თავი XXVI

144 11 7
                                    

 27 ნოემბერი.

 მაუიზე ყოფნის ორმა კვირამ იდეალურად ჩაიარა, თუ რა თქმა უნდა, იმ დღეს არ ჩავთვლით, რომელზეც ახლა უნდა გიამბოთ. 

 ღამის 10 საათზე ჩემთან შეშინებული ვალენტინა მოვიდა, მასთან გრეგორს დაერეკა და დამუქრებია:

- რა გითხრა?

- რომ ეს ყველაფერი მარტივად არ ჩაივლის და გაგვანადგურებს. არ მინდა ჩემს გამო რამე დაგიშავდეს.

- ყველაფერი რიგზეა, ხვალ ნიუ-იორკში დავბრუნდეთ და ნიკოლიც ჩვენთან მოვიყვანოთ, სამივე ერთად ვიყოთ, დაცვას დაგინიშნავ და უსაფრთხოდ ვიქნებით.

- კარგი.

 მივიხუტე და შეძლებისდა გვარად მშვიდად დავიძინეთ. 

 დილის 8 საათზე უკვე ჩემი ოჯახის კერძო თვითმფრინავში ვისხედით, საღმოს 6ზე კი ნიუ-იორკში დავბრუნდით. მაშინვე გავუარეთ ნიკოლს და დავთანხმდით დედაჩემის შემოთავაზებას - დავრჩენილიყავით მათთან. ამ საღამოს ბევრი ვეთამაშე აწ უკვე კანონიერად ჩემს 5 წლის შვილს და მასთან ერთად რამდენიმე ანიმაციურ ფილმს ვუყურე, რომელთა სახელებიც იმდენად არალოგიკური იყო, არც კი დამამახსოვრდა. მთავარი ისაა, რომ ლეამ ნიკოლს უჩვენობა არ აგრძნობინა და ნამდვილ ძმისშვილად მიიღო. ვალენტინამ კი საღამო ბიანკასთან, ლეტიციასა და ლეასთან ერთად გაატარა. ღამის 11 საათი ხდებოდა, როდესაც საძინებელში ამოვიდა და შუადღის გეგმების შესახებ მიამბო.

- ხვალ გოგონებს კაფეში წასვლა გვინდა, შემდეგ კი ალბათ შენს სასტუმროში წავალთ სპა პროცედურებისთვის.

- ველაპარაკე ბიჭებს, მეთიუ და დერეკი ამიერიდან შენს უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ.

 ვუთხარი და ტელეფონში მათი ფოტოები ვაჩვენე.

- და არ იეჭვიანებ?

- მაქვს საქმე საეჭვიანოდ?

- ზედმეტად კარგი გარეგნობა აქვთ.

- შენი დაცვა ბევრად მნიშვნელოვანია.

- იმედი მაქვს, შენთვისაც დაინიშნე.

- ჩემთვისაც, ნიკოლისთვისაც, ჩემს მშობლებს და და-ძმებს უკვე ჰყავთ.

- მადლობა ღმერთს.

 დილით ვალენტინას დავემშვიდობე და ჯეისონთან ერთად ფირმაში წავედი. ფორმალურ დოკუმენტებზე ხელის მოწერებისა და უამრავ კონფერენციაზე დასწრების შემდეგ, ავბედით 5 საათზე ნიკოლასმა დამირეკა. რა გითხრათ?! რა თქმა უნდა, მეუცნაურა. მასთან ხომ მას შემდეგ არ მილაპარაკია, რაც ვალენტინას სექსუალური შევიწროება სცადა. სწრაფად ვუპასუხე და მისი ტანჯული, ძალდატანებითი და რაც მთავარია, ტრაგიკული ხმის ტემბრი ყურში საშინლად მომხვდა.

- ნიკოლას, არ მცალია, სწრაფად მითხარი რა გინდა.

- ვალენტინა.. საავადმყოფოშია და ეცადე, სწრაფად მოხვიდე.

- რა ჯანდაბა დაუშავე?

- პირისპირ უკეთ აგიხსნი.

- სად ხართ?

- ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში.

 გავუთიშე და მაშინვე ავტოსადგომზე ჩავედი. გზად ჯეისონი შემხვდა და საჭესთან დაჯდომის საშუალება არ მომცა. მანვე მიმიყავნა დანიშნულების ადგილას. გზაში თითქოს მამშვიდებდა, მელაპარაკებოდა, მაგრამ მისი ერთი სიტყვაც ვერ გავიგე. ერთადერთი, რაც მესმოდა ჩემი გულისცემა იყო. არ ვიცოდი რა მელოდა. არ ვიცოდი რა დაუშავა ჩემმა ძმამ ჩემი შვილების დედას და საერთოდ რატომ ჩამოვიდა ნიუ-იორკში. გონებაში მილიონობით კითხვა მიტრიალებდა, მანძილი კი უფრო და უფრო იზრდებოდა.

"კონტრაქტის თანახმად"Where stories live. Discover now