დილით დათოს მკლავებში მეღვიძება, თვალებს ვახელ და მის მძინარე სახეს ვხედავ, მისი გრძელი თმები სახეზეა გადმოყრილი, თმები გავუსწორე და ლოყა დავუკოცნე, მე მას ვეფერებოდი და ვკოცნიდი, ცოტახანში დაიმანჭა და გაიღვიძა, ჩემს დანახვაზე სახეზე ღიმილი გამოესახა, მან წელზე ხელი მომკიდა და თავის მკერდზე ამაკრო.
- ცოტახანი ასე ვიყოთ.
- კარგი - ვუთხარი და თავის მის კისერში ჩავრგე, მან თავზე მაკოცა და მიმიხუტა. ასე ჩახუტებულები ვიწექით ტკბილად, ორივე მშვიდად ვიყავით. როცა გუშინდელი ამბავი გამახსენდა ავდექი და ფანჯრიდან იმ სახლს შევხედე, იმედია ახლაც არ დაიწყება მსგავსი საშინელებები. დათო ადგა და ბავშვები გაღვიძა, ისინიც გაიღვიძნენ და მანქნიდან ჩამოვიდნენ, მე სახლს ვაშტერდებოდი ნაბიჯს ვერ ვდგამდი შიშისგან ისევ მგონია რომ ღრიალს დაიწყებენ, მათი საზარელი ხმები ყურში წუილივით ჩამესმოდა, უბრალოდ ძაან მალე დავიზეპირე მათი ხმა და მგონია ისევ ყვირიან. გიორგიმ გაბედა და სახლის კარი შეაღო, არაფერი არ ისმოდა, ბავშვები ჩუმად შევედით სახლში და ნელა დავაბიჯეთ ფეხი იატაკზე ისევ ძალიან შეშინებულები ვიყავით, ყველანი სამზარეულოში შევედით და დამტვრეული ჭურჭლები ნაგავში ჩავყარეთ, დარჩენილი ნივთები პარკში ჩავდეთ, ახლა ოთახებში ასვლის დრო იყო ყველას ჩანთები გვქონდა იქ დარჩენილი, ჩანთებში კიდევ ჩვენი ტანსაცმელებია. ჩუმად გავაღეთ ყველანი ოთახები და, ჩქარა ავიღეთ საწოლიდან ჩვენი ჩანთები. იქიდან გამოვედით მაგრამ მანქანა არ იქოქებოდა, იქაურობა ისევ ძალიან ცივი იყო, გადავწყვიტეთ ფეხით წავსულიყავით და მანქანების საწვავი გვეპოვნა. იმდენი ვიარეთ ბოლოს ერთ ტყეს მივადექით, აქაურობა არგვეცნობა მგონი დავიკარგეთ, ახლა მოგვიწია ტყეში დახეტიალობა იმედია აქ მგლეები არ იქნებიან. ძალიან დიდი ტყე აღმოჩნდა, ძალიან ბევრი ხეები იყო გიორგი ტყემლის ხესთან გაჩერდა და ასვლა დაიწყო, დემეტრეს ეგრე მოიქცა, ბიჭებმა დიდი ტოტი მოტეხეს და ყველას მოგვცეს, ტყემალს ვჭამდით და თან ისევ დავდიოდით. ბოლოს ძალიან დავიღალეთ და ხის ქვეშ ჩამოვჯექით, ტყემლებს ვჭამდით და ვსაუბრობდით.
- მგონი დავიკარგეთ - თქვა აღელვებულმა ლიზამ.
- აქ რაიმე გასასვლელს ვიპოვით, და ტრასაზე გავალთ ნუ ღელავთ - თქვა დემეტრემ.
- ძალიან დიდი ტყეა არამგონია ვიპოვოთ გასასვლელი ადგილი.- უთხრა ნანამ.
- კარგი ბავშვებო დაწყნარდით, გამოსავალი ყოველთვის არსებობს- უთხრა გიორგიმ ბავშვებს, მე დათოს ვეკვრობოდი და მოწყენილი ვიყავი, ის ხანდახან მამშვიდებდა და მეხუტებოდა.
- არადა დასასვენებლად მოვედით, რეები გადაგხვდა - თქვა დათომ.
- ჰო მართალიხარ, ნორმალურად ვერ დავისვენეთ - ვუთხარი მე.
ცოტახანში რო დავისვენეთ ისევ ავდექით და სიარული დავიწყეთ, ძალიან ბევრი ვიარეთ გიორგიმ დიდი ტოტი მოიტეხა და ხეებს უკაკუნებდა, ყველანი ანერვიულებული და მოწყენილები ვიყავით, ძალიან გვშიოდა თან ამ ტყეში ძალიან ცხელოდა. სიარულში ფეხი რაღაცას წამოვკარი და წავიქეცი, ყველა ჩემსკენ შემობრუნდა, ფეხი გადავიბრუნე და ძალიან მტკიოდა, დათო ჩემსკენ დაიხარა და ფეხზე ხელი მომკიდა მე სიმწრისგან დავიყვირე, მან ჩემი ფეხის ავარჯიშება დაიწყო ფეხი საშინლად მტკიოდა, ამაყენა და ვერ ვდგებოდი ფეხზე, დათომ წელზე შემომსვა და ეგრე დავიწყეთ სიარული, მე თავი მის კისერში ჩავრგე და ბავშვებს ვუყურე. სიარულში ერთ დიდ ადგილს მივადექით სადაც ბევრი ხე არ იყო, მანდ ერთი პატარა ქოხი დავინახეთ, ჩვენ ყველანი იქ მივედით გიორგიმ კარზე დაკაკუნა, კარი მოხუცმა კაცმა გაგვიღო ჩვენი დანახვა გაუკვირდა.
- ვინ ხართ?.
- გამარჯობა ჩვენ დავიკარგეთ - უთხრა გიორგიმ.
- ხომ ვერ გვასწავლით აქედან როგორ გავიდეთ, თან საწვავი გვჭირდება მანქანისთვის რომ აქედან წავიდეთ - უთხრა დემეტრემ.
- შემოდით ყველანი აქ, ნუ დგეხართ მანდ დაღლილები ჩანხარ - კაცმა სახლში შეგვიპატიჟა, კეთილი მოხუცი კაცი ჩანდა ჩვენ სკამებზე ჩამოვჯექით და ისიც ჩამოჯდა.
- აბა მითხარით საიდან ხართ?.
- თბილისიდან, ჩვენ სტუდენტები ვართ - უთხრა ნანამ.
- აქ როგორ მოხვდით?.
- ჩვენ დასასვენებლად ვიყავით მოსულები მთაში, მაგრამ მანდ ძალიან ცუდი რაღაცები მოხდა და მანქანის ბენზინის დაგვიმთავრდა, ვერ წავედით სახლში მანქანისთვის საწვავს ვეძებდით და დავიკარგეთ - უთხრა ლიზამ მოხუც კაცს.
- საინტერესოა, შენ რომ თქვი ცუდი რაღაცები მოხდაო რა მოხდა მაინტერესებს მომიყევი ცნობისმოყვარე კაცი ვარ.
- გრძელი ამბავია. - უთხრა დემეტრემ.
- თქვენი აქ მოსვლა გამეხარდა, მე მარტოხელა მოხუცი ვარ მარტო ვცხოვრობ და იმედია დარჩებით აქ, ძალიან გამიხარდება სტუმრები არასდროს მყოლია.
- კარგი დავრჩებით ერთი დღით, და ხვალ წავალთ - უთხრა გიორგიმ.
- თან ბენზინი მე მაქვს სახლში, გუშინწინ მოვუპარე ვიღაც კაცს აქ იყო მოსული ჩემ სახლთან და მის მანქანის საბარგულში იდო ორი ბენზინი ხოდა მოვუპარე, მსუქანი ღიპიანი კაცი იყო ალბათ ახლა ბენზინი დაუმთავრდა და სადმე დარჩა ჰიჰიჰი - ჩაიხითხითა მოხუცმა კაცმა, ჩვენც გავიცინეთ.
- აქ მგლები ხომ არარის? - კითხა დათომ.
- რავი შვილო, საღამობით მოდიან და ყმუიან მაგრამ აქ ვერ შემოდიან კარები დაკეტილი მაქვს, და შენ რამოგივიდა შვილო? - მკითხა მე.
- ამ რავი ფეხი გადამიბრუნდა ტყეში.
- უი ცუდია, ძალიან კარგი მაზი მაქვს მოგცემ და წაისვი - კაცი წავიდა და სადღაც მაზი შემოიტანა, დათომ გამოართვა და ფეხზე წამისვა ნაზად, ის ნელა მისმევდა რომ არ მეტკინებოდა. მაზის წასმას რომ მორჩა ისევ კაცს გაუწოდა მაზი, მან დაიტოვეო დათომ არგვინდაო სახლში ბევრი გვაქო მასეთებიო. გოგოებმა იმ კაცის სახლში გემრიელობები მოამზადეს, მე ვერ ვდგებოდი და ვერ ვეხმარებოდი მათ, დათო მიკრძალავდა ადგომას შენთვის არშეიძლებაო დასვენება სჭირდება შენ ფეხსო. ეგ ექიმი რომ გახდეს პაციენტს მგონი ტვალეტშის არ გაუშვებს, იტყვის თქვენთვის ჯერ ადგომა არ შეიძლება ლოგინში ჩაიფსითო.
- იიი რა კარგი სუნი ტრიალებს, ასეთ გემრიელ საჭმელებს მე ვერ ვაკეთებ, სულ მაკარონს და წიწიბურას ვჭამ - თქვა მოხუცმა კაცმა, გოგოები საქონლის ხორცი შეწვეს კარტოფილთან ერთად, მერე ცეზარის გაკეთეს ქათმის ხორცით და მაგიდა გაშალეს, ყველაფერი მოამზადეს და ჩვენც მივუჯექით მაგიდას. მოხუც კაცს როგორც გავიგეთ თემო ერქვა, მას ძალიან მოეწონა გოგოების გამზადებული საჭმელები. გემრიელად ჭამდა ყველაფერს, დათომ ცეზარი გადმომიღო და მითხრა შეჭამეო მან უკვე იმდენი რამე გადმომიღო თეფშზე მალე გამასუქებს ეს ბიჭი, ძალიან კარგად ვჭამე მეყოფა ყველაფერი ეს კიდე მაჭმევს. ჭამას რომ მოვრჩით გოგოებმა ჭურჭლები გარეცხეს და გამშრალეს, მერე ჩვენთან ერთად ისევ მაგიდას მიუსხდნენ, თემო პაპა თავის ბავშვობის ისტორიას გვიყვებოდა თუ როგორ უკბინა მას ძაღლმა და მაგ დროს ექიმები არ იყო, ფეხზე შრამი ისევ დარჩენოდა, გვაჩვენა თავისი ფეხზე დარჩენილი შრამი. ძალიან გაგვართო ამ კაცმა, მერე ლიზას მიუბრუნდა და კითხა.
- შვილო, შენ რომ ამბობდი საშინელებები მომხდარაო და გამოვიქეცითო, მაინტერესებს რა მოხდა.
- მე გეტყვით - ვუთხარი მე
- გისმენ აბა, ხო იცი როგორი ცნობისმოყვარე ვარ.
- ჩვენ მთაში დასვენება გადავწყვიტეთ იქ ძალიან ციოდა, და სიარულში ერთ პატარა სახლს მივადექით სახლი აშკარად მიტოვებული იყო გადავწყვიტეთ იქ დავრჩენილიყავით, ხოდა ამ სახლში დავბინავდით ავანთეთ ბუხარი და საჭმელების მოვამზადეთ და ვჭამეთ, უეცრად კარი გაიღო და სიცივე შემოვიდა ჩვენ ქარს დავაბრალეთ, მერე ჭამის შემდეგ მისაღებში დივანზე დავსხენდით ძალიან თბილოდა და თბილად ვიყავით, ყველაფერი კარგად დაკეტილი გვქონდა მაგრამ სიცივე შემოვიდა არვიცოდით საიდან მოდიოდა ეს სიცივე მერე გათბა სახლი, ბუხარი კი კარგად გიზგიზებდა მაგრამ მაინც უეცრად აცივდა და ცოტახანში გაჩერდა, მე და ჩემი მეგობარი გიორგი ოთახებს ვათვალიერებდით, ერთ ოთახში მოხუცების ფოტო იყო, მეორე ოთახში ახალგაზრდა ცოლქმარის, მესამე ოთახში ბავშვების პატარა გოგონა იყო 4 წლის გავდა, და ბიჭი რომელიც თვეების იქნებოდა, საღამობით ეს ფოტოები ძალიან საშიშად გამოიყურებოდნენ, ჩვენ დასაძინებლად ვიწექით როცა ჩვენ ოთახში ბავშვის ტირილის ხმამ გაგვაღვიძა, მერე მას ქალის ყვირილის ხმა მოჰყვა მეორე ოთახიდან ამიტომ ოთახებიდან გამოვედით ყველანი შეშინებულები ვიყავით, მამაკაცის ღრიალის ხმას გავიგეთ, ნაბიჯების ხმა ისმოდა თითქოს ვიღაც მოგვსდევდა კარები დაკეტილი დაგხვდა ვერ ვაღებდით, და ფანჯრებიდან გადმოვხტით, მანქანაში დავიძინეთ არ იქოქებოდა ამიტომ მანდ დავრჩით.
- ძალიან საინტერესო ამბები მომხდარა, მაგ ადგილზე ხშირად ვყოფილვარ.
- და იცით იმ სახლის ისტორია?- კითხა დაინტერესებულმა გიორგიმ, ჩვენც დავინტერესდით.
- კი, ახალგაზრდა ვიყავი მე იქ ცხოვრობდნენ ბედნიერი ოჯახი, მოხუცები და ცოლქმარნი, მას პატარა საყვარელი გოგონა ყავდათ ჩემთან ხშირად მოდიოდნენ, მეც ხშირად ვესტუმრებოდი მათ, მერე მათ პატარა ბიჭი რომ შეძინათ ეს პატარა გოგონა სულ გამტერებული უყურებდა თავის ძმას ჩემთან იძახდა რომ მშობლები მას ყურადღებას აღარ აქცევენ ყველა მის პატარა ძმას ეალერსება, ასე გავიდა თვეები და ეს გოგო ძალიან ბოროტი გახდა ხშირად თვალები საშინლად უშავდებოდა და ეშმაკურად უცინოდა თავის მშობლებს, ეს ამბავი მეც გავიგე, მერე მაგ გოგოს ძლიერი ძალები გაუჩნდა რასაც უნდოდა ის ხდებოდა, ხელებს რომ ატრიალებდა ჭურჭლები თავისით გადადგილდებოდნენ ხოლმე ყველაფერი ამ გოგოს ნებაზე ხდებოდა, მშობლებს მისი ძალიან ეშინოდათ ერთხელ მშობლებმა ძალიან გაბრაზეს და მან ერთ დღეში ყველა ამოხოცა, მერე თვითონას მოკვდა, ამ სახლს ცუდი ისტორია აქვს არავინ ეკარება, ამიტომაც ისმოდა ეს ხმები გოგო ბავშვს ატირებდა დედამ ამიტომ დაუყვირა და მამამისის იღრიალა ეგ იმიტომ რომ თავის ძმას თავი მოუჭრა გაბრაზებისგან - დასრულა ამ კაცმა სახლის ცუდი და საშინელი ისტორია, ყველა შეშინებულები ვუსმენდით დათოს ისევ ეტყობოდა რომ ძალიან შეეშინდა.
- ძალიან საინტერესო ისტორია თემო პაპა - ვუთხარი მას.
ჩვენ თემო პაპასთან ერთად ჩაი დავლიეთ, ბიჭებმა მას დაეხმარეს შეშის დაჭრაში და მოტანაში, ბუხარი ავანთეთ იმიტომრომ საღამობით ძალიან ციოდა, ყველანი თემო პაპასთან ერთად ჩაი დავლიეთ და სახალისო ისტორიებს ვყვებოდით. ფეხის ტკვილმა გამიარა, თემო პაპასთან ყოფნა ძალიან სასიამოვნო აღმოჩნდა, ის მხიარული მოხუცი იყო ყველას გვართობდა და გვახალისებდა, თემო პაპასთან არავინ მოიწყენდა. მან ტყეში გაგვასეირნა და ერთ ულამაზეს ადგილას მიგვიყვანა, ყველას ძალიან მოგვეწონა, მუხის ხესთან ძალიან დიდი საქანელა იყო გაკეთებული, ამბობდა რომ მე და ჩემი სიყვარულიო აქ ვქანაობდითო ის დიდიხანია გარდაიცვალაო ტკბილი ახალგაზრდობა მქონდაო. მე და დათო საქანელაზე დავჯექით და ვიქანავეთ, მერე ავდექი და მუხაზე ავედი, ხეზე ვიჯექი და იქაურობას ვათვალიერებდი მაღლიდან ყველაფერი ძალიან ლამაზი ჩანდა, მსიამოვნებდა ასე ყურება დათოს ამოვიდა და უკნიდან ჩამეხუტა ჩემთან ერთად ხეზე ყოფნით ტკბებოდა. თემო პაპას სიხარულისგან თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა, ის ჩვენ გვიყურებდა და იღიმოდა.
- ახალგაზრდობაში მეც ბედნიერი ვიყავი, მე და ჩემი ცოლი სულ ასე ჩახუტებულები დავდიოდით, მერე დავბერდით და ის მოკვდა ჩვენ შვილები არგვეყოლა უშვილოები ვიყავით, ეჰ რა კარგია ახალგაზრდობა ნეტავ ისევ ახალგაზრდა ვიყო. - თქვა და ცრემლები მოიწმინდა, თემო პაპა ყველას შეგვეცოდა ის ძალიან მხიარული კაცია და ძალიან კარგი სიყვარულის ისტორია ქონდა ახალგაზრობაში, მაგრამ ჩვენ მალე ვბერდებით და ვკვდებით ეს ასეა მისი ისტორია ძალიან სევდიანი იყო.
ბავშვები თემო პაპასთან ერთად ჩაი დავლიეთ და კიდევ ბევრჯერ ვისაუბრეთ, ამასობაში დაღამდა თემო პაპამ ერთი ოთახი მოგვცა ოთახი ცარიელი იყო ამიტომ გადავწყვიტეთ ძირს გაგვეშალა ლოგინები, ასეც მოვიქეცით ყველა ძირს ვიწექით და ვსაუბრობდით, მალე ძილი მოგვერია და დავიძინეთ. ცოტახანში რაღაც ყმუილის ხმა მაღვიძებს, ვდგები და დათოს წევს თავს, ძალიან საშინელი ყმუილის და ღრიალის ხმა ისმოდა ალბათ მგელია ძალიან მეშინოდა, ყველანი ავდექით და თემო პაპა გავაღვიძეთ.
- თემო პაპა, შენც გესმის ეს ხმა?.
- კი რაიყოთ ყრუ კი არვარ, მე ამ ხმას მიჩვეული ვარ ნუ გეშინიათ მგელია უბრალოდ, იყმუილებს და მერე წავა აქედან არ შეგეშინდეთ დაიკიდეთ და ტკბილად დაიძინეთ - ჩვენ უკან მოვბრუნდით, საცაცილოა არა? გვეუბნება ნუ გეშინიათ უბრალოდ მგელიაო, კი არ გაგვამხნევა მგელის ახსენებაზე უფრო შეგვაშინა. ჩვენ ისევ დავწექით და, მე დათოს ძალიან ჩავეხუტე და დავიძინეთ. ცოტახანში ფანჯარაზე კაკუნის ხმა გავიგეთ, ყველანი წამოვხტით ფანჯარაზე კაკუნის ხმა არ ჩერდებოდა, ბავშვები ძალიან შეშინებულები ვიყავით ამ შუაღამეს ვინ აკაკუნებდა?. თემო პაპასაც გაეღვიძა მან გვითხრა ჩუმად იყავითო, ჩვენც ვიდექით და ველოდებოდით როდის გაჩერდებოდა კაკუნი, ოთახში პატარა ორი წერტილივით სინათლე შემოვიდა ფანჯრიდან, ეს თვალები იყო რომლებიც ანათებდნენ, შავი სუსტი გამოსახულება დავინახე, კაცის ტანი ქონდა და ძალიან სუსტი იყო ის უეცრად გაუჩინარდა.
- აი შეწყდა კაკუნის ხმა მე არმეშინია ხედავთ რა მაგარი ვარ? - თქვა თემო პაპამ.
- თემო პაპა ეს რა იყო?, თეთრი ნათურას მაგვარი თვალები დავინახე და შავი სუსტი მამაკაცის გამოსახულება - ვუთხარი მას.
- რეიკია შვილო, ხშირად მესტუმრება ხოლმე მაგრამ მე კარს არ ვაღებ - ყველა გამოშტერებული ვუყურეთ მას, რანაირი კაცია.
- რა? და რეიკით როგორ არგეშინიათ? - უთხრა გაკვირვებულმა გიორგიმ.
- ამ ყველაფერს მივეჩვიე თავიდან მეც მეშინოდა, აბა ეხლა ძილინებისათ მოკურცხლდით და დაიძინეთ. - ყველანი ისევ დავბრუნდით უკან, უცნაური კაცია თემო პაპა არაფრის ეშინია, ადამიანს რანაირად არუნდა გეშინოდეს რეიკის, მე ფეხები ამიკანკალდა შიშისგან ეს რომ დავინახე და მას არეშინია საოცარია. კიდე კაი მისი კაკუნის ხმა შეწყდა, ცოტახანში სახურავზე რაღაც ძაღლის ყმუილის მაგვარი ხმა გავიგეთ სახურავზე, და მძიმე ნაბიჯების ხმა, ეს ყველაფერი უკვე საშინელება იყო ვერ ვჩერდებოდით აქ თემო პაპას ამ ყველაფრის არ ეშინოდა ტკბილად ეძინა და ხვრინავდა.
- მეშინია ამ ყველაფრის - თქვა ნანამ.
- შეიძლება ესეც შეწყდეს - უთხრა გიორგიმ.
- არამგონია აქ შემოაღწიოს, თემო პაპა ამბობს ეს ხმები გრძელდება და მივეჩვიეო აქ ვერაფერი შემოდისო - თქვა დემეტრემ.
- კი მაგრამ ამ ხმების გაგონება მაინც საშინელება - თქვა ლიზამ.
- ყურზე ხელი აიფარე და ეგრე დაიძინე - უთხრა დათომ.
- მე დავიძინებ, სხვა გზა არარის - ვუთხარი და მოვტრიალდი დასაძინებლად, დათო უკნიდან მომეხუტა, მე ამ ყველაფრის აღარ მეშინოდა გავმაგრდი, ისე ჩავთვალე თითქოს ეს ხმებით მეც ვარ მიჩვეული, და უკან მოვტრიალდი დათოს ჩავეხუტე და ცხვირზე ვაკოცე, მას გაეღიმა და ძლიერად ჩამეხუტა.მეგობრებო ეგეც ცოტა საშიში თავი იყო❤😊აბა როგორ მოგეწონათ?😜🥺❤თემო პაპა როგორი პერსონაჟია?😁😊❤
KAMU SEDANG MEMBACA
მიყვარდი
Romansaმოთხრობა არის ერთ გოგოზე რომელსაც თავისი კლასელი უყვარდა. რამოხდება მერე? როგორ შეიცვლება გოგონას ცხოვრება როცა ის სტუდენდი გახდება.