თავი 10

224 15 3
                                    

დათო:
დილით ბედნიერი გავიღვიძე, ყოველ დილას ლილე მილამაზებს ჩემ ცხოვრებას და ძალიან მაბედნიერებს. ის ძალიან უმანკო და ნაზი გოგოა, მას ულამაზესი ღიმილი და თვალები აქვს. ავდექი და მოვწესრიგდი, დღეს ლილესთან ერთად მინდა წავიდე უნივერსიტეტში რამე უნდა მოვიფიქრო რო მასთან ერთად შევძლო სიარული, ერთი რამ მიშლის ნერვებს ის რომ ლილე სკოლაში ლუკას ნახავს ეგ ხომ მისი კურსელია, ლილემ მთხოვა აღარ მეჭვიანა მაგრამ მე მაინც საშინლად ვეჭვიანობ, მე ლილესი ხომ არაფერია უბრალოდ მეგობარი ვარ მისი და რა მაეჭვიანებს, მაგრამ ბოლოს მეგობარზე მეტიც ვიქნები. ვისაუზმე ბიჭებთან ერთად და დაბლა ჩავედით, ლილეს მანქანა მანდ იყო ანუ ჯერ არ წასულან დაველოდეთ გოგოებს და ისინიც ჩამოვიდნენ, ლილეს ულამაზესი ტანსაცმელი ეცვა. ჩამოვიდნენ გოგოები და გამოვესალმენ, ლილეს ჩემ დანახვაზე თვალები გაუბრწყინდა.
- დათო აქ ხარ?, მინდოდა შენი ტანსაცმელი მომეცა, დამავიწყდა ჩემთან დარჩა.
- არა იყოს, შენ უფრო გიხდება გქონდეს.
- კარგი - თქვა და ჩაიღიმა.
ახლა რამე უნდა მოვიფიქრო რო ლილესთან ერთად შევძლო წასვლა, გიომ თავისი მანქანა დაქოქა და თავის უნივერსიტეტში წავიდა ჩვენი მხატვარი ბიჭი.
- დემე, ჩემ მანქანას მოგცემ და გოგოები წაიყვანე უნივერსიტეტში ოღონდ არ დამიმტვრიო, თორე ძვლებს ისე დაგამტვრევ ორი თვე ტრავმატოლოგში იწვები - გოგოებმა სიცილი ატეხეს, ლილე ძლივს იკავებდა სიცილს.
- ხო გაიგე რას გითხარი?, მე ლილეს მანქანაში ჩავჯდები. - ლილეს გაუკვირდა ჩემი ნათქვამი.
- კარგი ძმა, ნუ ღელავ სუფთად მოგიტან.
მე ლილეს მანქანაში ჩავჯექი და ლილემ მანქანა დაქოქა, ლილე მანქანას ძალიან კარგად მართავდა თავისი ნაზი ხელებით რულს იჭერდა, ამ გოგოს რა ნაზი და პატარა თითები აქვს მისთვის ბეჭედი ძნელი საშოვნელია და იაფი ჯდება. ლილეს შავი თმები მხარზე ჩამოყროდა, ის თავის თმას ასწორებდა და გზას უყურებდა ამ მომენტში ძალიან საყვარელი იყო.
- მიშტერება უზრდელობა ხო იცი?- მითხრა ლილემ რომელიც გზას უყურებდა არც კი შემოუხედია ჩემსკენ.
- ვიცი, კარგად ატარებ მანქანას.
- მადლობა.
ლილემ მანქანა უნივერსიტეტთან გააჩერა და ჩავედით, ერთად მივაბიჯებდით სკოლის დერეფანში. როგორც აღმოჩნდა მეორე გაკვეთილი ორივეს ბიოლოგია გვაქვთ, რამაც ძალიან გამახარა ლილესთან უნდა დავჯდე. გოგოების და დემეს მოვიდნენ გავიგე რომ გოგოებს და ლილეს ქართული აქვთ, მე და დემეს ინგლისური და დავპირდით ერთმანეთს რომ კაფეტერიაში შევხვდებოდით. პირველი გაკვეთილი ძალიან მოსაბეზრებელი იყო, ლექტორი ტვინს გვიჭამდა მე და დემე დავიღალეთ ძალიან. ძლივს დამთავრდა საზიზღარი გაკვეთილები და სკოლის დერეფანში გავედი, მანდ ლილე დავინახე ლილესთან უცებ ლუკა გამოჩნდა და გადაკოცნა. საშინლად გავბრაზდი ნეტა არმენახა ეგ, მივედი და ლილეს გვერდში ამოვუდექი.
- ლილე შეიძლება ვისეირნოთ?.

მიყვარდიDonde viven las historias. Descúbrelo ahora