20 ოქტომბერი.. ნეტავ, რასთანაა კავშირში ეს თარიღი? და თქვენ? ნუთუ რაიმეს გახსენებთ, გონებაში წლობით დამარხულს. შესაძლებელია კი, ერთი შეხედვით არაფრით მნიშვნელოვან დღეს, თვესა და საერთოდ წელს ვინმე ანიჭებდეს მნიშვნელობას? ვერ გეტყვით.. ვიმედოვნებ, რომ ვინმესთვის ეს შეუცვლელია, ულევი სიხარულის მომნიჭებელია, მაგრამ ჩემთვის? ჩემთვის ეს უბრალოდ 20 ოქტომბერია, რომელსაც წინა წლებიდან ჩემი ადგილსამყოფელი განასხვავებს. და კი, მე ამ დღეს ნიუ-იორკში დავბრუნდი.
დილის 9 საათი იქნებოდა, როდესაც ამდენი წლის შემდეგ, იტალიური ყოფა ამერიკულით ჩავანაცვლე და დავბრუნდი იქ, სადაც სული მიხმობდა.
ოჯახი? რა თქმა უნდა, ისინიც იმავე წამს ჩვენი ოჯახის კერძო თვითმფრინავის გვერდით აღმოჩნდნენ. ჯეისონი, თავის პატარა, ჯერ-ჯერობით შვილის მომლოდინე ოჯახთან ერთად და დედ-მამა, რომელთა წვლილიც ჩემს ცხოვრებაში უზარმაზარია.
10 საათზე მასაროტოების მამულში დავბრუნდით და თითქოს ის დღე ერთადერთი იყო, როცა ისტორიების გაცვლა შეგვეძლებოდა, საათობით ვილაპარაკეთ.
პირველად ვნახე ჯეისონის ორსული მეუღლეც, რომელსაც მეტად და მეტად ემჩნეოდა მუცელი.
- ვიფიქრე, ლეა და ნიკოლასიც აქ იქნებოდნენ..
- ნეით, საღამოს ჩამოდიან. თავადაც ერთი სული აქვთ, გნახონ.
- დედა, შეიძლება მე და ლეტიცია ვერ წამოვიდეთ ღონისძიებაზე.
- რაზე საუბრობთ?
- თქვენი ჩამოსვლის გამო ფირმაში საღამო დაგეგმეს და ყველა თანამშრომელი მოიყრის თავს. ლეტიციასთვის კი ხმაური, დაღლა არ შეიძლება და სახლში დარჩენას ვამჯობინებთ.
- კარგი, მაგრამ კრისტიანს მნიშვნელოვანი განცხადების გაკეთება სურდა. იმედი მქონდა, მოსვლას შეძლებდით.
- არა უშავს, ყველაფერი რიგზეა. დაისვენეთ.
- მადლობა, მამა.
- ჯეი, მოსაწევად წამოხვალ?თქმა იყო და წამში ეზოში გავედით.
- ღელავ?
- თავისთავად. 2 თვეც და პატარა ჩვენთან იქნება.
- რამხელა ბედნიერებაა საყვარელი ადამიანი, შვილი..
- არავინ გყავს?
- სერიოზული არავინ.
- კვლავ ერთ ღამიანი ურთიერთობები?
- კი. სიამოვნება და არავითარი პასუხისმგებლობა.
- შეირგე, სანამ თავისუფალი რომანები შეგიძლია, მერე დააფასებ.
- არ მოგწონს ქმრის ამპლუა?
- შენთვის არაა. მეც მიჭირდა და ნელ-ნელა ვეგუები. ლეტიციაც არ მიტოვებს უკმარისობის შეგრძნებას.
- რაზე ლაპარაკობთ?
- ურთიერთობებზე, მამა.
- გაგიჭირდა ძველი ჩვევებისთვის თავის დანებება?
- ბიანკასთან საბოლოო შერიგებამდე, კი. თავისუფლებას მიჩვეულს მონოგამობა ყველას უჭირს.
- მიჩვევაზეა.
- ნამდვილად.
- ლუსი იყო მოსული, გიკითხა, როდის ჩამოდისო.
- ხო, დავურეკავ. ნახვა უნდოდა.
- ნახვა?
- როცა ჩამოვდივარ, ვხვდებით ხოლმე. ახლაც რეკავს, გავალ და 7სთვის ერთად მოვალთ კომპანიაში.
- ტანსაცმელს წაიღებ?
- კი, მაგრამ ეჭვი მეპარება, დამჭირდეს.3 საათი იქნებოდა, როცა ლუსისთან ავედი და ისიც წამში კისერზე შემომეჭდო.
- დიდი ხანია ჩამოხვედი?
- 6 საათია.
- საღამოსაც ამოხვალ?
- ვიფიქრე, ფირმაში წამომყვებოდი.
- რამე ხდება?თმაში ხელის შეცურება დაიწყო და სიტყვებს ძლივსღა ამოთქვამდა.
- კრისტიანმა და ბიანკამ ღონისძიება დაგეგმეს.
- აჰა.. საღამოს კაბა?
- დარწმუნებული ხარ, რომ ახლა ლაპარაკი გირჩევნია?კოცნა ააჩქარა და სუნთქვის რიტმს გაუთანაბრდა. სამმა საათმა უცბად გაირბინა და ჩვენც ფირმისათვის მზადებას შევუდექით.

YOU ARE READING
"კონტრაქტის თანახმად"
Romanceტრილოგიის მეორე ნაწილი - "კონტრაქტის თანახმად" გენიალური წყვილის, ბიანკა კარინგტონისა და კრისტიან მასაროტოს ვაჟზე - ნათანიელ მასაროტოს დაბრუნებასა და მის დაუვიწყარ ისტორიას გვიყვება. რატომ უწევს კომპანიის დირექტორს კონტრაქტის დადება? და რა შუაშია მა...