დილით ვიღვიძებ და საწოლთან შეფუთულ ყუთს ვხედავ, ყუთს ვხსნი და შიგ ულამაზესი წითელი კაბა დევს, კონვერტის ბარათი გავხსენი და შიგ ეწერა "ახლა მე საქმეზე ვარ წასული, ცოტახანში გაემზადე და 1 ზე ჩამოდი დაბლა" ბარათი დავდე და კაბას კიდევ ერთხელ დავხედე, ძალიან მომწონდა ეს კაბა, დათოს უყიდია ეს კაბა და სადმე მპატიჟებს. ავდექი მოვწესრიგდი, და საბაზანოში შევედი ცხელი შხაპი მივიღე. საბაზანოდან რომ გამოვედი, ვისაუზმე სასტუმროში მერე ისევ მაღლა ავედი წიგნის წასაკითხად. ბათუმი მართლაც კარგი აღმოჩნდა, ძალიან მიყვარს აქ ყოფნა იმედია ხშირად მოვალთ. დათო ალბათ ისევ რესტორნის საქმეებზეა წასული, წიგნის კითხვას რომ მოვრჩი მომზადება დავიწყე. ჩემი ულამაზესი წითელი კაბა ჩავიცვი და თმა ლამაზად დავივარცხე. წითელი კაბა მუხლებამდე მქონდა მაგრამ მაინც ლამაზი იყო, პომადა წავისვი და დაბლა ჩავედი, დათოს ჩემ დანახვაზე თვალები გაუბრწყინდა და ტუჩი მოიკვნეტა, ეს ბიჭი ბოლო დროს ტუჩს ხშირად იკვნეტს. დაბლა ჩავედი და დათოს გამოწვდილ ხელს მოვკიდე ჩემი ხელი და მანქანაში ჩავჯექით, დათომ მანქანა დაქოქა და სადღაც წამიყვანა.
- სად მივდივართ?.
- ჯერ არგეტყვი, რომ მივალთ ნახავ.
დათომ მშვიდი სიმღერა ჩართო, მეც თავი მანქნის მინაზე დავდე და ვუსმენდი. მანქანა ერთ ულამაზეს მდიდრულ რესტორანში გაჩერა, მანქნიდან ჩამოვიდა და ჯელტმენივით კარები გამიღო, მეც ჩამოვედი და ხელი მის გამოწვდილ ხელს ისევ მოვკიდე. ჩვენ მდიდრულ რესტორანში შევედით და მაგიდაზე დავსხენდით, დათო გაბრწყინებული თვალებით მიყურებდა.
- მოგწონს აქაურობა?.
- კი ულამაზესი ადგილია, მაგრამ ხალხი რატომ არარიან ამ რესტორანში.
- რესტორანი დავიქირავე, ჩვენთვის.
- პაემანზე დამპატიჟე?.
- ასე გამოდის არ მოგწონს?.
- კი როგორ არა ულამაზესია.
დათომ საჭმელი შეუკვეთა, და მე შემომხედა, ის მე თბილად მიღიმოდა მე კი ვწითლდებოდი. ცოტახანში შეკვეთას მოვიდა მიმტანი გოგო იყო სულ დათოს აყოლებდა თვალს, შეკვეთა მაგიდაზე დადო და ტრაკი ათამაშა და ეგრე წავიდა, დათო გაკვირვებული უყურებდა მაგ გოგოს, აშკარად არმოეწონა მისი საქციელი მე კი საშინლად ვიეჭვიანე, იმ გოგოს მოკვლა მინდოდა. დათომ რო შემომხედა სიცილი აუტყდა, მე კი გაკვირვებული ვუყურე მას.
- რამოხდა?.
- მაგარი სახით უყურებ მაგ გოგოს.
- უბრალოდ ცუდი საქციელია ასე მოქცევა, მიმტანია თუ ძუკნა ვერ გარჩევს ადამიანი.
- მართალიხარ, მაგაც ეგონა მომეწონებოდა მისი საქციელი, სინამდვილეში რას გავს.
- ხო მართალი ხარ.
- კარგი გადაიღე რამე.
ცეზარი გადმოვიღე თეფშზე და ჭამა დავიწყე, გემრიელია ძალიან, კარგი რესტორანია კარგ საჭმელებს ამზადებენ, წითელი ღვინო მოვსვი და დათოს შევხედე. მან თვალი თვალში გამიყარა, და გამიღიმა. თემა ჩვენ მეგობრებზე ჩამოვაგდე და საუბარი დავიწყეთ, დათო ხან იცინოდა ხან იღიმოდა. ძალიან საყვარელი ბიჭია პაემანზეს დამპატიჟა, ჩემზეს ზრუნავს და სხვა გოგოებს არ უყურებს. ჩვენი ბავშვობის ისტორიებს ვიხსენებდით და ვიცინოდით, პატარები რომ ვიყავით ერთ ადგილას იმდენი ძაღლი იყო დათომ დაუსტვინა ძაღლებს და გამოგვეკიდნენ, ჩვენ ძალიან შეგვეშინდა და გავიქეცით, იმდენი ვირბინეთ ბოლოს ერთმანეთს ძლიერად შევასკდით, დათოს ბრალი იყო მას მარჯვნივ გაქცევა სურდა მე ვერ მივხვდი და ის რომ შემოუხვია დამეჯახა. კიდევ ბევრ რამეს ვიხსენებდით და ვიცინოდით, ერთი შავი ინგლისურის მასწავლებელს ლამას ანუ აქლემს ეძახდა დათო მეც მაცინებდა, ბოლოს იმ მასწავლებელმა გაგვიგო და ორივე დირექტორთან გაგვზავნა. შეშინებულები ვიყავით და დირექტორს ვუთხარით, ცხოველებზე ვსაუბრობდით და მან ე აქლემი თავის თავზე მიიღოვო. ჩვენი ბავშვობა ძალიან კარგი და ტკბილი მოგონებებით სავსე იყო, ხშირად ტყემლის ხეებზე ავდიოდით და ტყემალს ვჭამდით როცა გაზაფხული მოდიოდა, გაზაფხულის მოსვლა მხოლოდ ტყემალის გამო გვიხაროდა. საუბარს და ჭამას მოვრჩით და ავდექით, დათომ ფული გადაიხადა და წამოვედით იქიდან. მე და დათო სასტუმროში წავედით, ტანსაცმელები გამოვიცვალეთ და ჩვეულებრივი სტილის ჩავიცვით, მერე ბარგი ჩავალაგეთ და მანქანაში ჩავდეთ. ჩავჯექით დათომ მანქანა დაქოქა და თბილისისკენ წავედით, მანქანაში ვიჯექი და გზას ვუყურებდი. დათო მანქანას მართავდა ხანდახან მე შემომხედავდა ხოლმე, მინდოდა მალე წავსულიყავით თბილისში ძალიან დაღლილი ვიყავი. თავი მანქნის მინაზე დავდე და დათოს შევხედე, მის ყურებაში ჩამეთვლიმა.

ESTÁS LEYENDO
მიყვარდი
Romanceმოთხრობა არის ერთ გოგოზე რომელსაც თავისი კლასელი უყვარდა. რამოხდება მერე? როგორ შეიცვლება გოგონას ცხოვრება როცა ის სტუდენდი გახდება.