3 დღის შემდეგ:
ძლივს გვეღირსა დასვენების დღე უნივერსიტეტისგან დავისვენეთ, ბევრ დავალებებს გვაძლევდა ლექტორი, ამ სამი დღის მანძილზე სულ ვმეცადინეობდი დროს სწავლაში ვხარჯავდი, ჩემი მომავლისთვის ვაკეთებ ამას მინდა წარმატებული ექიმი ვიყო. ამ სამი დღის მანძილზე მე და ჩემი მეგობრები ჩვენ სახლთან ახლოს ერთი დიდი ბიბლიოთეკა აღმოვაჩინეთ, ხშირად მანდ მივდიოდით სამეცადინოდ. ახლა ვზივარ ჩემ ოთახში და რას ვაკეთებ? რათქმაუნდა ვმეცადინეობ ისევ და ისევ, დასვენების დღეა მე კიდევ გადატვირთული ვარ მეცადინეობით. ახლა გეტყვით დღეს რახდება, ნანა და დემეტრე პარკში გასართობად წავიდნენ, ლიზა სადღაც აქ არის, გიორგი მგონი ხატავს, დათო რავი სახლში იქნება. დავალებებს ვწერდი როცა ოთახში დათო შემოვიდა, ხელში წიგნები და რვეული ეჭირა ალბათ დავალებები ისევ ვერ გაიგო.
- ლილე, დამეხმარები დავალებების წერაში?.
- კი რათქმაუნდა, მოდი ბარემ ვმეცადინეობ და დაგეხმარები.
დათო გვერდით მომიჯდა თავისი რვეულები დალაგა მაგიდაზე და კალამი მოიმარჯვა, ჩემ დავალებას თავი დავანებე და მას ავუხსენი რა როგორ უნდა გაეკეთებინა. დათომ გაიგო დავალება და დაიწყო წერა, მეც ჩემი საქმე გავაგრძელე. უცებ კალამი დამივარდა, დავიხარე ასაღებად და დათოს დავარტყი თავი, თურმე ისიც ჩემთან ერთად დაიხარა და თავები ერთმანეთს მივახეთქე, ორივეს ძალიან გვეტკინა.
- ბოდიში, მე ვერ დავინახე შენც რო დაიხარე - მითხრა დათომ.
- არაუშავს არაფერია. - ვუთხარი და წერა გავაგრძელე.
ძალიან დავიღალე, თან საშინლად დაცხა რაღაც ცივი სასმელი მომინდა. დათოს შევხედე, ის ჩქარა წერდა თავის დავალებას, მანაც შემომხედა.
- რა გჭირს?. - მკითხა.
- არაფერი, უბრალოდ ძალიან დავიღალე.
- ხო არაუშავს, ალბათ შენ ძალიან ბევრი იმეცადინე.
- ასეა, ძალიან დაცხა არა?.
- კი, მეც მცხელა.
- ხო რაღაც ცივი სასმელი მომინდა - ვუთხარი და შევხედე.
- მაგალითად რა?.
- აი მაგალითად, ცივი ყავა რო იყოს დავლევდი ისე მცხელა.- უცბად ადგა და სამზარეულოში გაიქცა, ის ყავის გაკეთებას აპირებს?, თან რა მალე გავარდა?, არ ეზარება ყავის გაკეთება? მის ადგილზე მე დამეზარებოდა. ვიფიქრე და სწავლა გავაგრძელე ცოტახანში დათო მოვიდა ორი ჭიქით ხელში, და მაგიდაზე დადო.
- რა საყვარელი ხარ, მადლობა უცებ რო გამიკეთე?.
- არაფრის, მაგრამ ასე არ იხდიან მადლობას, მე უცბად გავაკეთე ყავა და უბრალოდ სიტყვებს ვიმსახურებ?- მითხრა და ჩაიცინა.
- აბა რამდენი მოგცე?.
- რა რამდენი?.
- ფული.
- რა ფული გაგიჟდი გოგო?, მე სხვა რამე ვიგულისხმე.
- რა?.
- კაი დაიკიდე თუ ვერ მიხვდი - დავიბენი ვერ მივხვდი რას გულისხმობდა, ცოტახანში მოვიაზრე და მივხვდი რასაც ამბობდა. ავდექი და ლოყაზე ვაკოცე. ის კი გაწითლდა და ჩაიცინა.
- ხო ასე იხდიან მადლობას. - მითხრა დათომ, ყავა მოვსვი და ძალიან გემრიელი იყო, რა ხელი აქვს ამ ბიჭს ყველაფერს გემრიელს რო აკეთებს.
- ძალიან გემრიელია, რა ხელი გაქვს ასეთი?.
- მადლობა, რავიცი ყველაფერი გემრიელი გამომსდის - მითხრა და გაიღიმა, მე მოვტრიალდი და მეცადინეობა გავაგრძელე, თან ყავას ვსვამდი თან ვმეცადინეობდი ხანდახან დათოს ვუყურებდი როგორ წერდა.
![](https://img.wattpad.com/cover/268282260-288-k719179.jpg)
VOCÊ ESTÁ LENDO
მიყვარდი
Romanceმოთხრობა არის ერთ გოგოზე რომელსაც თავისი კლასელი უყვარდა. რამოხდება მერე? როგორ შეიცვლება გოგონას ცხოვრება როცა ის სტუდენდი გახდება.