თავი 1

1.1K 26 7
                                    

დილით მაღვიძარის ხმა მაღვიძებს, ვდგები და ვცდილობ გამოვფხიზლდე. დღეს 24 მაისია ჩემი ბოლო ზარია, ძალიან სამწუხაროა რო სკოლას ვამთავრებ, მომენატრება იქაურობა განსაკუთრებით ჩემი მეგობრები. ავდექი და საბაზანოში წავედი, ცხელი შხაპი მივიღე და მერე მოვწესრიგდი, ჩავიცვი ჩემი თეთრი საროჩკა, შავი ჯინსის შარვალი და თეთრი ბოტასები. თმებს ვშლი რო დავივარცხნო კარები იღება და შემოდის დედაჩემი.
- ლილე გაიღვიძე? - მითხრა და ძალიან თბილად გამიღიმა.
როგორი საყვარელია დედაჩემი როგორ ძალიან მიყვარს ის ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს.
- კი დე გავიღვიძე და მოვწესრიგდი უკვე.
- ლილე ჩემო გოგო გილოცავ ბოლოზარს, არმჯერა რომ უკვე დიდი გოგო ხარ.
- მადლობა დე.
- კარგი შვილო ჩამოდი დაბლა ისაუზმე და წადი სკოლაში
- კარგი დე ცოტახანში ჩამოვალ
წავიდა დედაჩემი და კარი დახურა, კიდევ შევავლე თვალი სარკეს და დაბლა ჩავედი.
უი დამავიწყდა ჩემს შესახებ არაფერი მოგიყევით. მე ვარ ლილე ორბელიანი 17 წლის მყავს დედა მამა და ძმა, ვცხოვრობ თბილისში მიყვარს კითხვა, სახლში უამრავი წიგნი მაქვს ბევრი კითხვა არასდროს მბეზრდება.
საუზმობას მოვრჩი და დედას ვაკოცე
- დედა ახლა უნდა წავიდე ნახვამდის
- წარმატებები ლილე იცოდე ცოტახანში მოვალ შენ სკოლაში სანახავად.
- კარგი დე
ჩემი ძმას მორჩა საუზმეს და ისიც დაემშვიდობა დედას და ერთად წავედით სკოლაში, ჩემი ძმა 13 წლისა 8 კლასელია ხშირად მიშლის ნერვებს.
უკვე სკოლაში ვარ ვზივარ მერხზე და ჩემ მეგობარ გიოს ველოდები. გიო ჩემი ბავშვობის მეგობარია პირველი კლასიდან ვმეგობრობთ მას აქვს შავი თმები და ცისფერი თვალები. ვზივარ სკოლაში და ძველ დროს ვიხსენებ, ძალიან კარგი ბავშვობა მქონდა ძალიან ბედნიერი ვიყავი. მახსოვს ის დრო როცა 8 კლასში ვიყავი ჩემ კლასში ახალი მოსწავლე გადმოვიდა, დათო ასათიანი ძალიან მაღალი იყო, შავი თმები ქონდა და ძალიან მუქი ყავისფერი თვალები, ლამაზი სწორი ცხვირი უმშვენებდა სახეს. თავის თავში ჩაკეტილი ბავშვი იყო არავის ემეგობრებოდა მე კი ვცდილობდი მასთან მეგობრობას, და არგამომდიოდა ხშირად ყველაფერზე ვჩხუბობდით. მახსოვს სკამი რო გავუტეხე და ავაწყე რო ვერ მიმხვდარიყოს დაჯდა და წაიქცა, მაშინვე მე მეჩხუბა არვიცი როგორ მიხვდა, ალბათ ხშირად ვუკეთებდით ოინებს ერთმანეთს და მაგიტომ მიხვდა მალე. მე და დათო ნელნელა გავხდით საუკეთესო მეგობრები სულ ერთად ვიჯექით, ერთად მივდიოდით სკოლიდან სახლში. მასთან იმდენი კარგი მოგონებები მაქვს ბევრია ყველას ვერ გავიხსენებ და ვერ მოგიყვებით. მე ის მომწონდა, არვიცი მასაც მოვწონდი თუ არა მაგრამ ხშირად მიჭერდა ხელზე და არმიშვებდა ხშირად სპეციალურად მეჯახებოდა და ეჭვიანობდა ყველაფერზე მეც ვეჭვიანობდი. ეხლა დიდი ვარ და ვთვლი რო ეგ ბავშვობის გატაცება იყო. ახლა ის და მე იშვიათად ვსაუბრობთ უბრალოდ მეგობრები ვართ.
კლასში გიო შემოვიდა და მომესალმა
- აბა რასშვები ვირუკელავ - მითხრა და ჩაიცინა
- რავიცი ნერვოზ არაფერს ვზივარ აქ ძაან ადრე მოვედი.
- არაუშავს, გილოცავ ჩემო დებილო ბოლოზარს წარმატებებს გისურვებ
- მეც გილოცავ ატამო შენც გისურვებ წარმატებებს. - ვუთხარი და გამეცინა ატამი რო ვუწოდე, ისიც ამყვა სიცილში.
- აბა რაზე აპირებ ჩაბარებას - მკითხა ინტერესით.
- რავიცი მგონი სამედიცინოზე ვაბარებ შენ?.
- მე ხო იცი სამხატვროზე.
- კი ვიცი.

მეგობრებო გამარჯობათ, მე ახალი ვარ და პირველად დავიწყე ფიკის წერა. იმედია მოგეწონებათ❤ ვინც წაიკითხავთ ძალიან დიდი მადლობათ და თუ რამე შეცდომა მექნება მითხარით და გამოვასწორებ ყველაფერს❤

მიყვარდიDonde viven las historias. Descúbrelo ahora