თავი 3

553 25 5
                                    

დილით ისევ მაღვიძარის მომაბეზრებელი ხმა მაღვიძებს, ვდგები ფეხზე ჩუსტებს ვიცვამ და საბაზანოში გავდივარ. ბოლოზარის მერე უკვე 5 დღე გავიდა, გაინტერესებთ რამოხდა 5 დღის წინ როცა დათომ სახლში მომიყვანა და წავიდა. მე დიდხანს ვიდექი დებილივით გარედ გონება სულ სხვაგან მქონდა, ძლივს მოვედი გონზე და სახლში გაღიმებული შევედი. მშობლებმა რათქმაუნდა გამოკითხვა ჩამატარეს თუ როგორი დღე გავატარე და რატომ ვიყავი ასეთი ბედნიერი. ყველაფერი მოვუყევი და ისიც ვუთხარი რომ დათომ მომიყვანა, ის არვუთხარი მშობლებს რო ჩამეხუტა ძლიერად. და ბედნიერების მიზეზად გართობა ვუთხარი, და მერე დედას ვუთხარი რო დაღლილი ვარ და ძილი მჭირდება. დაძინებას რო ვაპირებდი უცებ ჩემ ტელეფონში მესიჯი მომივიდა, გავხსენი და დათო იყო გამეღიმა.
" რასშვები ლამაზო"
" ძილს ვაპირებ შენ"
" რავი ჯერჯერობით არაფერს, რა მაინტერესებს ჩემ საროჩკაზე რო დაამაწერე (გილოცავ ჟირაფო) ჟირაფი რატო ვარ?"
აი მანდ დამერხა, არვიცოდი რა მეპასუხა თან მეცინებოდა.
" ჟირაფივით მაღალიხარ, და შენ რატო დამაწერე იმედია ჭკუას ისწავლიო?"
" შენი გაბრაზება მინდოდა"
" გაგაბრაზებ ახლა მე შენ ისე ლამაზად😒"
"😂 კაი ლილე კაი, ძილს ხო აპირებდი ხოდა ტკბილიძილი❤ სიზმარში გუდიანი დაგესიზმროს"
" გუდიანი შენ დაგესიზმროს თუ კარგია😒"
"არა არმინდა😂, ნახვამდის❤"
" ტკბილიძილი😒"
მივწერე და ტელეფონი გადავდე ვცდილობდი დამეძინა, მაგრამ ჩემი გონება სულ დათოთი იყო მოცული.
ეს 5 დღე გაინტერესებს როგორ გავიდა?? სულ დათოზე ფიქრში ვიძინებდი არვიცი რატომ, მაგრამ სულ მასზე მეფიქრებოდა. ეს 5 დღე მეცადინეობით და კითხვით გავიდა.
ეხლა ვდგავარ საბაზანოს სარკესთან და კბილებს ვიხეხავ, დღეს მაღაზიებში უნდა წავიდე ბანკეტისთვის კაბა უნდა ვიყიდო.
დაბლა ჩავედი სასაუზმოდ, სამზარეულოში ისეთი კარგი სურნელი ტრიალებდა, დედაჩემს ბლინები გაუკეთებია ჩემთვის..ჰმმ როგორ მიყვარს ბლინები, წავედი დავჯექით და ჭამა დავიწყე. დედამ მაკოცა შუბლზე.
- აბა ჩემო ლამაზო დღეს მაღაზიაში მივდივართ, ბანკეტისთვის კაბა უნდა ავარჩიოთ ხომ იცი.
- კი დე ვიცი.
ჩემ ძმას ბლინების სუნზე გაეღვიძა არც მოწესრიგებულა ეგრე ჩამოვიდა თმები ჰქონდა აჩეჩილი და ეგრევე ბლინებს ეცა.
- რეზო, ადექი მოწესრიგდი თმა დაივარცხნე რას გავხარ, მერე შეჭამე ბლინები - უთხრა დედამ მკაცრი ხმით.
- აუ მეზარება მოწესრიგება, ძალიან მშია.
მამას ჩამოვიდა, ჩვენ ხმაზე გაეღვიძა.
- აბა რასშვებით, რა ხმაურია.
- არაფერი ძვირფასო, რეზოს ვთხოვე მოწესრიგებული იყო და მერე ეჭამა - უთხრა დედამ მამას და რეზოს შეხედა.
- აბა ჩემი პრინცესა რასშვება - მითხრა მამამ და გამიღიმა
- ბლინებს ჭამს.
- მამიკოს გოგო ვიცი რო დღეს კაბის საყიდლად მიდიხართ, მინდა 200 ლარი გაჩუქო, და რაც მოგეწონება იყიდე მამა გენაცვალოს.
- არარის საჭირო მამა, მაქვს ფული - ვუთხარი და გავუღიმე.
- კარგი ეხლა, მე მინდა გაჩუქო
- გამოართვი - მითხრა დედამ
გამოვართვი ფული და ვაკოცე მამას.
ჭამას მოვრჩით ყველანი და მე და დედა ავდექით და წავედით მაღაზიაში.

მიყვარდიWhere stories live. Discover now