ ბევრი საქმები მექნება ქორწილთან დაკავშირებით, ჩვენთან ორი დღე მაინც დარჩებიან და შენც გაგეხარდება"
"მადლობა საუკეთეოსო ხარ"
ტელეფონი ჯიბეში ჩავიდე და გოგოებთან ერთად გავაგრძელე ნივთების დათვალიერება, ლიზამ თავისი თვალებივით ციისფერი კაბა არჩია, გასინჯა და ძალიან უხდებოდა ეს კაბა ლიზას მან იყიდა ეს კაბა, ნანამ კი მწვანე კაბა იყიდა, მე და ლიზა ტყუპებივით ვართო და ორივეს თველების ფერი კაბები ქონდესო ძალიან საყვარლები არიან მათზე გამეღიმა. საყიდლებიდან დავბრუნდით ყველა ჩემ სახლში, გოგოებს ანდრია მოენატრათ და უნდოდათ მისი ნახვა. სახლში მისულს ანდრია დავინახე, ბავშვის ეტლში იწვა და აქეთ იქეთ იყურებოდა, ჩემც დანახვაზე სიცილი დაიწყო.
- ანდრია ჩემო პატარავ რასშვები - ვუთხარი ბავშვს და ძლიერად მივიკარი ჩემს გულში, გოგოების მოვიდნენ და მთხოვდნენ ჩვენ ავიყვანთ ხელში და გავართობთო.
- ლილე დაბრუნდი? - მკითხა დედაჩემმა.
- კი დე ყველაფერი ვიყიდეთ, ბავშვი რასშვება?.
- რავიცი, გამოვიცვალე და ვაჭამე ახლა აქ წევს და თავისით ერთობა.
- არ ეძინება?.
- რავი არ იძინებს, რამდენჯერაც ვცადე მისი დაძინება.
- კარგი არაუშავს. - ბავშვმა ტირილი დაიწყო, უკან მოვიხედე და ხელში ავიყვანე ანდრია, ძლივს დავაწყნარე და გაჩუმდა, თავი ჩემ მხარზე დადო და მშვიდად იყურებოდა.
- რატომ იტირა? - ვკითხე გოგოებს.
- ამ დებილმა ბავშვს გული გაუხეთქა- მითხრა ლიზამ და ნანაზე მიმანიშნა, ეს გოგო ვერ გაიზარდა რა, ამხელა გოგოა და ბავშვი შეაშინა ნეტა როდის ისწავლის ჭკუას?.
გოგოები წავიდნენ და მე ამასობაში ანდრია დავაძინე, დედაჩემთან ერთად ყავა დავლიე და მერე ტაქსით გავაცილე. ჩემთვის მარტო ვიჯექი და ტელევიზორს ვუყურებდი, კარები დათომ შემოაღო და მოხუცების შემოვიდნენ, აღტაცებულმა ჩქარა მივედი და ძლიერად ჩავეხუტე მონატრებული მოხუცები, მათ ძალიან მოეწონათ ჩვენი სახლი ძალიან დიდიაო, ბევრი ბავშვი რო ყავდეს ადამიანს დაეტევაო. მოხუცებს საჭმელი გავუმზადე და მაგიდა გავშალე, მშვივრები იქნებოდნენ ამდენი გზა გამოიარეს. ყველანი რომ მაგიდას მივუსხენდით და ჭამა დავიწყეთ, სიჩუმე თენგიზ ბაბუამ დარღვია.
- ლილე, მუცელი გაბერილი აღარ გაქვს, დაიბადა უკვე ბავშვი? - მკითხა დაინტერესებულმა, აფსანა ბებომას შემომხედა და ჩემ მუცელს დაუკვირდა.
- კი დაიბადა, ახლა სძინავს რომ გაეღვიძება ჩამოვიყვან.
- რა დარქვით? - მკითხა აფსანამ.
- ანდრია - ვუპასუხეთ მე და დათო ერთდროულად.
- კარგი სახელია - თქვა თენგიზ ბაბუამ.
- დათო შენ იყიდე რაც გჭირდებოდა? - მოვუბრუნდი დათოს.
- კი საყვარელო ყველაფერი ვიყიდე, შენ რა ქენი?.
- მეც ვიყიდე ყველაფერი, ანდრიასაც ვუყიდე ლამაზი ტანსაცმელი.
- ძალიან კარგი.
ყველანი ჭამას რომ მოვრჩით, ჭურჭლები გავრეცხე აფსანა ბებომ დაგეხმარებიო მე უარი ვუთხარი, დაღლილი იქნებოდა უნდა დაესვენა. ჭურჭელს ვრეცხავდი დათომ ანდრია ჩამოიყვანა კიბებიდან, ბავშვი ფრთხილად ეჭირა ხელში და ცხვირს უხახუნებდა, ანდრია კი იცინოდა. აფსანა ბებოსთან მიყვანა და ბავშვი ანახა, მან ბედნიერება და ბევრი კარგი რაღაცები გვისურვა, აფსანა ბებომ ბავშვი ხელში დაიჭირა და თბილი სიტყვებით ეალერსა, ჭურჭელის გარეცხვას მოვრჩი და მასთან მივედი.
- აფსანა ბებო, თქვენსავით მწვანე თვალები აქვს - ვუთხარი და გავუღიმე.
- აბა რა მაშ მე დამემსგავსა.
ისინი ბავშვს დიდხანს ეთამაშეს, ძალიან შეუყვარდათ ანდრია, მამამისის ასეთი პატარა საყვარელი იყოვო როცა დაიბადაო, მე კი ყურადღებით ვუსმენდი მათ და მეღიმებოდა.

მიყვარდიWo Geschichten leben. Entdecke jetzt