თავი 6

316 13 2
                                    

დილით მზის სხივები მაღვიძებს, კიდე კარგი მაღვიძარას არ გავუღვიძებივარ. ავდექი და აქაურობა არ მეცნო, სად ვარ? უი ახლა გამახსენდა ხის სახლი რო დავიქირავეთ, მოიცა მე ხომ დივანზე მეძინა? აქ ვინ დამაწვინა?. ავდექი მოვწესრიგდი და სამზარეულოში შევედი, სამზარეულოში ისეთი კარგი სუნი ტრიალებდა, ნეტა ვინ ამზადებს საჭმელს?. დათო ვნახე სამზარეულოში მოფუსფუსე, ის ფუსფუსებდა და ბლინებს აცხობდა, თან წინსაფარი ქონდა შემოხვეული მის ქცევებზე გამეცინა, სიცილით მოვკვდი. ჩემ სიცილზე დათო შემოტრიალდა და ეჭვით თვალით შემომხედა.
- რა გაცინებს? - მითხრა ცოტა გაბრაზებულმა.
- შენ ძალიან საცაცილო გამოიყურები - ვუთხარი და ძლივს შევიკავე სიცილი.
- კარგი რა, ნუ დამცინი. - ტუჩები გადმობურცა და გაბუტული ბავშვივით მიყურა. ამ მომენტში ის ძალიან საყვარელი იყო, მომინდა მისი ტუჩები შემეჭამა.
- კარგი მაპატიე, ძალიან კარგი სუნი ტრიალებს. - ვუთხარი და საჭმელთან მივედი.
- შენთვის გავაკეთე, ვიცოდი რო შოკოლადიანი ბლინები გიყვარდა ბავშვობაში სულ მაგაც ჭამდი - გამეღიმა ბავშვობა რო გამახსენა, ძალიან კარგი ბავშვობა გვქონდა მე და დათოს.
ბლინს ნუთელა წავუსვი და ჩავკბიჩე.
- ჰმმ, უგემრიელესია, კარგი ხელი გაქვს.
- მადლობა - თქვა და გაუხარდა, რო შევუფასე.
ბლინების სუნზე გიო და რეზოს ჩამოვიდნენ, და მოფუსფუსე დათოს დანახვაზე სიცილი ატეხეს. გული რო მოიჯერეს სიცილით, სკამზე დაჯდნენ.
- დილამშვიდობისა - უთხრა გიომ დათოს.
- დილამშვიდობის - იგივეთი უპასუხა დათომ.
- რა კარგი სუნი ტრიალებს, მეც მიყვარს ბლინები - ნუთელა აიღო და ბლინებს წაუსვა რეზომ.
- ძმა რომელზე ადექი ასე რო ფუსფუსებ. - კითხა გიომ.
- ასე 6 იქნებოდა მე რო ავდექი.
- ხო ვამბობ არ ხარ ნორმალური შენ- თქვა გიომ და თვალები ატრიალა. დათომ ბლინების მომზადებას მორჩა და ყველამ ჭამა დავიწყეთ.
- დათო ჩემი და დილით ყოველდღე ტოსტს ჭამს ძალიან უყვარს, ეხლას უნდა ტოსტი - უთხრა რეზომ დათოს და ჩაიცინა, მკვლელი მზერით ვუყურე ჩემ ძმას ახლა ეს ბავშვი შემომაკვდება.
- რა სისულელებს ამბობ რეზო, რა ტოსტი მინდა ვაფშე კარგად ხარ შენ?. - ვუთხარი გაბრაზებულმა.
- ოო ვითომ არუნდა - თქვა და ჩაიცინა.
- რა პრობლემა, ნუ ჩხუბობთ დაწყნარდით ახლავე გავუკეთებ - რეზოს თვალი ჩაუკრა და ტოსტის გასაკეთებლად წავიდა.
- არ მინდა ტოსტი თქო, ამას რატო უჯერებ.- ვუთხარი მაგრამ არმომისმინა.
ტოსტი მოამზადა და თეფშზე დამიდო, მადლობა გადავუხადე და ჭამა დავიწყე, ჰმმ ეს ტოსტი ძალიან გემრიელია რა ხელი აქვს ამ ბიჭს.
- მე ავდგები და ამ პატარა ლეკვს რამეს ვაჭმევ - ვუთხარი ბავშვებს და ადგომა დავაპირე.
- არასაჭირო, წეღან ვაჭამე - მითხრა დათომ მე კი ისევ ჩემ ადგილზე დავჯექი.
- რამე დარქვით ამ ლეკვს - მითხრა გიომ.
- მოლი ჯობია დავარქმევ.
ლეკვს მოლი დავარქვით ძალიანს საყვარელი ლეკვია.
- დათო ასე მალე როგორ დგები? - კითხა გიომ ინტერესით.
- რა ვდგები ბიჭო, მთელი ღამე არმეძინა.
ყველამ დათოს შევხედეთ.
- რატო არგეძინა?. - ვკითხე დაინტერესებულმა.
- ამმ, მე რაც მაგ საშინელებათა ფილმს ვუყურე ღამე შიშისგან ვკანკალებდი ვერ დავიძინე.
ყველამ სიცილი ავტეხეთ, ვაიმე დათო ეს ხომ ვერ გაიზარდა რა.
- კარგით რა ბავშვებო გეყოთ, იცოდით რომ ამ ხის სახლის გვერდით დიდი აუზია?.
- რა? - ვთქვით ყველამ ერთდროულად.
- ხო არ იცოდით? დილით ვნახე მე.
- ვაუ რა მაგარია, დღეს ვიბანავოთ - უთხრა ჩემმა დებილმა ძმამ.
- ხო შუადღით ჩავიდეთ აუზში - თქვა გიომ.
- ხო მაგრამ მე საცურაო კოსტუმი არ წამომიღია, რა ვიცოდი აქ აუზი თუ იქნებოდა. - ვუთხარი მათ.
- არაუშავს რამე შორტი და გრძელი მაიკა ჩაიცვი - მითხრა დათომ, კარგი აზრია.
ყველა ჭამას მოვრჩით და მაგიდის ალაგება დავიწყეთ, მაგიდა ავალაგეთ და გადავწყვიტეთ ტყეში გვესეირნა.
- ხალხო ფრთხილად ვისეირნოთ, ძაან შორს არწავიდეთ დავიკარგებით - გავაფრთხილე ბავშვები, ყველამ თავი დამიქნეს.
ყველამ ჩანთებში საჭირო პროდუქტები ჩავალაგეთ და წავედით სალაშქროდ.
დავდიოდით და ვათვალიერებდით იქაურობას, ულამაზესი ტყე იყო სუფთა გარემო, სუფთა ჰაერი, ძალიან ბევრი ხეები. ჩემმა ძმამ სოკო დაინახა, და მოკრიფა.
- ხალხო ნახეთ სოკო.
- შენ რა უნახავი ხარ - ვუთხარი მე, გაბრაზდა და ენა გამომიყო.
- ხალხო ჩამოვჯდეთ დავიღალე - თქვა გიომ და ყველა წამოვჯექით ბალახზე.
- ულამაზესია აქაურობა, ადამიანს ძალიან ამშვიდებს.- ვუთხარი მე ბავშვებს.
- მართალი ხარ - დამეთანხმა დათო.
- დავისვენოთ და უკან დავბრუნდეთ- თქვა გიომ.
დავისვენეთ ცოტახანი, დათომ თავისი ჩანთის ქექვა დაიწყო და იმედგაცრუებული მობრუნდა.
- რამოხდა ძმა - კითხა რეზომ.
- წყალი დამრჩა.
ჩემი ჩანთა გავაღე და წყალი ამოვიღე, დათოს გავუწოდე.
- გამომართვი.
- კი მაგრამ შენ?.
- მე წყალი არმინდა, არვსვამ ხშირად.
- კარგი მადლობა.
მივეცი ბოთლი და დალია.
- კაი ხალხო გვეყოს დასვენება უკან დავბრუნდეთ - თქვა შეწუხებულმა რეზომ, აშკარად მზემ შეუაწუხა.
ავდექით ყველანი და უკან დავბრუნდით, სახლში რო შევედით ყველა ეგრევე ოთახებში გავიქეცით დასასვენებლად. კარგი დრო გავატარეთ, მაგრამ დამღლელი იყო დღეს 6 ზე უნდა წავიდეთ სახლებში, ძალიან ცუდია არმინდა აქედან წასვლა, აქაურობა ძალიან შემიყვარდა რო დატოვება არმინდა. დასვენებას რო მოვრჩი, მისაღებში შევედი ყველა უკვე შიშვლები იყვნენ, რა ესენი უკვე აპირებენ ბანაობას? დათოს სექსუალური და დაკუნთული სხეული ქონდა თვალი მის სხეულზე გამიშტერდა.
- მიშტერება უზრდელობა არგასწავლეს?. - მივხვდი რო დიდხანს მივაშტერდი მის სხეულს, ა გავწითლდი სირცხვილისგან.
- კი მაგრამ თქვენ უნდა გრცხვენოდეთ აქ რომ დგახართ შიშვლები გოგოსთან.
- ჩვენ მხოლოდ მაიკა არ გვაცვია, მიდი გაემზადე შენც და ჩავიდეთ წყალში.
- კარგი - ვუთხარი და თვალები ავატრიალე. შევედი ჩემ ოთახში და ჩავიცვი რას საჭირო იყო და გამოვედი. ისინი უკვე ბანაობდნენ, მართლაც რომ დიდი აუზია, ძალიან მიყვარს აუზში ბანაობა. გავიქეცი და წყალში ჩავხტი, მერე ზურგზე დავდექი და ცურვა გავაგრძელე. დათომ წყალი შემასხა, გავბრაზდი და მეც იგივე ვუქენი, ყველანი წუწაობა დავიწყეთ და ვიცინოდით, მაგარი დრო გავატარეთ. ბანაობაში შემოგვაღამდა, ნივთები ჩავალაგეთ და ხის სახლი დავკეტეთ.
- ლილე, ხომ იცი ჩვენ საკუთარი მანქნით მივდივართ - მითხრა გიომ.
- ვიცი.
ისინი გადავკოცნე და ჩემ მანქანაში ჩავჯექი ჩემ ძმასთან ერთად, დავქოქე ჩემი შავი მანქანა და დავიძარი.
სახლში რო მივედით, მშობლებმა გვკითხეს როგორი დრო გატარეთო რათქმაუნდა უმაგრესი დრო გავატარეთ ძალიან მშვიდი ბუნება იყო. დაღლილი დავწექი და წიგნის კითხვა დავიწყე.

მიყვარდიWhere stories live. Discover now