დილით მზის სხივები მაღვიძებს, თავს ვწევ და მძინარე დათოს ვხედავ, მას ძალიან ღრმად სძინავს ისე რომ ვერ გაღვიძებ, იმდენჯერ ვცადე მისი გაღვიძება მაგრამ არ იღვიძებდა, რაღაცას ბუტბუტებდა და უკან ტრიალდებოდა, წავედი და ჭიქაში წყალი ჩავასხი, მერე დათოსთან მივედი და სახეში შევასხი, ის უეცრად წამოდგა და ღრმად სუნთქვა დაიწყო.
- ლილე შენ ნორმალური ხარ?.
- კი.
- ლამის დავიხვრჩე
- არაუშავს, სხვაგვარად ვერ გაგაღვიძე.
- ღმერთო ჩემო, გადარეული ხარ.
- დათო მოვწესრიგდეთ, დღეს ხომ მივდივართ.
- კაი ავდგები.
დათო ადგა და მოწესრიგება დაიწყო, მეც მოვწესრიგდი და ჩანთაში ტანსაცმელები ჩავალაგე, დაბლა აფსანა ბებო დაგხვდა, სადილი გაგვიკეთა და ჩვენც მასთან ერთად ვისადილეთ, ვხვდებოდი რომ აფსანა ბებოს უნდოდა კიდე დიდხანს დავრჩენილიყავით, მაგრამ დათო ეუბნებოდა უარს, ამასობაში თენგიზ პაპას მოვიდა ნახირიდან, და ჩვენთან ერთად მოუჯდა მაგიდას, საუზმის შემდეგ მოხუცებს დავემშვიდობეთ, და წამოვედით იქიდან. გული მტკიოდა რომ სოფელს მოვშორდი, იქაურობას ძალიან მივეჩვიე სულ სამუდამოდ მანდ რომ დავრჩენილიყავი არც მომბეზრდებოდა, იქაური მშვიდი გარემო ძალიან მამშვიდებს. მანქანით ვიარეთ და უკვე გავეცალეთ სოფელს, მანქნის ფანჯრიდან სოფელს ვეღარ ვხედავდი, ახლა ბათუმში მივდიოდით ისევ მოგვიწევდა დიდიხანი მგზავრობა.დიდიხანი მგზავრობის შემდეგ ბათუმშის მივაღწიეთ, ეს მთელი დღე ფანჯარაზე მედო თავი და თვალდახუჭული მუსიკებს ვუსმენდი, დათო მანქანას მართავდა ხანდახან შემომხედავდა ხოლმე, დათომ მანქანა სასტუმროსთან გაჩერა, ჩავედით და ერთი ოთახის ნომერი ავიღეთ, ჩვენ სასტუმროს ნომერში ავედით და დაღლილები საწოლში დავენარცხეთ.
- ძალიან დავიღალე, დიდხანს ვიმგზავრეთ, ხელები ისე მტკივა მგონია რომ ისევ რული მიჭირავს - ბუტბუტებდა დათო, მე მაგაზე უარესად დავიღალე და რავქნა.
- მეც ძალიან დავიღალე.
მე და დათო ცოტახანი ვინებივრეთ საწოლში და ავდექით, მე გადავწყვიტე ცხელი შხაპის მიღება და საბაზანოში შევედი, დიდხანს ვინებივრე ცხელი წყლის ქვეშ, თეთრ პირსახოც შემოხვეული გამოვედი საბაზანოდან, დათო დებილივით მომაშტერდა და ტუჩის კუთხეში გაეღიმა, თავხედი ხომ შეძლო უბრალოდ არმოექცია ყურადღება ჩემთვის, მან ტუჩი მოიკვნიტა და ამათვალიერა.
- ორსულის რომ სექსუალურია ჩემი გოგო - მეუბნება და მიღიმის, მე გამეცინა მის საქციელზე.
- გეყოს რა დათო.
- კარგი გავჩუმდები - ხელები მაღლა აწია დანებების ნიშნად, მე თვალი ჩავუკარი და თმის გაშრობა დავიწყე, ვხედავდი სარკედან როგორ მიყურებდა დათო და შიგნიდან მიხურდა და სახე მიწითლდებოდა, ცოტახანში მოვიდა და პირსახოცი აიღო, ის ბანაობას აპირებს საბაზანოში შევიდა, იდიოტია მაინც. თმები მალე გავიმშრალე და ტანსაცმელები ჩავიცვი, მალე მე და დათო ზღვაზე წავალთ, ძალიან მიხარია მაგრამ იქ ჩემზე ლამაზი გოგოები იქნება, ყველას სწორი და ლამაზი ტანი ექნებათ, დათო მათ მიაშტერდება, ალბათ ზღვაზე სულ ვიეჭვიანებ მასზე. ცოტახანში აბაზანოდან დათო გამოვიდა ისიც პირსახოც შემოხვეული, მის სხეულს მივაშტერდი და მან ცალი წარბი აწია, მის შემხედვარე ძალიან გამეცინა, ალბათ ეგრე იმიტომ შემომხედა იგულისხმა რომ მე რომ გიშტერდებოდი მაშინ წუწუნი დაიწყეო ახლა შენრატომ მიშტერდებიო, დათომ ჩემსკენ მოვიდა და ჩემი შარვალის ქამარი მოხსნა.
- ეგ მეორედ არგაიკეთო, ნუ გამიჭყლიტე ჩემი პატარა ბავშვი - მითხრა და მე ახლა მოვიაზრე რომ არშეიძლებოდა ქამრის გაკეთება, რადგან ორსულად ვიყავი. დათომ საბაზანოში ჩაცმა დაიწყო და დაბლა ჩავედით სასაუზმოდ, გემრიელად ვჭამეთ აქაური საჭმელები, ორივეს ძალიან გვშიოდა. ცოტახნის მერე საცურაო კოსტუმები ავიღეთ და მანქანაში ჩავჯექით, მე უბრალოდ გრძელი სარაფანა მეცვა, ორსულად ვიყავი და კუპალნიკებს ვერ ჩავიცმევდი, მე და დათო მანქნით წავედით ზღვაზე, ორივე პლედზე დავწექით და მზეზე გარუჯება დავიწყეთ, ხანდახან მზის დამცავ მაზს ვისვამდით, დათო გოგოებს ყურადღებას არაქცევდა, ჩემსკენ იყო მოტრიალებული და თვალები დახუჭული ქონდა, ძალიან გამეხარდა მისი საქციელი და ეჭვიანობა არდავიწყე, ზღვაზე ერთი ქალი სიმინდებს ყიდდა მომინდა სიმინდი და დათო გავაღვიძე.
- დათო სიმინდი მინდა?.
- ახლავე პატარავ, მოგიტან - ადგა და ჩქარა წავიდა, ქალს ფული გადაუხადა და ბევრი სიმინდი იყიდა, ორივემ ჭამა დავიწყეთ, ძალიან გემრიელი იყო სიმინდი.
- ჩემი ქათამიხარ - მეუბნება დათო და იცინის.
- შენ კი ჩემი მამალი - მეც ავყევი ხუმრობაში.
სიმინდის ჭამას რომ მოვრჩით, ავდექით და წყალში ჩასვლა დავაპირეთ, დათო და მე ერთად ჩავედით წყალში, და წუწაობა დავიწყეთ, ზღვა ძალიან ნელთბილი იყო, და თან სასიამოვნო, წყალმა ძალიან გამაგრილა მზისგან, ცოტახანი ვიცურავეთ ერთად და გავჩერდით ერთ ადგილას.
- ლილე, გახსოვს ჩვენ და ჩვენი მეგობრები რომ ვიყავით წასულები აუზზე?.
- კი მახსოვს.
- მერე წყალში იმდენჯერ რომ ჩაგაყვინთე, მერე გამიცივდი.
- კი მახსოვს, ძალიან კარგი მოგონებები გვაქვთ ჩვენ.
- მართალიხარ, ის ხო გახსოვს წყალში რომ ჩაგაძირე და იქ რომ გაკოცე?.
- კი ძალიან სასიამოვნო მომენტი იყო, მესიამოვნა წყალში კოცნა, თან მაშინ ჩვენ შეყვარებულები ჯერ არვიყავით და შენი ტუჩები ძალიან მიყვარდა.
- ჰმ, ახლაც ხომ არვცადოთ.
- არა წყლის ქვეშ გავიგუდები, ორსულად ვარ და არამგონია სუნთქვა შეკავებული გავძლო.
- არა მაგაზე არვიძახი, კოცნაზე.
- ხალხია.
- არმაინტერესებს - დათო მომიახლოვდა და ჩემ ტუჩებს ეცა, ის ნელა და ძალიან რბილად მკოცნიდა, ცდუნებას ვერ გავუძელი და მეც ავყევი კოცნაში, მისი ტუჩები მათრობდნენ, თავის სხეულს ძლიერად მიმიკრო და კოცნა გაგრძელა, მის მკლავებში გაბრუებული ვიყავი კოცნისგან, ჰაერი რომ აღარ გვეყო გავჩერდით, დათომ გამიღიმა და თვალი ჩამიკრა.
- ჰო გასინჯე ჩემი მონატრებული ტუჩების გემო.
- ისედაც სულ არვსინჯავ?.
- რავი, მე ძალიან მიყვარს შენი ტუჩები და მინდა სულ გაკოცო.
დათომ უეცრად ხელში ამიყვანა და წყლიდან გამოვედით, ყბა დაღებული ვუყურებდი მას, ის დებილია? მძიმე ვარ მგონი 90 ზე მეტს ვიწონი და სად ამწია, წელი ეტკინებოდა.
- შენ დებილიხარ?, მძიმე ვარ სად ამწიე.
- ძალიან მძიმე არხარ, რო გამიჭირდეს შენი აწევა.
მე და დათო ზღვიდან წამოვედით, ჩემთვის არშეიძლებოდა დიდხანს მზეზე ყოფნა, ამიტომ სასტუმროში წამოვედით, ტანი და თმები გავიმშრალე და განიერი კაბა ჩავიცვი, ჭრელი და ფერადი იყო, საწოლზე დავწექი და თვალები დავხუჭე, დათომ მითხრა თავის კომპანიაზე წავიდოდა საქმეები აქვს აინტერესებდა თავისი აშენებული რესტორანი როგორი გახდა, ხო დამავიწყდა თქვენთვის მეთქვა დათომ ხო გადაწყვიტა ბათუმში კიდევ ერთი რესტორანი გაეხსნა, და ის ცარიელი რესტორანში მუშები დასაქმა და მენეჯერს დაუტოვა ყველაფერი, ეხლა დასრულებული მშენებლობის სანახავად მიდის.

YOU ARE READING
მიყვარდი
Romanceმოთხრობა არის ერთ გოგოზე რომელსაც თავისი კლასელი უყვარდა. რამოხდება მერე? როგორ შეიცვლება გოგონას ცხოვრება როცა ის სტუდენდი გახდება.