თავი 15

174 14 3
                                    

დათო:
საშინლად განადგურებული ვარ თავს არაკაცად ვგრძნობ, ჩემი თავი მძულს ლილე დავკარგე ის ჩემს გამო ლუკასთან ერთად გაიქცა. ის აუცილებლად უნდა დავაბრუნო მის გარეშე ჩემი ცხოვრება მოსაწყენია, მე ის მიყვარს არ შემიძლია მთელი ღამე მასზე არ ვიფიქრო. ის მე მაბედნიერებს, ყოველ დილას ლილე ალამაზებს თავისი თბილი ღიმილით. ძალიან დიდიხანია ვეძებ და ვერ ვიპოვე ნეტა სად წავიდა, რომელი გზით წავიდნენ ამ ღამეს ვერსად ვერ ვიპოვე. ტელეფონი აკანკალებული ხელით ამოვიღე და ლიზას დავურეკე, ზარი გავიდა და მიპასუხა.
"გისმენ დათო, ვერ იპოვე?"
"ვერა ლიზა, სახლში არ მოსულა?"
"არა არმოსულა, ძალიან ვნერვიულობთ"
"არც ურეკავთ ლილეს?"
"ვურეკავთ, მაგრამ ტელეფონი გათიშული აქვს"
"იმედია კარგად არის"
"ხო იმედია"
საუბარი დავასრულე და ტელეფონი ჯიბეში ჩავდე ანერვიულებულმა, ამ ღამეს სად იქნება? ტელეფონზეს არ გვპასუხობს, რამე ხომ არ მოუვიდა გაფიქრებას არც კი მინდა. ფიქრებში ვიყავი როცა, ტელეფონის ზარმა გამომარკვია გიორგი იყო.
"ხო ძმა"
"იპოვე?".
"ვერა საშინლად ანერვიულებული ვარ"
"მეც, ძალიან ვნერვიულობ"
"არვიცი სად არის ყველგან ვეძებე, მეშინია რაიმე არ მოუვიდეს"
"ცუდზე არ იფიქრო ძმა, ლუკასთან ერთად გაიქცა რამე ხო არ დაუშავა იმ ნაბიჭვარმა"
"მეც მასე ვფიქრობ, ლილეს თუ შეეხება ცოცხლად დავმარხავ"
"კარგი ძმა შანსი ხელიდან არ გაუშვა, არ დანებდე მოძებნე".
ტელეფონი ისევ ჯიბეში ჩავდე და გზას ვუყურე, მხოლოდ ახლახანს შევამჩნიე ძალიან შორი გზა, ამ სიბნელეში იქ თუ მივაგნებ არვიცი, მაგრამ მე ის აუცილებლად უნდა მოვძებნო. მანქანა დავქოქე და იმ ადგილისკენ დავიძარი, იქაურობა სულ ტყე იყო, შუქები არ ენთო საშინელ ფილმებში როა ეგეთ ადგილს გავდა, უცებ ცა მოიღრუბლა და დაიქუხა. საშინელი კოკისპიური წვიმა წამოვიდა, ძლივს ვხედავდი გზას და ძალიან ნელა ვმართავდი მანქანას ყველაფერი ბუნდოვნად იყო მანქნის მინებს ნისლი ფარავდა მე კი ყოველჯერზე ვიწმენდი რო კარგად დამენახა გზა. სიარულში ერთ ადგილს მივაგენი, მანდ პატარა სახლი ჩანდა მანქანას მანდ გავაჩერებ და გადავხედავ, შორიდან ჩანდა რო შუქი ენთო.

მიყვარდიDonde viven las historias. Descúbrelo ahora