14 ნოემბერი.
დილით სახეზე თითების მოძრაობამ გამაღვიძა. ვალენტინა იყო. თავთან ახლოს მედგა და ხარბად მეხებოდა სახეზე.
- სავარძელზე გეძინა?
- ოთახში ნიკოლთან ერთად ძილი არჩიე და არ მინდოდა საჭიროების შემთხვევაში დერეფნის ბოლოდან გამოსვლით დამეგვიანა. თავს როგორ გრძნობ?
- არ გვინდა ამაზე საუბარი, გთხოვ. შხაპის მისაღებად მინდა შესვლა და იცოდე.
- კარგი.
შვილს საუზმე შევთავაზე და პირველ სართულზე ჩავიყვანე. სანამ ნიკოლი თავისი პატარა ხელებით სენდვიჩს მიირთმევდა, ლეტიციას დავურეკე და ჩვენთან მოსვლა ვთხოვე. ამასობაში 1 საათი გასულიყო და ვალენტინა კვლავ არ ჩანდა.
- ჩემო ლამაზო, დედიკო ხომ არ დაგინახავს?
- არა, ნეით.
გული ამიჩქარდა, მეორე სართულზე სწრაფად ავირბინე და სააბაზანოში შევვარდი. ვალენტინა ჯაკუზში უმოძრაოდ იწვა და ლამაზი ყავისფერი თვალებით მიყურებდა.
- ის შემეშინდა! როგორ ხარ?
- აარრ ვვიციი..
ტუჩები გალურჯებოდა და თითოეული სიტყვის სათქმელად დიდი ენერგია სჭირდებოდა. მაშინვე წყალი შევამოწმე, ყინულივით ცივი იყო. ვალენტინა იმ წამსვე ამოვიყვანე და საწოლში შევაწვინე.
- ცივ წყალში ბანაობდი?
- იმაზე უარესს მაინც ვერაფერს დამიმატებდა, რასაც ახლა განვიცდი.
გულში ჩავიკარი და ჩემი მეუღლის ხელებიც მჭიდროდ მომეჭდო.
- მე შენთან ვარ, კარგი? ერთად ვართ, ყველაფერს ერთად გადავლახავთ.
ოციოდე წუთში ლეტიციაც მოვიდა და მიძინებულ ვალენტინასთან დავტოვე, ნიკოლს დავემშვიდობე და ნიკოლასთან წავედი.
წინასწარი დაკავების იზოლატორში ჯეისონი და მაიკლი დამხვდნენ.
![](https://img.wattpad.com/cover/290691642-288-k480185.jpg)
YOU ARE READING
"კონტრაქტის თანახმად"
Romanceტრილოგიის მეორე ნაწილი - "კონტრაქტის თანახმად" გენიალური წყვილის, ბიანკა კარინგტონისა და კრისტიან მასაროტოს ვაჟზე - ნათანიელ მასაროტოს დაბრუნებასა და მის დაუვიწყარ ისტორიას გვიყვება. რატომ უწევს კომპანიის დირექტორს კონტრაქტის დადება? და რა შუაშია მა...