ლილე:
გარედ გავდივარ იმიტომრომ ტელეფონზე მირეკავენ რომ ვუპასუხო, უეცრად პირსახოცს მადებენ ცხვირზე და ვითიშები არაფერი მახსოვს.თვალებს ვახელ და სკამზე ვარ მიკრული, ხელფეხი შეკრული მაქვს და ვერ ვმოძრაობ, მე ძალიან უცნაურ ადგილას ვარ აქაურობა არ მეცნობა, ცარიელი დიდი შენობაში სკამზე ვარ მიბმული ჩემს გარდა არავინა, ბოლო ხმაზე ვყვირივარ დათოს სახელს მაგრამ არავინა. ხელები ვამოძრავე და ვცადე გამეხსნა თოკები, მაგრამ ვერაფერი ვქენი ტელეფონს ვეძებდი მაგრამ კაბა მეცვა და ტელეფონი აქ არმქონდა, კარები გაიღო და ვიღაც შავებში ჩაცმული კაცი შემოვიდა.
- ტელეფონს ეძებ? მე მაქვს შენი ტელეფონი - მითხრა იმ უცნობმა და ტელეფონი სულ გამითიშა, მასე ვერავინ დამირეკავს.
- გამიშვი შე ნაბიჭვარო?.
- არ გაგიშვებთ, და ნუ ხარ ასეთი დარწმუნებული რომ შენი ბიჭი მოვა და გიშველის - მითხრა და გაიცინა.
- აი ნახავთ თუ არმოვა, მერე იცინეთ- ვუთხარი ცინიკურად.
- ძალიან შორს ხარ საყვარელო, ვერავინ მოგაგნებს.
უეცრად კარები გაიღო და ლუკა შემოვიდა, მას ჩემ დანახვაზე ცინიკურად გაეღიმა.
- აბა აქ ხარ შე ძუკნავ?, რაო შენმა ბიჭმა ვერ გიშველა?.
- რაგინდა შე ნაბიჭვარო ჩემგან, რა დაგიშავე მეგობარს ასე უნდა გაიმეტო?.
- შენ ჩემი მეგობარი აღარ ხარ, სანამ შენი ბიჭი არმოვა და თავისი ბიზნესის ნახევარ ნაწილს არ მომცემს მანამდე არგაგიშვებ - ეს თქვა თუ არა გავშრი, ლუკა ძალიან შეიცვალა გაბოროტდა, მამამისივით ფულზე დახარბდა, მას ახლა ფული აინტერესებს, სიყვარული და გულთბილობა დაკარგა, თითქოს ამ ადამიანს გული აღარ აქვს, ასეთ ლუკას მე ვერ ვცნობდი ის ძალიან სხვანაირი იყო.
- მე შენ ვერ გცნობ, ძალიან შეიცვალე აღარ ხარ ის ლუკა, რომელიც ძალიან თბილი იყო და ყოველთვის შეძლო მეგობრის გამხნევება.
- მე მეგობარმა არდამაფასა, ჩემი მტერი შეუყვარდა.
- მე ის მიყვარდა მის მიმართ გრძნობები მქონდა, და შენ მეგობრული თვალით გიყურებდი, ძალით სიყვარული ხო არშეიძლება.
- შენ მაინც ძუკნა ხარ - მითხრა და ძალიან გავბრაზდი, მას შევაფურთხე ლუკა მომივარდა და ხელი აწია ჩემზე მაგრად შემომარტყა და სკამიდან დავეცი.
- არამზადავ! ნაბიჭვარო ამას არ შეგარჩენ! - ვუთხარი ის კი წავიდა არმომისმინა, სეირს ვანახებ მე მათ.
ახლა ისევ მარტო დავრჩი და თოკების გახსნა დავიწყე, ვერ ვხსნიდი ძალიან ვნერვიულობდი. ლუკამ მხოლოდ თავისი ბიზნესის გამო მომაბა აქ და ხელი აწია ჩემზე, ის ძალიან შეიცვალა ფულმა შეცვალა იგი, ლუკა მხოლოდ ფულზე ფიქრობს უნდა ბიზნესის ნახევარი ნაწილი წაგვართვას მაგრამ დათო ამას არ მისცემს, ის ძლიერი ბიზმესმენია. ძირს მინა იდო ავიღე და თოკების ჭრა დავიწყე, ძლივს დავჭერი და ხელი გავხსენი, ახლა ფეხების გავხსენი. დიდი ჯოხი ავიღე და კარებთან დავდექი, დაცვამ რომ შემოაღო ერთი კარგი ვთხლიშე თავში, მერე მეორე დაცვასას დავარტყი და გავთიშე, სწრაფი ნაბიჯით გამოვიქეცი იქიდან, ლუკა და მისი დაცვები გამომეკიდნენ, ძალიან სწრაფად გავრბოდი როცა ტრასაზე გავედი და მანქანა დამეჯახა, დავინახე როგორ გაიქცნენ ისინი უკან მერე თვალთ დამიბნელდა და გავითიშე.
YOU ARE READING
მიყვარდი
Romanceმოთხრობა არის ერთ გოგოზე რომელსაც თავისი კლასელი უყვარდა. რამოხდება მერე? როგორ შეიცვლება გოგონას ცხოვრება როცა ის სტუდენდი გახდება.