თავი VII

180 13 6
                                    

ორშაბათს ვალენტინა ჩემს კაბინეტში დავიბარე. ვფიქრობდი, შემეძლო მისთვის დახმარების შეთავაზება მას შემდეგ, რაც მისი შფოთვის მიზეზი გავიგე.
- დილა მშვიდობისა, სერ.
- დილა მშვიდობისა, ვალენტინა.
- ყველაფერი რიგზეა?
- კონტრაქტის შესახებ გავიგე.
- მამათქვენმა გითხრათ?
- კი. თუ შემიძლია, რამით დაგეხმარო.. ვხედავ როგორ გიმძიმს.
- არაფერი იცით, ბატონო ნათანიელ. ყველაფერი ბევრად რთულად არის, ვიდრე ჩანს.
- ვისი ცდუნება გავალია?
- მარკ როდრიგესის.
- როდის უნდა გადადგა პირველი ნაბიჯი?
- ხვალ. ვეგასის ერთ-ერთ ბარში იქნება და დაახლოებითი მონახაზი გვაქვს მოქმედების.
- კრისტიანს ვეტყვი, მე წაგიყვან. გამყოლი დაგჭირდება.
- კარგი, მადლობა, სერ.
- საღამოს შევხვდეთ და გეგმა დავსახოთ. მოახერხებ 10ზე?
- სახლიდან ვერ გავალ, გარკვეული მიზეზის გამო. შეგიძლიათ, თქვენ მოხვიდეთ.
- კარგი, აუცილებლად.

უნდა გამერკვია, რას მალავდა ერთი შეხედვით უწყინარი გოგონა.

თერთმეტის 2 წუთი იქნებოდა, როდესაც რივერას სახლში შევაბიჯე.
- საღამო მშვიდობისა, ნათანიელ.
- მოხარული ვარ, დაიმახსოვრე. სად დავსხდეთ?
- აქ. - მითხრა და ახლოს მდებარე დივნისაკენ მიმითითა.

სახლი არც მდიდრული ჩანდა და არც ზედმეტად ღატაკული. ერთი ადამიანისთვის სრულიად საკმარისი მეჩვენა.
- რამეს დალევთ?
- არა, მადლობა. ჯობია საქმეს შევუდგეთ.
- მართალია.
- კლუბამდე მანქანით მიგიყვან და სადმე მახლობლად დაგტოვებ. მაგრამ გახსოვდეს, ბარში მეც შემოვალ და სიტუაციას გავაკონტროლებ. ბევრი არ დალიო, მთავარია თავს აჩვენებდე უკონტროლოდ. მოძიებული ინფორმაციის წყალობით შემიძლია ვთქვა, რომ მოხიბვლა არ გაგიჭირდება. ესაუბრე სექსუალურად, ნომერში აგიყვანს, 2წუთი მოწესრიგებისთვის ითხოვე და უთხარი ოთახში შამპანური დაგახვედროს. სექსისთვის აყვანილს არაფერს დაგზარდება, შენც დროს იხელთებ და საბუთებს მოძებნი ტელეფონში, კომპიუტერში, მაგიდის უჯრებში.
- დარწმუნებული ხარ, რომ ნომერში ექნება?
- სრულიად. ხო, მართლა, რამე სექსუალური კაბა გაქვს?
- ვფიქრობ, ორი უნდა მქონდეს.
- შეგიძლია, მაჩვენო?
- ახლავე.

ოთახიდან გავიდა და უკან სულ ოთხიოდე წუთში, წითელი, ტანზე მომდგარი, დეკოლტიანი და ზურგ ამოღებული კაბითა და წითელივე მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმლით დაბრუნდა.
- შეგიძლია ელვა შემიკრა?
- რა თქმა უნდა, ახლავე.

ვალენტინასთან მივედი, თმა გვერდზე გადავუწიე და ელვის შეკვრა დავიწყე. მოულოდნელად ვეღარ გავუძელი და მხრებზე სველი კოცნების დატოვება დავუწყე. უცებ მოტრიალდა. არ ვიცოდი, ვერ ვხვდებოდი, რას იზამდა. მაგრამ საბედნიეროდ გადაწყვეტილება ჩემს სასარგებლოდ მიიღო და კოცნა დამიწყო. ვერც კი აღვწერ იმ გრძნობას, რასაც იმ დროს განვიცდიდი. ვნება? კი, მაგრამ ამდენად? კედელს მივაყრდნე და ხელები წელზე შემოვხვიე. ვკოცნიდი, ვკოცნიდი და დრო საუკუნედ მეჩვენებოდა. უცებ ხელი გამაშვებინა და სავარძელზე ჩამოჯდა.
- ასე არ შეიძლება. უფროსთან რომანი? რამე ფილმში ვართ?

თქვა და გვერდითა ოთახიდან ბავშვის ხმაც გაისმა:
- დე, წყალს მომიტან?

ადგილზე გავშრი.

"კონტრაქტის თანახმად"Donde viven las historias. Descúbrelo ahora