ლილე:
გუშინ საღამოს ძალიან კარგი დრო გავატარეთ მე და ბავშვებმა, მაგრამ ხშირად მაცემინებდა და თავს ცოტა ცუდად ვგრძნობდი. დათომ იმდენჯერ მისურვა ჯამრთველობა, ბავშვები გუშინ საღამოს გვიან მოვედით სახლებში. ახლა ჩემ დიდ დათუნიას ვეხუტები და ცხვირს ვიწმენ, მგონი გავცივდი, ვახველებ და ვაცემინებ. მაგის დრო იყო ახლა? ჯერ ახლა დაიწყო უნივერსიტეტი მე კიდე გაცდენა მომიწევს. გუშინ დათომ რო მაკოცა რაღაც სასიამოვნო გრძნობა იყო, მე მასთან თავს ძალიან დაცულად ვგრძნობდი თან მსიამოვნებდა ის რომ მეხებოდა, არვიცი რა დავარქვა ამ გრძნობას. დათოს ბრალია წყალში რო მაყვინთა და ლამის მომკლა, ამიტომ გავცივდი ძალიან თან თმების სველი მქონდა და ალბათ ვერ გავიმშრალე ნორმალურად. ჯობს არ წავიდე უნივერსიტეტში ძალიან შეუძლოდ ვარ, ოთახში ლიზა შემომივარდა.
- ადექი გოგო, გაემზდე თორე დავაგვიანებთ.
- ლიზა, მემგონი მე გავცივდი.
- რა გოგო არგამაგიჟო?, რა მალე მოასწარი გაციება.
- რავიცი ლიზა, მაცემინებს, ვახველებ და თავს ცოტა შეუძლოდ ვგრძნობ, და არ წამოვალ დღეს.
- კარგი მართალი ხარ ჯობს დარჩე - მითხრა ლიზამ და გავიდა ოთახიდან. ახლა მთელი დღე მარტო რა გავაკეთო სახლში? მოვიწყენ ძალიან, ჩემ დიდ დათუნიას ჩავეხუტე და დავწექი.დათო:
გოგოები დაბლა ჩამოვიდნენ, მე ლილეს ველოდებოდი ის არჩამოვიდა, ალბათ იცმევს გამოვა ცოტახანში.
- დათო ვის ელოდები? - მკითხა ლიზამ.
- ლილეს.
- ის დღეს არ წამოვა.
- რა რატომ?
- გაცივდა.
- უი ცუდია თქვენ წადით მე არწამოვალ, ლილეს მივხედავ ცოდოა მარტოს მოიწყენს.
- კარგი ძმა შენი გასაღები მომეცი - მითხრა დემემ, ჩემი მანქნის გასაღები მივეცი და მაღლა ავედი ლილესთან. ლილეს ოთახის კარი რო შევაღე ის ჩემი ნაჩუქარი დიდ დათუნიას ეხუტებოდა და იწვა, ჩემ დანახვაზე შეკრთა.
- აქ რას აკეთებ?.
- ლილე თავს როგორ გრძნობ?.
- მითხარი აქ რა გინდა?.
- ავად ხარ და მარტო ხო არ დაგტოვებდი.
- არა საჭირო, მარტოც კარგად ვარ.
- ლილე ნუ მენაგლები, აიღე თერმომეტრი და სიცხე გაიზომე.
ლილემ თერმომეტრი გამომართვა და სიცხე გაიზომა, ცოტახანში ამოიღო და დახედა რომ დაინახა თვალები გაუდიდდა.
- ჰმ, სიცხე არ მაქვს მე კარგად ვარ - მითხრა და თერმომეტრი უკან დამალა.
- მომეცი აქ, მანახე - ძლივს გამოვგლიჯე ხელიდან, ლილეს 38.5 სიცხე ქონდა ის სიცხისგან იწვოდა. პატარა ნაჭერი ავიღე და ცივი წყლით დავასველე მერე თავზე დავუდე სიცხიან ლილეს, ის მე მიყურებდა და დებილივით იღიმოდა სიცხის ბრალია სიცხემ იცის ასე დადებილება.
- ლილე ეს გქონდეს, ახლავე მოვალ მე.
- სად მიდიხარ?.
- არსად მალე მოვალ. - ვუთხარი და დაბლა ჩავედი, სირბილით წავედი აფთიაქში. ლილეს პარაცეტამოლი ვუყიდე და წამოვედი, ძალიან ვნერვიულობდი ლილეზე უბრალოდ სიცხე ქონდა მაგრამ მე მაინც ძალიან ვნერვიულობდი.

VOCÊ ESTÁ LENDO
მიყვარდი
Romanceმოთხრობა არის ერთ გოგოზე რომელსაც თავისი კლასელი უყვარდა. რამოხდება მერე? როგორ შეიცვლება გოგონას ცხოვრება როცა ის სტუდენდი გახდება.