თავი 34

136 12 2
                                    

ლილე:
დათოს ვაპატიე და დავუჯერე, ის ყველას ფოტოებს მიგზავნიდა, თავის ძმასთან რომ იყო ის ფოტოს გამომიგზავნა, ამიტომ ეგრე გამოდის რომ ის თეკლასთან არყოფილა მხოლოდ მაღაზიაში უსაუბრიათ, მუცელი გამეზარდა ძალიან დამეტყო უკვე 3 თვის ვარ და ძლივს დავდივარ, დათო ყურადღებას არ მაკლებს, სულ ზრუნავს ჩვენზე. დღეს მითხრა რომ სოფელში მივდიოდით, მის ბებიასთან და ბაბუასთან, მე ძალიან მიხარია, მომწონს სოფელი ლამაზი და მშვიდი გარემოა და სუფთა ჰაერი, სვანეთში არასდროს ვყოფილვარ და მაინტერესებს როგორია იქაურობა, დარწმუნებული ვარ სასიამოვნო იქნება იქ ყოფნა. ჩანთაში ვტენი ტანსაცმელებს და საჭირო ნივთებს, დათოს მანქანაში ვაგდებ და მეც ვზივარ, ცოტახანში დათო გამოდის და სახლს კეტავს და მანქანაში ჯდება, ქოქავს და მივდივართ სვანეთში.
- მინდა რომ მალე წავიდეთ, დიდხანს ყოფნა არმინდა მანქანაში.
- მალე წავალთ ლილე - მეუბნება და მიღიმის, მე და დათო ბავშვის სქესს მერე გავიგებთ როცა 5 თვის ვიქნები, ჩვენ 2 კვირა დავრჩებით სოფელში იმედია არავის შევაწუხებთ, მერე ბათუმში წავალთ ზღვაზე, დათო ადრე დამპირდა რომ წავიდოდით ამიტომ პირობის დარღვევის უფლება არაქვს. მე ჭამას ძალიან მოვუმატე, უფრო ბევრს ვჭამ ვიდრე ვჭამდი, დათო ღორს მეძახის და მაბრაზებს. მანქანაში ვიჯექი და გზას ვუყურებდი, ცოტახანში ჩამეძინა.

ვიღვიძებ და უკვე უცხო გარემოს ვხედავ, ალბათ სვანეთში უკვე ჩამოვედით, იქაურობა ულამაზესია, მშვიდი გარემო ჩანს ნამდვილად არ მოსწყინდება ადამიანს აქ დიდხანს ყოფნა. თავს ვწევ და უფრო კარგად ვათვალიერებ იქაურობას, დათო მიღიმის.
- ძალიან მოგეწონა ხო?.
- კი ულამაზესია.
- ვიცოდი რომ მოგეწონებოდა, ამიტომ მოგიყვანეთ აქ სუფთა ჰაერი კარგია შენთვის და პატარასთვის.
- ჰო მართალიხარ.
მე და დათო კიდე დიდხანს ვიარეთ მანქნით და ერთ პატარა სახლში გააჩერა მანქანა, ჩამოვიდა და მანქანის კარი გამიღო მეც ჩავედი, სოფელი ულამაზესია, სუფთა ჰაერი ჩავისუნთქე და თავი ძალიან მშვიდად ვიგრძენი, მეგონა მალე ავფრინდებოდი თავს ისე მსუბუქად ვგრძნობდი. მე და დათო მივედით სახლში და კარი დათო დაკაკუნა, კარები ბებერი ქალმა გაგვიღო, საყვარელი ამავდროულად სასიამოვნო ქალი ჩანდა, დათოს დანახვა ძალიან უხარია და ეხუტება თბილად, თავის მეუღლეს ეძახის მოდი ნახეო ჩვენი შვილიშვილი ჩამოვიდაო უკვე დიდი კაცი გამხდარაო, ნუ მერე მეც მხედავს და მიღიმის, გვეუბნება შემოდითო ჩვენც შევდივართ, სახლი ძალიან მყუდროა ამავდროულად მშვიდი, ძველი სტილის ავეჯები აქვს სახლს, ქალს ჭაღარა ხუჭუჭა თმა აქვს და მწვანე თვალები, დათოს ძმასაც ზუსტად ამფერი თვალები აქვს, მოხუც კაცს ჭაღარა თმები და ჩვეულებრივი ყავისფერი თვალები აქვს, ქალის თვალებმა მომხიბლა ძალიან მომეწონა მისი თვალები, ქალი თბილად მიღიმოდა.
- ბებია, ეს ჩემი შეყვარებულია, მუცელში კი ჩვენი ბავშვი.
- ასეც ვიცოდი, უიმე მე კი მეგონა უკვე ცოლი გყავდა თურმე ჯერ არმოგიყვანია, უკვე დიდი ბიჭი გაზრდილხარ.
- ჰო ბებო ლილე ქვია, დიდიხანია ერთად ვართ, ერთ სახლში ვცხოვრობთ.
- ბედნიერებას გისურვებთ, სასიამოვნოა ლილე საყვარელი და მორიდებული გოგონა ჩანხარ, მე აფსანა ბებო ვარ.
- ჩემთვისაც სასიამოვნოა თქვენი გაცნობა - ვეუბნები ქალს და ვუღიმი.
- მე კი თენგიზი ვარ, სასიამოვნოა ლილე.
- ჩემთვისაც - ეს ორი მოხუცი ძალიან სასიამოვნო ხალხი აღმოჩნდა, აფსანა ბებო ძალიან თბილი და კეთილი იყო, სულ ყურადღებას მაქცევდა და დათოს პატარობის ისტორიებით მართობდა, თენგიზ ბაბუა ისიც ძალიან კეთილი და თბილი მოხუცი იყო, ხშირად თავის ისტორიებს მიყვებოდა, ძალიან სახალისო ხალხი იყვნენ. აფსანა ბებო სულ გემრიელ ხაჭაპურებს აცხობდა, გემრიელი საჭმელების გაკეთება სცოდნია, მისი გაკეთებული საჭმელები ყველაფერს ჯობდა, ჩვენც გემრიელად ვიკვებებოდით, ალბათ მალე ეს ქალი გამასუქებს იმდენს მაჭმევს რომ ძლივს ვსუნთქავ, მეუბნება რომ ბავშვს ბევრი კვება სჭირდებაო. დათოს ოჯახი ძალიან საყვარლები არიან მათი თვალები და სილამაზე მხიბლავს, მისი ბებია ახალგაზრდობაში ქერა და მწვანეთვალება იყო, პაპამისი აგიღწერეთ ჩვეულებრივი ყავისფერი თმა ქონდა, დათოს მამას მას გავს, დათოს დედას ქერა თმები და ციისფერი თვალები აქვს, მის თვალებში რომ ჩახედავ ცა გგონია, მის ძმასაც ქერა თმა აქვს და მწვანე თვალები ბებიამისს ძალიან გგავს ეს ბავშვი.

მიყვარდიWhere stories live. Discover now