დილით მძიმე მკლავები მაღვიძებს, ვიღაცა ძალიან მეხუტება და მიჭყიტავს. თვალები გავახილე და მძინარე დათოს თვალებს შევეჩეხე, მოიცა? მე მასთან ერთად მძინავს? შეუძლებელია. დათოს მშვიდი სახე ქონდა მშვიდად ეძინა, მისი სახის ნაკვეთების შესწავლა დავიწყე, მას ძალიან სწორი ცხვირი აქვს მშურს მისი, მისი წამწამები ძალიან გრძელია, თმები სახეზე აქვს გადმოყრილი ტუჩები კი გადმობურცული, ძალიან საყვარლად ეძინა მომინდა ჩამეკოცნა მისი სახე, ტელეფონი ამოვიღე და სურათი გადავუღე. დიდხანს ვუშტერდებოდი დათოს, ადგომა დავაპირე როცა მაჯაზე ძლიერად მომიჭირა და თავის მკერდზე მომიკრა.
- ცოტახანი იყავი, ასე ძალიან კარგად მძინავს. - მითხრა მან, მე არაფერი ვუპასუხე დავიბენი.
დათო ძლიერად მეკვრობოდა და მშვიდად ეძინა, ის ძალიან თბილი იყო მის მკლავებში თავს დაცულად ვგრძნობდი.
ბოლობოლო ეგ ბიჭი აღარ აპირებს ადგომას, დავიღალე წოლით.
- დათო ავდგები მე, წელი მტკივა.
- წელი რატომ?, ანთება ხო არდაგემართა - თავი ასწია და შემომხედა.
- არვიცი მაგრამ ძალიან მტკივა - ვიცრუე მე.
დათომ ხელები გამიშვა და ვუთხარი რო სახლში წავიდოდი გამოვიცვლიდი, სახლში წავედი დათოს ტანსაცმელები გავიხადე და ჩემები ჩავიცვი გოგოებს ჯერ კიდევ ეძინათ. ვიფიქრე ცოტახანში დათოს ტანსაცმელებს მივცემდი, წიგნი ავიღე და კითხვა გავაგრძელე. ცოტახანში გოგოებსაც გაეღვიძათ, და ბაჯბაჯით შემოვიდნენ მისაღებში. როცა დამინახეს თვალები გაუბრწყინდათ.
- გოგო შენ ნორმალური ხარ? ამდროს რას კითხულობ - მითხრა ნანამ.
- აბა რა გავაკეთო მოვიწყინე, თქვენ გეძინათ და მარტო რა უნდა გამეკეთებინა.
- ახლავე გამოვიცვლი და მოვალ - მითხრა ლიზამ, რომელიც თვალებს იფშვნეტდა.
გოგოებმა საკუთარ ოთახებში შევიდნენ გამოსაცვლელად, მე მანამდე საუზმე გავამზადე, ისინი მოწესრიგდნენ და მოვიდნენ მაგიდასთან დავსხენდით და ჭამა დავიწყეთ. ცოტახანში ნანამ საუბარი დაიწყო.
- ლილე, როგორ გეძინა დათოსთან ერთად - ეს კითხვა მართლა არ მესიამოვნა, მე უბრალოდ შემრცხვა და მგონი გავწითლდი კიდეც.
- მშვენივრად, და თქვენ როგორ მოხვედით?.
- რავი იწვიმა და თავი გაჩერებასთან შევიფარეთ, თქვენზე ვღელავდით მაგრამ თქვენ მალე მოსულხართ.
- ხო ტაქსით მოვედით.
გოგოებს მოვუყევი მე და დათო როგორი დრო გავატარეთ, ისინიც მომიყვეს როგორც გავიგე რომ გიომ თავისი მოსაცმელი მისცა ლიზას დემეტრემ კი როცა ნანას ნერვებს უშლიდა ფეხი ქვას წამოკრა და წაიქცა.
- ღირსი იყო, სულ მე მიყურებდა და წინ არ იყურებოდა - თქვა ნანამ.
- ლილე შენ დათოზე რო საუბრობ, თვალები სულ გიბრწყინავს - მითხრა ლილემ.
- იმიტომრომ გიყვარს - მითხრა ნანამ.
- არა რა სისულელეა, მე უბრალოდ არვიცი რას ვგრძნობ მის მიმართ და ამაზე აღარ ვისაუბროთ რა - ვუთხარი მე.
გოგოები ჭამას მოვრჩით და ჭურჭლები გავრეცხეთ, წიგნის კითხას ვაპირებდი როცა ნანამ წაიწუწუნა.
- აუ ხვალ ხო იცით უნივერსიტეტი იწყება, მე კიდე არაფერი მაქვს ჩასაცმელი ხვალისთვის.
- ქორწილში ხო არმიდიხარ რაიყო?- ვუთხარი მე.
- არაუშავს, დღეს ვიშოპინგოთ. - უთხრა ლიზამ.
- კარგი აზრია, მაგრამ მე წამოსვლა მეზარება, ყველაფერი მაქვს არაფერი მჭირდება საყიდელი.-ვუთხარი მე.
- მაინც რეები გაქვს ? - მკითხა ნანამ.
- აზრზე არვარ, რამე რო დაგჭირდება მთხოვეთ გათხოვებთ ჩემ ტანსაცმელებს თქვენ ხო ჩემი დები ხართ.
- ჩვენც გათხოვებთ რამეს. - მითხრა ლიზამ.
გოგოები მაღაზიაში დემემ წაიყვანა, დარწმუნებული ვარ ახლა დემეს დაღლიან წუწუნით და 5 საათი ტრიალით. მე არ წავედი იმიტორო მეზარებოდა, მინდოდა მთელი დღე წიგნები წამეკითხა. კარებზე დაკაკუნეს გავაღე და დათო იყო ნამცხვით ხელში, მას ჩემ დანახვაზე გაეღიმა.
- ნამცხვარი მოგიტანე, ერთად ვჭამოთ ისინი მაღაზიებში წავიდნენ და შენ მარტო მოიწყენდი - მითხრა და გაიკრიჭა, ძალიან თბილი და საყვარელი ბიჭია.
- მადლობა შემოდი, გიოს წავიდა?.
- არა ხატავს, შენ რატო არწახვედი?.
- მეზარებოდა, საყიდელი არაფერი მაქვს და რაზე უნდა წავსულიყავი.
- მართალი ხარ.
ყავა ავადუღე და ორი ფინჯანში ჩავასხი, ნამცხვარი დავჭერი და თეფშზე დავდე, მაგიდაზე დავდე ყავა და ნამცხვარი. ყავის სმა დავიწყეთ, ნამცხვარი ავიღე და ჩავკბიჩე ძალიან გემრიელი იყო.
- ჰმმ, ძალიან გემრიელია. - დათოს გაეღიმა ჩემ ნათქვამზე.
- წელი აღარ გტკივა? - დათოს ნათქვამზე ნამცხვარი გადამცდა და ხველება ამიტყდა, მე მას ხომ მოვატყუე არაფერი მტკიოდა უბრალოდ ადგომა მინდოდა.
- არა, გამიარა.
- კარგია.
ყავის დალევას მოვრჩით და ჭურჭლები გავრეცხე, დათო კი დივანზე იყო მოკალათებული და ტელევიზორს უყურებდა.
- რას უყურებ? - ვკითხე და გვერდით მივუჯექი.
- რავი რაღაც გადაცემა და დამაინტერესა.
- გასაგებია.
- ხვალ უნივერსიტეტია, პირველად მივდივართ და ცოტა ვნერვიულობ.
- რაზე?
- არვიცი როგორი იქნება იქაურობა, როგორი წესები ექნებათ.
- ნუ ნერვიულობ, ყველაფერი რიგზე იქნება.
- ჰო, შენ გენდობი აღარ ვინერვიულებ - მის ნათქვმზე გამეღიმა.
- დათო დედაშენი როდის ჩამოვა?.
- არვიცი, მაგრამ ძალიან მენატრება.
- ჰმ კარგი.
დათოს ეს რომ ვკითხე სახე შეცვალა, ის მოიღუშა ალბათ დედა რო გავახსენე ხასიათი გაუფუჭდა, რამენაირად უნდა გავართო თორე ასე ვერ ვუყურებ.
ბალიში ავიღე და ჩავურტყი, ის გამოშტერებული მიყურებდა ალბათ იფიქრა ხო არგაგიჟდა ეს გოგოვო, დათოს რეაქციაზე სიცილი ამიტყდა მან მიხვდა და ბალიში აიღო და მაგანაც ჩამარტყა, ბალიშებს ვურტყამდით ერთმანეთს და ვიცინოდით უცბად ფეხი რაღაცას წამოვკარი და რო არწავქცეულიყავი დათოს ჩავეჭიდე და ისიც წავაქციე. ის ჩემთან ძალიან ახლოს იყო, ჩემ ზემოდან ექცა და მიყურებდა თვალებში ჩემმა გულმა ბაგაბუგი დაიწყო, ის ჩემთან ახლოს რო იყო ჟრუანტელი მივლიდა ის ჩემთან ძალიან ახლოს იყო და ჩვენი ტუჩები 1 მილიმეტრით შორს იყო. ის ჩემ ტუჩებს უყურებდა, უცებ კარები გაიღო და გიო შემოვიდა.
- ამ მე ბოდიშით შემოჭრისთვის.
მე და დათო მალე ავდექით და ტანსაცმელი ჩამოვბერტყეთ, ძალიან შემრცხვა მგონი სახეზე სულ წითელი ვიყავი პამიდორს ვგავდი.
- არაფერია - უთხრა დათომ მკაცრი ბოხი ხმით, ის რა? გაბრაზდა?.
- ძმა შენთან საქმე მაქვს წამოდი - სთხოვა გიომ დათოს.
დათო გიოს გაჰყვა და კარი დახურა, ახლა ვდგავარ მარტო დებილივით და ერთ წერტილს ვაშტერდები, ნუთუ რაიყო ასე რატომ დაიწყო ჩემმა გულმა ფეთქვა, ასეთ ზეგავლენას რატომ ახდენს ის ჩემზე? ეს ყველაფერი რას ნიშნავს? მის მიმართ რას ვგრძნობ? ის ჩემ კოცნას ცდილობდა მგონი, ძალიან ბევრ კითხვებს ვუსვამდი ჩემ თავს მაგრამ არცერთი პასუხი არ ვიცოდი. წიგნი ავიღე და კითხვა დავიწყე, ცოტახანში გოგოების მოვიდნენ დაღლილები, ნანა გაბრაზებული ჩანდა.
- გოგო რა მოხდა, გაბრაზებული ჩანხარ - ვკითხე მე.
- დემეტრე მთელი დღე ნერვებს მიშლის.
- არაუშავს, ეგ ეგეთი ბიჭია უყვარს შენ ნერვებზე თამაში.
- მაგაც ვასწავლი მე როგორ უნდა ნერვებზე თამაშს - თქვა გაბრაზებულმა და თავისი ოთახის კარები გაიჯახუნა.
- გაუვლის სიბრაზე - მითხრა ლიზამ.
გოგოები დაღლილები იყვენენ და დიდი ხანი ოთახებში ეგდნენ, საღამოს ვჭამეთ და ხვალისთვის მომზადება დავიწყეთ, ეხლა ყველანი ოთახებში ვართ და ძილს ვაპირებთ. იმედია ხვალინდელი დღე კარგად ჩაივლის, ცოტა ვნერვიულობ იმიტომრომ პირველად მივდივარ უნივერსიტეტში. დათოზე და დღევანდელ მომენტზე ფიქრი დავიწყე ამ ფიქრში ჩამეძინა.
YOU ARE READING
მიყვარდი
Romanceმოთხრობა არის ერთ გოგოზე რომელსაც თავისი კლასელი უყვარდა. რამოხდება მერე? როგორ შეიცვლება გოგონას ცხოვრება როცა ის სტუდენდი გახდება.