დილით ვიღვიძებ და დათოს ძლიერად ვყავარ მიხუტებული, ხელს ვუშვებ და გარედ გავდივარ, თემო პაპას იქ მხვდება ზის და ჩაის სვამს.
- დილამშვიდობისა პატარა ანგელოზო.
- დილამშვიდობისა თემო პაპავ.
- რა მალე გაიღვიძე?.
- რავი გამეღვიძა, მათ ისევ სძინავთ.
- გუშინ ძალიან ხომ არ შეგეშინდათ?.
- კი როცა სახურავზე ნაბიჯების ხმა გავიგეთ და ძაღლის ყმუილის მაგვარი ხმა.
- ეგეთი ჩვევა აქვს რეიკს, არვიცი არ მობეზრდა სულ ამას რომ აკეთებს?.
ცოტახანში ბავშვების გაიღვიძეს, და ჩვენთან ერთად გარედ გამოვიდნენ, ყველა ძლივს გამოფხიზლდა, მე და გოგოები სუფრა გავშალეთ სასაუზმოდ და მივუჯექით ყველანი, ჭამის მერე თემო პაპამ ბიჭებს ბენზინი მისცა და მთასთან გამოგვყვა, მან გზა იცოდა და ჩვენ არა ამიტომ წამოგვყვა, ბევრი ვიარეთ და მთასთან მოვედით, თემო პაპამ მიტოვებული სახლის კარები შეაღო და შიგ შევიდა.
- ოჰ ოჰ როგორ მენატრებით თქვენ - უთხრა სახლს, ალბათ სულებს უთხრა.
- თემო პაპა ისინი როგორ გაიგებენ ამას - კითხა გიორგიმ.
- მას ესმით ჩვენი ხმა.
ბიჭებმა მანქანას ბენზინი დაუსხეს და დაიქოქა, ყველა თემო პაპას დავემშვიდობეთ და ვუთხარით ხშირად ვნახავდით მას, დათომ მას 300 ლარი აჩუქა მადლობის ნიშნად, მარტო ცხოვრობს და გამოადგება ფული რამეში, აქაურობის დატოვება აღარ მინდოდა თემო პაპასთან ერთად ცხოვრება ძალიან სასიამოვნო და სახალისო აღმოჩნდა.
- ძალიან მომენატრებით, გამეხარდა თქვენი სტუმრობა, პირველად მესტუმრა ადამიანები ყველაზე ბედნიერი ვიყავი თქვენ რომ ჩემთან იყავით - თქვა და თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა, შემეცოდა მივედი და ჩავეხუტე.
- მეც მომენატრებით თემო პაპა, გპირდებით ხშირად მოვალთ შენთან - ვუთხარით და ყველანი დავემშვიდობეთ მას, მანქანებში ჩავჯექით და თბილისში წავედით, იმდენი ვიმგზავრეთ და ბოლოს დაღლილები მოვედით სახლში, მე ძალიან დაღლილი ვიყავი ჩვენ ოთახში ავედი და დავწექი, ცოტახანში დათოს მოვიდა და დაღლილს გვერდზე მომიწვა.

YOU ARE READING
მიყვარდი
Romanceმოთხრობა არის ერთ გოგოზე რომელსაც თავისი კლასელი უყვარდა. რამოხდება მერე? როგორ შეიცვლება გოგონას ცხოვრება როცა ის სტუდენდი გახდება.