გუშინ ძალიან კარგად გავერთეთ ყველანი, ახლა სახლში ვართ მე და გოგოები და ყავას ვსვამთ. დღეს კვირა მე კი სამეცადინო აღარ მაქვს, არვიცი რა გავაკეთო ძალიან მოვიწყინე, ხვალ უნივერსიტეტი გვაქვთ. ძალიან მზიანი ამინდია, არადა შემოდგომა მაგრამ ძალიან ცხელა გეგონება ზაფხულის პაპანაქება.
- გოგოებო, რამე მოვიფიქროთ გასართობად - ვუთხარი მათ.
- ამ სიცხეში რანაირად უნდა გავერთოთ - გვითხრა ნანამ.
- მერერა, საღამოს მაინც გავიდეთ სადმე - გვითხრა ნანამ.
- ბიჭებს მივწერ, იქნებ მათ აქვთ რაიმე გეგმა - ვუთხარი გოგოებს.
- კარგი მიწერე - მითხრა ნანამ.
ტელეფონი ავიღე და დათოს მივწერე, ცოტახანში მიპასუხა.
" კი აქ ვარ, რაიყო ძალიან მოგენატრე? რომ ჩემ გარეშე ერთი დღესაც ვერ ძლებ"
მან ახლა ნერვები მომიშალა, იშვიათად მიშლის ნერვებს მაგრამ არაუშავს.
" საქმე მაქვს შენთან ამიტომ მოგწერე"
"გისმენ"
"დღეს რაიმე გეგმა გაქვთ"
"არა არანაირი გეგმა გვაქვთ"
"მეთქვი ხო არგავერთოთ ძალიან მოვიწყინე🥺"
"ოღონდ შენ არ მოიწყინო, ახლავე მოვიფიქრებთ მე და ბიჭები რამეს❤"
"კარგი😘"
ტელეფონი გადავდე და გოგოებს უარის ნიშნად თავი გავაქნიე.
- ცუდია, მეც მოვიწყინე ძალიან - თქვა ნანამ.
- რამეს მოვიფიქრებთო ბიჭებმა.
- ჩვენც მოვიფიქროთ. - თქვა ლიზამ.
უცბად ბიჭები შემოვარდნენ, საცურაო კოსტუმებით ხელში.
- ცურვაზე წავიდეთ არგინდათ?, იქიდან მერე კაფეზე.- გვითხრა დემემ.
- კარგი აზრია - დავეთანხმეთ გოგოები.
საცურაო კოსტუმები ავიღეთ და დაბლა ჩავედით, მანქანებში ჩავჯექით და დავიძარით საცურაო აუზისკენ. თბილისის საცურაო აუზთან გავაჩერეთ მანქანა და ჩავედით, გოგოებმა ფული გადავიხადეთ და გამოსაცვლელში შევედით, გამოვიცვალეთ და ბიჭებს დაველოდეთ. აი ისინიც მოვიდნენ, დათოს ძალიან დაკუნთული სხეული ქონდა ის ძალიან მიმზიდველი და სექსუალური იყო, გიორგი ჩქარა ჩახტა წყალში და მას დემეტრე მოჰყვა. ნანა არ გადახტა, კიბებიდან ჩავიდა წყალში და ცურვა დაიწყო. ლიზას ეშინოდა წყლის ის უბრალოდ იჯდა და ფეხებს აქანავებდა წყალში, დათომ ხელი გამომიწოდა მეც მოვკიდე და სწრაფად გადავხტით წყალში. მე ბავშვობიდან დავდიოდი ცურვაზე, ძალიან მიყვარდა ცურვა და კარგად ვცურავდი ამიტომ წყალის არმეშინია, ზურგზე დავდექი და ცურვა დავიწყე, ზურგზე ცურვა ყოველთვის მომწონდა ასე მე ძალიან მსიამოვნებდა ყოფნა. ჩემთვის ნელნელა ვცურავდი უცებ ფეხებზე რაღაცამ ან ვიღაცამ მომიჭირა და წყალში ჩამაგდო, შიშისგან ფართხალი დავიწყე, კარგად დავაკვირდი და დათო იყო ის მე მიყურებდა და მიღიმოდა თითი პირზე აიფარა, გაჩუმდიო. ჩვენ ახლა წყლის ქვეშ ვიყავით და სუნთქვას ვიკავებდით, დათო ჩემთან ძალიან ახლოს მოცურა წყლის ქვეშ, ის ჩემთან ძალიან ახლოს დადგა ჩემმა გულმა რიტმულად ჩქარა ფეთქვა დაიწყო, დათო ჩემ ტუჩებს უყურებდა მე კი მის თვალებს ვერ ვხდებოდი ახლა ის რას აპირებდა ან რატომ გაკეთა ეს, უცებ მომიახლოვდა და თავისი ნაზი ტუჩებით ჩემ ტუჩებს შეხო და ნაზად და ნელა მაკოცა, მისი ტუჩები ისევ ისეთი გემრიელი იყო როგორის ბანკეტზე იყო, მან მე მეორეჯერ მაკოცა. დათომ წელზე მომხვია ხელი და რბილად მაკოცა, მე გავიწიე ძალიან მიცემდა გული და ტანში ჟრუანტელი მივლიდა, მეგონა ჩემ მუცელში პეპლებმა ფრენა დაიწყეს ისეთი შეგრძნება მქონდა, დათომ თვალი ჩამიკრა და მაღლა გაცურა. მე გაშეშებული ვიდექი წყალში სანამ არ დავიხვრჩე არ ამოვედი.
ВЫ ЧИТАЕТЕ
მიყვარდი
Любовные романыმოთხრობა არის ერთ გოგოზე რომელსაც თავისი კლასელი უყვარდა. რამოხდება მერე? როგორ შეიცვლება გოგონას ცხოვრება როცა ის სტუდენდი გახდება.