დათო:
დილით ძალიან მალე ვიღვიძებ 5 საათია, იმიტომ ავდექი ასე მალე რომ აქედან მალე წავიდეთ უნივერსიტეტში. გუშინ ძალიან ბედნიერი ვიყავი, ლილემ მაპატია მან გამიგო ის ახლა აღარ არის ჩემზე გაბრაზებული ჩვენ შევრიგდით. ახლა ვცდილობ მალე მოვწესრიგდე, ვწესრიგდები და თმას ლამაზად ვივარცხნი მე ლილეს ვეპრანჭები. ფრთხილად მივაბიჯებ ფეხს რომ ლილეს მშობლებს არ გაეღვიძოს, ახლა ლილეს კართან ვდგავარ და ნელა ვცდილობ კარი გავაღო.
- დათო?, რა მალე გაიღვიძე შვილო - მითხრა ლილეს დედამ, მე მის ხმაზე შევკრთი გული გამისკდა.
- ამ მე მალე იმიტომ ავდექი რომ უნივერსიტეტში წასვლა მოვასწრო, ახლა მინდოდა ლილე გამეღვიძებინა.
- ჯერ ისაუზმეთ, და მერე წადით.
- არა გვაპატიეთ ვერ მოვასწრებთ, საჭმელს კაფეტერიაში ვჭამთ, თქვენ რატომ გაიღვიძეთ ასე მალე?.
- ჩემ მეუღლეს სამსახურზე დაუძახეს, საქმებია მოსაგვარებელი და მალე წავიდა, მეც გამეღვიძა ის რო ადგა.
- გასაგებია, ახლა ლილეს გავაღვიძებ თორე ვერ მოვასწრებთ.
- კარგი შვილო.
ლილეს კარები ნელა შევაღე და მის საწოლთან მივედი, ვეძახი და ვაღვიძებ ის კიდე არ იღვიძებს, ვაჯანჯღარე კიდევ არ გაიღვიძა, ბოლოს საწოლიდან ხელში ავიყვანე და ძირს დავსვი მაშინ გაეღვიძა და გამოფხიზლდა.
- დათო?, აქ რას აკეთებ?.
- ლილე შენ გაღვიძებ ადექი უნივერსიტეტში წასვლა მოვასწროთ.
- რომელი საათია?.
- 5
- ახლავე მოვწესრიგდები, გადი ოთახიდან.
ლილეს ოთახიდან გავედი და მისაღებდი დავჯექი, მას დაველოდე ის ცოტახანში მოწესრიგებული მოვიდა, ხელში ბარგი ეჭირა. ეს გოგო ნორმალურია?, აქ ხომ ორი დღით დარჩებოდა ამდენი ბარგი რად უნდოდა ჩანთა ვერ წამოიღო?. ლილემ დედას გადაკოცნა და ჩაეხუტა, მეც დავემშვიდობე და გაჩერებასთან წავედით. გაჩერებასთან ავტობუსს ველოდებოდით, მერე იქიდან მეტროში წავიდოდით მერე სახლში და მანქნით უნივერსიტეტში. ლილეს ეტყობოდა რომ ეძინებოდა, თვალებს ძლივს ახელდა მას ვუყურებდი და მეცინებოდა. მგონი ავტობუსი ძალიან გვიან მოვა, 5 ზე რომელი მძღოლი გაიღვიძებდა ჩემსავით. ლილესთან ერთი შავრგემანი ბიჭი დადგა, ლილეს თბილად გაუღიმა, მე საშინლად ვიეჭვიანე და გავბრაზდი ის ბიჭზე. ლილემ შეხედა ბიჭს და ცალი წარბი აწია ალბათ ვერ იცნო, მერე თვალი გადატრიალა და უკან გაიხედა. ბიჭმა ლილეს გაუცინა და მასთან ახლოს დადგა, მგონი ამ ბიჭს ნადრევი სიკვდილი უნდა მე ვერ მხედავს?.
- გამარჯობა ლამაზო, შეიძლება გავიცნოთ?. - უთხრა ბიჭმა ლილეს, ლილემ გაკვირვებული შეხედა მას აშკარად არ ელოდა ამას.
- გამარჯობათ, მე ვერ მხედავთ? - ვკითხე იმ ბიჭს, რომელიც სულ ლილეს უყურებდა და მე ვერ მამჩნევდა. ლილეს მკლავი მოვხვიე და ჩემსკენ მოვიწიე, ბიჭს თვალი ჩავუკარი და ლილე ძალიან ახლოს მივიკარი ჩემ სხეულზე.
- მე ბოდიშით, არვიცოდი - თქვა ბიჭმა და ძალიან შორს დადგა ლილესგან.
ლილე გაკვირვებული მიყურებდა, ჩემმა საქციელმა გაკვირვა, ლილეს შევხედე და მან თავი დაბლა ჩახარა და გაიღიმა. ცოტახანში ავტობუსის მოვიდა, გვეღირსა თორე მართლა დავაგვიანებდით უნივერსიტეტში. მე და ლილე ბოლო ადგილზე დავჯექით, ლილე ფანჯარასთან დაჯდა მე მის გვერდით. ავტობუსი დაიძრა ლილე ფანჯარას უყურებდა და ეძინებოდა, მე კი მას ვუყურებდი და ვტკბებოდი, მისი ლამაზი თვალებით ყურებით, მისი ტუჩებით ყურებით, მისი ლოყა რომელიც სულ ეჩხლიტებოდა მიყვარდა ძალიან. ცოტახანში ლილემ შემომხედა და თვალი თვალში გამიყარა, მე მას ვუყურე უფრო კარგად თითქოს თვალების შეჯიბრს ვთამაშობდით.
- დათო ის რა იყო?.
- რა?.
- ბიჭს რომ უთხარი მე ვერ მხედავო? მან ბოდიში მოგიხადა და რაზე ვერ მოვწვი მეძინებოდა.
- მას ეგონა ჩვენ შეყვარებულები ვართ.
- რა ეს რატომ გაკეთე?.
- ლილე ბიჭი გეფლირტავებოდა და დაგიცავი.
- აა მადლობა ვერ მივხვდი მე.
ავტობუსი გაჩერდა და ლილეს ხელი მოვკიდე დაბლა ჩავედით, ლილე აშკარად გაკვირვებული იყო ჩემი ქცევებით ჩვენ ხელს უყურებდა გაშტერებული ვერ ხვდებოდა რას ვაკეთებდი. მე კი მიყვარდა მისი ასეთი რეაქცის ნახვა, და მეცინებოდა მის რეაქციებზე რავქნა მინდა ლილე ჩემი გახდეს და ამიტომ ვექცევი ასე. ლილეს ხელს კარგად ვუჭერდი, მეტროსთან მოვედით და დაველოდეთ მეტროს, ლილე ხალხის ყურებით ერთობოდა. მალე მეტროს მატარებელის მოვიდა და ჩვენ ჩავჯექით, ისევ რიგი იყო მე და ლილე ფეხზე ვიდექით, ლილეს ეძინებოდა ფეხზე ძლივს იდგა მე მეკვრობოდა.
- დათო, ხელზე რატომ მიჭერ გამიშვი.
- არა, მერე ბიჭები აღარ დაგიწყებენ ფილტრს იყავი ასე ჩემთან. - მან არაფერი მიპასუხა, ხალხის თვალიერება დაიწყო. ლილე წუწუნებდს ფეხზე ძლივს იდგა, ქოშინებდა და ძილი უნდოდა, უნდოდა მალე ჩასულიყო აქედან. უცებ მატარებელი გაჩერდა და ლილე მე შემეჯახა, ის ჩემზე იყო აკრული და ჩვენი ტუჩები ძალიან ახლოს იყო, ორივე ღრმად ვსუნთქავდით, გული საშინლად ჩქარა გვიცემდა. ლილე ჩემ თვალებს გაშტერებული უყურებდა, მე კი ჩამეღიმა. ლილემ როცა გაიაზრა რომ დიდხანს ვიდექით ასე, ხელი გამიშვა და გასწორდა. მე ისევ მოვუჭირე ხელზე, თვალით ვანიშნე არ გაეშვა იმიტომრომ ერთი ბიჭი უყურებდა მას. ლილემ მაგ ბიჭს შეხედა და მერე მე შემომხედა, გამიღიმა თავი დამიქნია კარგიო არგავუშვებო. ცოტახანში მატარებელი ისევ გაჩერდა, ერთი კაცი ადგა და ჩავიდა, მხოლოდ ერთი ადგილიღა იყო დარჩენილი ჩვენთან. სკამზე ჩამოვჯექი და ლილეს ჩემსკენ მოვქაჩე, ჩემ კალთაზე დავსვი. მას შერცხვა ლოყები გაუწითლდა ისეთი საყვარელი იყო, ის ჩემთან ძალიან ახლოს იყო და მეკვრობოდა.
- ლილე თუ გინდა დაიძინე ჩემ მკლავზე, გვიან ჩავალთ ხომ იცი ძალიან შორსა ჩვენი უნივერსიტეტი დედაშენის სახლისგან, რო ჩავალთ გაგაღვიძებ.
- კარგი - მითხრა და თავი ჩემ მკლავზე დადო და თვალები დახუჭა, ცოტახანში მას ჩაეძინა ისეთი საყვარელი იყო. მე მივიხუტე ლილე და თვალები დავხუჭე მისი სურნელი ხარბად შევისუნთქე რომელის მათრობდა. მინდოდა დრო გაჩერებულიყო ჩვენ კი დიდხანს ასე ჩახუტებულები ვყოფილიყავით, მინდოდა ჩვენც გარდა აქ არავინ ყოფილიყოს მხოლოდ ჩვენ მე და ლილე ვიყოთ მარტონი. დიდხანს მინდოდა გაგრძელებულიყოს ასეთი ჩახუტება. მაგრამ მალე მატარებელი გაჩერდა, იმედგაცრუებული ლილე გავაღვიძე და ხელი მოვკიდე, მას კიდევ ეძინებოდა რაიყო ამ გოგოს ძილი არ ყოფნის?.
- დათო ძალიან მეძინება, ფეხზე ძლივს ვდგავარ.
- ლილე წელზე შემოგისვამ სხვა გზა არარის. - ლილე წელზე შემოვსვი და კარგად მოვუჭირე, რომ არ წაქცეულიყო. ის ჩამეხუტა ლოყა ჩემ ლოყასთან ახლოს მიატანა და ერთმანეთს შეაჯახა, თავი ჩემ კისერში ჩარგო და დაიძინა. მე მის საყვარელ საქციელზე გამეღიმა, და დავიწყე ჩვენ სახლთან მისვლა. ძალიან ახლოს არის ჩვენი სახლი, ფეხით მოვასწრებთ მისვლას. იმდენი ვიარეთ და მივედით, მე ლილე არ ჩამოვსვი არც გავაღვიძე, მის ოთახში ავიყვანე და მისი ჩანთა ავიღე, მერე დაბლა ჩავიყვანე ჩემ წელზე შემოხვეული და მანქანაში ჩავსვი. ლილეს გაეღვიძა თვალები გახილა და რომ დაინახა მანქანაშია გამოფხიზლდა, მანქანა დავქოქე და უნივერსიტეტისკენ დავიძარით. უნივერსიტეტთან გავაჩერე მანქანა და ლილეს ჩავიდა, მაგრამ ჩანთა აქ დატოვა დავიწყდა, მისი ჩანთა ავიღე და მანქნის კარები დავკეტე. ლილესთან მივედი ის დერეფანში იყო ჩანთა მივეცი და ცოტახანში მასთან ლუკა გაჩნდა, ლილეს დანახვა ძალიან გაუხარდა და ჩაეხუტა ლილეს. მე ამის ნახვა ნაღდად არმესიამოვნა ისევ მეზიზღება ლუკა როგორც მეზიზღებოდა, მათ მე ზიზღით თვალებით ვუყურებდი. ცოტახანში ტელეფონზე დამირეკეს, ჩემი ძმა იყო ვუპასუხე.
"ალო ძმა"
"დათო, როგორხარ?"
"კარგად ძმა შენ?"
"მეც, ძმა რაღაც უნდა გთხოვო თბილისში ჩამოვედი, და კომპანია გავხსენი. რესტორნების კომპანია მაქვს იმდენი რუსეთში, და მინდა აქაც გავამრავლო ბევრი, ხოდა ჩემ კომპანიას შენ გითმობ, მიხედე და კარგად მართე, შენი იყოს ფულის გექნება კარგადაც იცხოვრებ არაფერი გაგიჭირდება"
"კარგი ძმა, უნივერსიტეტი რო დამიმთავრდება შეგხვდები."
"კარგი მისამართს მოგწერ"
ჩემძმასთან საუბარს მოვრჩი და ტელეფონი ჯიბეში ჩავიდე, დღეიდან გადატვირთული სამუშაო მელის, უნივერსიტეტის მერე კომპანია უნდა ვმართო და სახლში კიდე საღამობით მოვალ ღმერთმა იცის.

KAMU SEDANG MEMBACA
მიყვარდი
Romansaმოთხრობა არის ერთ გოგოზე რომელსაც თავისი კლასელი უყვარდა. რამოხდება მერე? როგორ შეიცვლება გოგონას ცხოვრება როცა ის სტუდენდი გახდება.