5 თვის შემდეგ:
დღეები ასე გადიოდა, ბავშვს დედაჩემი უვლიდა მე კი უნივერსიტეტში მივდიოდი და მერე სახლში ვბრუნდებოდი, კლასიკურების ჩაცმის მერე სამსახურში მივდიოდი და ასე საღამოს ვბრუნდებოდი სახლში. სამსახურში მხოლოდ 3 დღე დავდივარ და დანარჩენი დღე ვისვენებ, დათო მხოლოდ შაბათ და კვირას ისვენებს სამსახურიდან, მე ამიტომ დამიწესა ამდენი დღიანი სამსახური, რადგან ბავშვი გვყავდა სახლში და მას მეტი ყურადღება და სითბო სჭირდება დედისგან. მესამე კურსელები ვიყავით მე და დათო, ჩვენ მეგობრებს უნივერსიტეტში ვხედავდით და მასთან ერთად დროს ვატარებდით, ისინიც ჩვენსავით დიდი ხანია ერთად არიან. ჩვენი ანდრია უკვე 5 თვისა, მას ქერა თმები აქვს აფსანა ბებოსავით, და ძალიან ულამაზესი მწვანე თვალები აქვს, დათოს ბებიას დაემსგავსა როგორც მისი ძმა, ანდრია ამ ბოლოდროს ძალიან ცელქი გახდა, ძირს რომ დასვამ არ ჯდება ქოშინით ხან სად მიდის ხან სად, ხშირად რაღაც სიტყვებს წამოიძახებს ხოლმე, ისეთ სიტყვებს ამბობს გეგონება სომეხია. "დადადა" სულ ამას იძახის როცა რაღაცას ხედავს და უხარია, დათო სულ ეთამაშება პატარას და ეალერსება. დღეს შაბათია მე და დათო სახლში ვართ, სამზარეულოში ვზივარ და ბავშვს ვაჭმევ, ის ხან აღებს პირს ხან არა, ან პირიდან გადმოყრის ხოლმე საჭმელს. დათო ჩამოდის ოთახიდან და მასაც თეფს ვუდებ მაგიდაზე და საჭმელს ჭამს, ანდრიას და მე გვიყურებს და გვიღიმის.
- ანდრია ჩემო პატარავ, ნუ აბრაზებ დედას ჭამე - ბავშვი როგორც ყოველთვის, უცინის დათოს და ხელებს აფახუნებს.
- გააღე პირი - ვეუბნები და ისიც კოვზს რომ ხედავს აღებს, საჭმელს ჭამს და ყლაპავს.
- შენ გიჭამია რამე?.
- კი ვჭამე უკვე.
ბავშვს ვაჭამე და მოვრჩი, დათომას დამთავრა ჭამა და ანდრიას ხელში აიყვანა და დატრიალა, მე ჭურჭლები გავრეცხე და მას ვუღიმოდი. დათომ ტელევიზორი ჩართო მაგარი ფილმი ვიციო ვუყუროთო, ბავშვს სათამაშოები დავუდე ძირს და დავსვი რომ ეთამაშა, ამასობაში დათომ პოპკორნის მომზადებას მორჩა და მისაღების მაგიდაზე დადო. ჭამა დავიწყეთ და თან ყველაზე საინტერესო ფილმს ვუყურებდით, ყურებით ისე გავერთეთ რო ანდრიას ყურადღება არ მივაქციეთ, 40 წუთი იქნებოდა გასული ფილმის ყურებაში რომ გავერთეთ, ბავშვს ყურადღებას ხანდახან ვაქცევდი თამაშობდა, ეხლა მანდ არარის სად წავიდა?.
- დათო ბავშვი?.
- სად არის? - ისიც მოტრიალდა და გახედა.
ორივე ავდექით და სამზარეულოში მოვძებნეთ, და რას ვხედავთ? ანდრიას ფქვილი გადმოუყრია და თვითონაც თოვლივით გათეთრებულა, ჩვენ დანახვაზე სიცილი დაიწყო ხო ვამბობდი ამ ბოლოდროს ძალიან გაცელქდა თქო. დათოსაც გაეცინა ანდრიას საქციელზე, ბავშვი ხელში აიყვანა და მისაღებში წავიდნენ, მე ფქვილი და სამზარეულო გავწმინდე, ამასობაში დათომ ბავშვს ტანსაცმელი გახადა და საბაზანოში მოამზადა, ბავშვი ჩავსვით აბაზანაში და ნელთბილ წყალში ჭუმპლაობა დაიწყო, დათოს გაეცინა და წყალი აქაფა რო კარგად გვაბანავა, ბავშვი ვაბანავებდი ანდრიამ წყალს ხელი ძლიერად დარტყა და დათოს შეასხა საპნიანი წყალი, მას თვალები ძალიან აეწვა დათომ სახე ჩამოიბანა და უკან დაბრუნდა. თვალები ჩაწითლებული ქონდა, და ძლივს იყურებოდა.
- დათო, თვალები ჩაწითლებული გაქვს.
- არაუშავს ბავშვია და ეპატიება.
- ამ ბოლოდროს ძაან გაცელქდა.
- ჯერ გაიზარდოს და ნახავ რა ცელქის იქნება.
ბავშვი ამოვიყვანეთ საბაზანოდან და გავუმშრალეთ თმები, მე ტელეფონზე დამირეკეს დედაჩემი იყო, დათომ მითხრა მე ჩავაცვამო ის ბავშვს აცმევდა უცებ ბავშვმა სახეზე დააფსა დათოს, სიცილი ავტეხე დათოს სახე გენახათ რა უემოციოდ იყურებოდა.
"ლილე რა გაცინებს?" - მკითხა დედაჩემმა ტელეფონში რომ ვესაუბრებოდი.
"დე, დათოს ბავშვმა დააფსა როცა აცმევდა ტანსაცმელს".
"ჰაჰაჰაჰა" - მე და დედაჩემმა ცოტა ვილაპარაკეთ და აამასობაში გათიშა ტელეფონი, დათომ უკვე ჩაცვა ბავშვს და საბაზანოში შევიდა შხაპის მისაღებად, მე და ანდრია ვიჯექით დივანზე და ვთამაშობდით ის არ ჩერდებოდა სათამაშოებს ისვრიდა. დათო საბაზანოდან გამოვიდა თეთრპირსახოც შემოხვეული მას ისევ დაკუნთული და სექსუალური სხეული ქონდა, დათომ შემომხედა და ეშმაკურად გაიღიმა, მერე ოთახში ავიდა გამოსაცვლელად. როცა დაბრუნდა ამ დროს ანდრიამ კუბიკი ესროლა და თავში მოხვდა დათოს, სიცილი დავიწყე ბავშვის ამყვა სიცილში, დათო უემოციო სახით გვიყურებდა და ჩვენ უფრო გვეცინებოდა.
- რას მერჩის?.
- არაფერს რას უნდა გერჩოდეს, ბავშვია და არ იცის რას აკეთებს.
დათომ ბავში ხელში აიყვანა და ლოყები ჩაუკოცნა, ბავშვმა სიცილი დაიწყო დათო კი ხელში იჭერდა და კოცნიდა.
- ანდრია მამას ლომო, მეორედ აღარ გამიკეთო მსგავსი ოინები. - უთხრა და ბავშვს გაუღიმა.
ESTÁS LEYENDO
მიყვარდი
Romanceმოთხრობა არის ერთ გოგოზე რომელსაც თავისი კლასელი უყვარდა. რამოხდება მერე? როგორ შეიცვლება გოგონას ცხოვრება როცა ის სტუდენდი გახდება.