დილის 8 საათზე ჩვენთან ლეტიცია მოვიდა და ვალენტინას გადაეხვია.
- რა მოხდა?
- გთხოვ, უბრალოდ ნიკოლი დაიტოვე, ძინავს და ყურადღება მიაქციე.
- კარგი, ნეით. არ იდარდოთ. ვალენტინა, რამე განსაკუთრებულს ჭამს ნიკოლი?
- შვრიის ფაფა, ან ფუნთუშა და ჩაი, თუნდაც ფრანგული ტოსტი და კაკაო.. ჰკითხე და რასაც გეტყვის, ყველაფერი კარადაშია.
- კარგი, არაა პრობლემა. თავს მიხედეთ.
- ლეტიცია, ჯეისონი სად არის?
- გზაში დავეწევი და მშობლების სახლში შევხვდებიო.
- კარგი.
ავტომობილში ჩავსხედით და ნიკოლასთან მივედით. მანქანიდან გადმოვედი, თუ არა, შემოსასვლელი კარი შევხსენი და დავიყვირე.
- ნიკოლას მასაროტო!
- რა ხდება, ნეით?
- სადაა შენი შვილი?
- საძინებელშია. რატომ ყვირი?!
ბიანკას საუბარი არ დავასრულებინე, ისე ავედი მესამე სართულზე და ჩაკეტილი კარები შევამტვრიე. ნიკოლასი ჯერ კიდევ საწოლში იყო, როდესაც მუშტი სახეში გავარტყი, შემდეგ მეორედ და მესამედ.
- რა ჯანდაბა გინდა, ნეით? - თქვა და იმავე წამს ოთახში ბიანკა და კრისტიანი შემოვარდნენ.
- აეთრიე და ქვევით ჩამოდი!
პირველ სართულზე ჩავედი და ჭიქა წყალი დავლიე. ისინიც მალევე ჩამოვიდნენ და მეც სავარძლიდან წამოვდექი. ჯეისონი და ვალენტინაც ეზოდან შემოვიდნენ და გვერდით დამიდგნენ.
- რა ხდება, შვილო?
- თქვენი სანაქებო ვაჟი გუშინ ნასვამი მოვიდა ღამის სამ საათზე ჩემთან და ვალენტინა კედელთან მიიმწყვდია, ხელები უთათუნა. წარმოდგენა მაინც გაქვთ, რა შეიძლება მოყოლოდა, რივერა რომ არ შეწინააღმდეგებოდა და გაეგდო?!
- და შენც იმ კახპაზე აშარდი, რომელსაც თავადვე იყენებ?
მივედი და კვლავ მუშტი ვუთავაზე სახეში. წარბიდან სისხლი წასკდა და ბიანკა ყინულის მოსატანად გავიდა, ვალენტინაც მასვე გაჰყვა.
- სიტყვები შეარჩიე, როდესაც ჩემს საცოლეზე საუბრობ.
- ვისზე?
- პირველ რიგში ხელები გააჩერე, როდესაც საკუთარ ძმას ელაპარაკები. რამდენად გახდება მის რივერა შენი ცოლი, მაგაზე ცალკე ვილაპარაკოთ.
- მამა, სასაუბრო ჩემთან კი არა, შენს უმცროს ვაჟთან გაქვს. 23 წლის ასაკში ისიც თუ არ იცის, გოგონებს როგორ მოეპყროს, მომავალში რისი იმედი უნდა გვქონდეს? თუ იმას ელოდებით, როდის მოგვითრევს ოჯახში ვინმე მეძავს და დედოფლად დაისვამს? ან უფრო ჩვენი რომელიმე მტრის შვილს უნდა ველოდოთ?!
- ნიკოლასი მაიამიში წავა, ბიანკად მშობლებთან. ლუკრეცია და ბენიც იქვე არიან და ცოტა გონს მოიყვანენ.
- და რის გამო?
- ზუსტად იმის, რომ დანაშაულს ვერ აცნობიერებ. ბოდიშს მოუხდი შენი ძმის მეგობარს, თუ საყვარელს, ყოველ შემთხვევაში ვინც არის და საღამოს ბებია-ბაბუასთან გაემგზავრები.
- როგორც ჩანს, მეტ გზას აღარც მიტოვებთ. ბარემ დამაბით!
- მადლიერი იყავი, რომ მის რივერამ კეთილი ნება გამოიჩინა და ახლა ბორკილებით ცივ საკანში არ ხარ მიბმული შევიწროების ბრალდებით! ადი ზევით და ჩემოდნები ჩაალაგე!
ნიკოლასი ზევით ავიდა და კრისტიანი უკვე ჩემსკენ წამოვიდა.
- ახლა კი ცოლად მოყვანაზე ვისაუბროთ. კაბინეტში გელოდები!
- ბიზნესი მაქვს სამართავი, ტყუილად არც გირჩევდი დროის გაფლანგვას, გადაწყვეტილება საბოლოოა. ლეა, ვალენტინას უთხარი, რომ ფირმაში ვიქნები, შეუძლია არ მოვიდეს დღეს სამსახურში.
- კარგი, ნეით.
კარი მოვიჯახუნე და მანქანაში ჩავჯექი.
KAMU SEDANG MEMBACA
"კონტრაქტის თანახმად"
Romansaტრილოგიის მეორე ნაწილი - "კონტრაქტის თანახმად" გენიალური წყვილის, ბიანკა კარინგტონისა და კრისტიან მასაროტოს ვაჟზე - ნათანიელ მასაროტოს დაბრუნებასა და მის დაუვიწყარ ისტორიას გვიყვება. რატომ უწევს კომპანიის დირექტორს კონტრაქტის დადება? და რა შუაშია მა...