თავი VI

205 13 3
                                    

23 ოქტომბერი.
დილით ყველანი ფირმის შენობასთან შევიკრიბეთ და ტრანსპორტში მეტ-ნაკლებად თანაბრად გადავნაწილდით.
შუადღის 2 საათი იქნებოდა, როდესაც მასაროტოების სასტუმროს მივაღწიეთ. გადავნაწილდით ნომრებში და სასადილოდ ჩავედით. ლუსი გვერდიდან, როგორც ყოველთვის არ მშორდებოდა.
5 საათზე ყველანი სალაშქრო ტანსაცმელში გამოვეწყვეთ და ერთ-ერთ ულამაზეს მღვიმეს შევაფარეთ თავი. ირგვლივ ყველა მიმოიფანტა. მზე ჩადიოდა და მეც სიგარეტი ამოვიღე.
- მოწევ?
- არა, სერ, არ ვეწევი.
- სამსახურში არ ვართ, ვალენტინა. აქ უბრალოდ ნეითი.
‐ კარგი, მაშინ ნათანიელის დაძახებას დავჯერდები.
- რამეზე ნერვიულობ?
- შეიძლება მასეც ითქვას.
- დახმარება შემიძლია?
- ვშიშობ, რომ არა, ნათანიელ.
მალე ლუსიც მოვიდა და დამქანცველი დღის ბოლოს სასტუმროს ბარში გადავინაცვლეთ. რივერა კვლავ ღელავდა, ნერვიულად ამოწმებდა ტელეფონს და შიშით იხედებოდა. მაგრამ თუკი დახმარებაზე უარი მითხრა, ჩემი ჩართულობაც იქვე დასრულდა.
ღამის 12საათზე თანამშრომლები ოჯახებში დავაბრუნე და მეც სახლში დავბრუნდი. ყოველ შემთხვევაში დედ-მამის სამფლობელოში, სადაც ამჟამად ვიმყოფებოდი.

კვირა დასვენების დღე იყო. ვისვენებდით ყველა, განურჩევლად თანამდებობისა და ჯერ კიდევ თბილი ამინდებით ვტკბებოდით. არ წყდებოდა მადლობები წინა საღამოსთვის და ფოტოები, რომელნიც სოციალურ ქსელებს თანდათანობით, მეტად და მეტად იპყრობდა.
დილით სარბენად გასვლა გადავწყვიტე და მამულში დაბრუნებულს ვალენტინა მამაჩემის კაბინეტში დამხვდა. ერთხანს ვაკვირდებოდი, ორიოდე წუთში ისიც გამოვიდა და წამიერი დაყოვნების შემდეგ კრისტიანის ოთახში შევედი.
- ყველაფერი წარმომედგინა, მაგრამ ეს ნამდვილად არა!
- დამშვიდდი და წესივრად ამიხსენი, რა გინდა.
- ჩემს დაქვემდებარებაში მყოფთან რომანი და თან საკუთარ სახლში? ბევრად უკეთესი მეგონე. და ბიანკას რას ეტყვი?! არა, როგორღა მოატყუებ, ძალიან მაინტერებს. ამდენი წლის იდეალურ ურთიერთობას ერთ საწყალ გოგონაზე ცვლი?
- არასწორად გაიგე, ნეით.
- დიდი სიამოვნებით მოვისმენდი შენს ახსნა-განმარტებებს.
- პირველ რიგში ის აზრი, რომ დედაშენს ვღალატობ, თავიდან ამოიგდე. ამდენი რამის მფლობელი ვარ და საოჯახო მამულში, კაბინეტში სექსის იდეა ნამდვილად არ მხიბლავს.
- საქმეზე გადადი.
- მეხმარება.
- დარწმუნებული ხარ, რომ რივერაზე საუბრობ?
- სრულიად. იმაზე მეტი რამ შეუძლია, ვიდრე წარმოგიდგენია.
- და მაინც?
- კონტრაქტი შევთავაზე, ნახევარი მილიონის ოდენობის, თუკი მეტოქე კომპანიის წარმომადგენელს მოხიბლავს და ინფორმაციას მომაწვდის. საკმაოდ მაცდური გოგონაა.
- რა იცი, რომ მათთან არ გაგყიდის?
- არ ვიცი. ამიტომ ჩავაბარე ეს საქმე უბრალო მარკეტერს. თუ არაფერი გამოუვა, სამსახურს დატოვებს.

"კონტრაქტის თანახმად"Where stories live. Discover now