თავი 19

188 12 2
                                    

დღეს უნივერსიტეტის მერე ჩემ ახალ სამსახურში უნდა წავიდე, ძალიან მიხარია რომ სამუშაო ვიშოვე და საკუთარი ფული მექნება, მასე ფულის დაზოგვასაც ვისწავლი უკეთესია. მალე ავდექი და მოვწესრიგდი, ჩანთა ავიღე და დაბლა ჩავედი. ყველანი იქ იყვნენ დათოს გარდა მხოლოდ ის არ ჩანდა აქ, თავის ძმასთან ერთად იქნება სხვა სად წავა. ყველანი მანქანებში ჩავჯექით და უნივერსიტეტში წავედით, დერეფანში ლუკა დამხვდა ის თბილად მიღიმოდა. მივედი გადავხვიე და გადავკოცნე, მან ღიმილიანი სახით შემომხედა.
- ახალი ამბავი მაქვს.
- აბა?.
- ჩემს ასისტენდად მიგიღე, უკვე ჩემი ასისტენდი ხარ.
- მადლობა ძალიან მიხარია.
მე და ლუკა კაბინეტში შევედით ამასობაში, ლექტორის შემოვიდა ყველას მოგვესალმა და თავის მაგიდაზე დაჯდა. ცარცი აიღო და დაფაზე გაკვეთილის სათაური დაწერა, მერე გაკვეთილის ახსნა დაიწყო ჩვენ კი ვუსმენდით მას. დასვენებაზე ჩემ მეგობრებთან ერთად კაფეტერიაში ვიჯექი და საჭმელს ვჭამდით, წვენი მოვსვი და დემეს ვკითხე.
- დათო როდის მოვა უნივერსიტეტში?.
- არვიცი, დიდიხანი არამგონია გაცდინოს.
- კარგი.
ჭამა გავაგრძელე ამასობაში ზარის დაირეკა, მეორე გაკვეთილი გოგოებთან ერთად მქონდა ძალიან კარგი იყო. მე და გოგოები კაბინეტში შევედით და ლექტორს მოვუსმინე, ცოტახანში ნანამ წუწუნი დაიწყო.
- აუ როდის მორჩება ეს გაკვეთილები, დავიღალე უკვე დასვენება მინდა.
- შენ თუ სწავლა არგინდოდა, რატომ ჩაბარე სამედიცინოზე?.- კითხა ლიზამ.
- რავი აბა მე, მეთქი კარგი ექიმი გამოვიდე ადვილი მეგონა სწავლა.
- შენ ყველაფერი ადვილი გგონია - უთრა ლიზამ.
- ლილე ხმას რატომ არ იღებ? - მკითხა ნანამ.
- რავი, ახალი ამბავი მაქვს, მუშაობა დავიწყე ლუკას საკუთარი კომპანია აქვს და ასისტენდად მიმიღო, თუ ყველაფერს მივხვდები მენეჯერის გავხდები.
- ვაუ მაგარია - მითხრეს ერთდროულად.
- რათქმაუნდა საკუთარი სამსახური და ხელფასი მექნება - ვუთხარი და გავუღიმე მათ, კიდე კაი ამ გაკვეთილის მანძილზე ლექტორმა არ შეგვამჩნია რომ ვლაპარაკობდით, თორე გაგვაგდებდა კლასიდან სამაგიეროდ გადავრჩით. დასვენება რომ დაიწყო მე და გოგოები დერეფანში ვიჯექით და სხვა სტუდენტებს ვუყურებდით, მე ძალიან მომბეზრდა აქ ჯდომა ძალიან მინდოდა ჩემი სამსახურის ნახვა, მაინტერესებდა იქაურობა როგორი იყო და რანაირი სამუშაოა. ძლივს როგორც იქნა დამთავრდა ყველა ლექცია, და გვეღირსა სახლში დასვენება. მაგრამ მე სახლში არ დავისვენებდი, იმიტომრომ დღეიდან გადატვირთული გრაფიკა მექნება, შეიძლება საღამობით დავბრუნდე სახლში. ჩემ ოთახში ავედი და ტანსაცმელი გამოვიცვალე, კლასიკური ჩავიცვი ასეთ ტანსაცმელში თავს კომფორტულად არ ვგრძნობდი, არმიყვარდა ასეთი სტილის ტანსაცმელები მაგრამ მომიწევდა ჩამეცვა სამსახურში ყველა კლასიკურს იცმევსო ლუკამ. მოვწესრიგდი და დაბლა ჩავედი, ჩემი მანქანა ვერ დავქოქე ბენზინი დაუმთავრებია, ტაქსი გავაჩერე და ეგრე წავედი ჩემ სამსახურში სხვა გზა არმქონდა. დიდ ულამაზეს კომპანიაში შევედი, იქაურობა ძალიან კარგად გამოიყურებოდა ერთ გოგოს მივესალმე და ლუკას კაბინეტი მიმასწავლა. ლუკას კაბინეტთან მივედი და კარები დავაკაკუნე შემოდიო მომესმა, კარები შევაღე და ულამაზესი კაბინეტი ქონია ნაცრისფერი ავეჯით, მდიდრული სტილით კაბინეტს ლამაზს ხდიდა.
- დაბრძანდით.- მითხრა ლუკამ და სავარძელზე მიმითითა დავჯექი და იქაურობას კიდევ ერთხელ მოვავლე თვალი.
- აქაურობა ძალიან ლამაზია, მდიდრული სტილის ავეჯებია რაც უფრო ლამაზ ხდის შენ კაბინეტს.
- მართალი ხარ დღეიდან შენ ჩემი ასისტენდი ხარ, სამუშაოს წესებს გაგანობ რთული არარის.
- მადლობა.
- ახლა ერთი რამ უნდა იცოდე, ეს არის სასტუმროს კომპანია, და კიდევ რესტორანის კომპანია არსებობს, იმ რესტორნის კომპანია და ჩემი კომპანია მტრები არიან, ბიზნეს ეკონომიკის გამო.
- სამწუხაროა.
- ჰო, ეგ აუცილებელია უნდა იცოდე, ინფორმაციების შემოდის მაგ კომპანიაზე და საბუთები შენ უნდა შეასწორო ხო ხვდები.
- კი, აუცილებლად მივხედავ ყველაფერს და კარგად ვიმუშავებ.
- აბა შენ იცი წარმატებები.
ლუკამ ამიხსნა რა უნდა გამეკეთებინა, მეოთხე სართულზე ავედი სხვა კაბინეტიდან საბუთების გამოსატანად, გამოვიტანე და ლუკას კაბინეტში შევუტანე. მერე ჩემ კაბინეტში დავჯექი და საჭირო საბუთებს ხელი მოვაწერე, ბევრი ვიმუშავე მართლა დამღლელი აღმოჩნდა პირველი დღე. სხვა გზა არმაქვს ნელნელა მივეჩვევი ასეთ სამუშაოს, მაგრამ ყველაფერი ადვილი აღმოჩნდა ჩემთვის. გავიდა დიდი ხანი უკვე ღამდებოდა, მე კიდევ ვიჯექი და საბუთებს ვათვალიერებდი, ფეხზე ვერ ვდგებოდი ძალიან დაღლილი ვიყავი ფეხები მეკვეთებოდა. უცებ ლუკამ დამირეკა, ტელეფონი ავიღე და კაბინეტში მიხმობდა, მეც წავედი მის კაბინეტში კარები შევაღე და ვკითხე ლუკას.
- გისმენ.
- ლილე, ყავა მომიტანე.
- კარგი - წავედი და ლუკას ყავა მოვუმზადე, მერე მის კაბინეტში ავიტანე ყავა მაგიდაზე დავდე და ლუკას შევხედე.
- გემრიელად მირთვით.
- მადლობთ ქალბატონო - მითხრა და გამიღიმა, წასვლას ვაპირებდი როცა მაჯაზე ხელი მომკიდა და მისკენ მიმიზიდა ჩვენი სახეები ძალიან ახლოს იდგნენ ერთმანეთისგან, ლუკას შეხებაზე მე არაფერი მემართებოდა არც არაფერს ვგრძნობდი ჩვეულებრივად მაგრამ ცოტა დაბნეული ვუყურებდი მას. მარტო დათოს შეხებაზე მემართება მუცელში ზოოპარკი, ლუკას მიმართ არაფერს ვგრძნობდი. უკან გავიწიე ცოტა დაბნეულმა და დაბლა დავხარე თავი, ლუკას ეტყობოდა ცოტა დაბნეული იყო ამ მომენტის გამო.
- მე მაპატიე, შემთხვევით მოგქაჩე ძლიერად.
- არაუშავს არაფერია. - ვუთხარი და მას გავეცალე, ჩემ კაბინეტში შევედი და საბუთებს დავხედე.

მიყვარდიWhere stories live. Discover now