რაც ჩამოვედი, პენელოპე მაქსიმალურად ცდილობდა, ხშირად შემხვედროდა. მიზეზები კი ლამის ყველანაირი იყო: მონატრებული საღამოები ძველ "მეგობართან" ერთად; დაკარგული ნივთები, რომელსაც სულ ჩემს სიახლოვეს ტოვებდა და მუდმივი ზარები მოსაკითხად და ერთად სადილობის მოტივით, რაც საერთო ჯამში ყოველდღიურ აქტივობაში გადაიზარდა.
ლეტიცია კვლავ სამშობიაროში რჩებოდა და ჩვენც მთელი გულით ველოდებოდით პატარა მასაროტოს დაბადებას.
რაც შეეხება ახალი ოჯახის წევრს კი, ბიანკასგან გავიგე, რომ ვალენტინა ფსიქოლოგთან მისულა ბავშვის დაკარგვისგან გამოწვეული სტრესის გადასალახად და წინაც წაწეულა ამ საქმეში.
ამასობაში 20 დეკემბერიც მოვიდა და ყველა შევუდექით შობისათვის სამზადისს. 21ში ლეტიციას მოვლითი ტკივილები დაეწყო და ყველანი კვლავ სამშობიაროში აღმოვჩნდით. სწორედ იქ გაიცნო ვალენტინამ პენელოპე, რომელიც ჩემს გვერდით ელოდებოდა ექიმის გამოსვლასა და სიახლეების შეტყობინებას.
ვალენტინა დერეფანში შემოვიდა და მეც მისკენ გავიხედე, მოახლოების შემდეგ კი, გადავკოცნე.
- რატომ არ მითხარი, რომ ჩამოდიოდი?
- უცბად გადავწყვიტე, როცა ლეტიციას ამბავი გავიგე.
- ნიკოლი?
- დედაჩემთანაა მაიმიში.
- გამარჯობა. პენელოპე ვილსონი, ნეითის მეგობარი.
- ვალენტინა მასაროტო. ნათანიელის მეუღლე.
‐ სასიამოვნოა.
- ვერ ვიტყოდი.
ვალენტინამ დამცინავად გაიღიმა და მომიბრუნდა:
- რა ხდება, როგორ არის?
- არ ვიცი, ჯეისონის გამოსვლას ველოდები.
- წარმოდგენც არ მინდა, როგორ ნერვიულობენ.
- სამაგიეროდ პატარა მასაროტო მოევლინება ქვეყანას.

VOUS LISEZ
"კონტრაქტის თანახმად"
Roman d'amourტრილოგიის მეორე ნაწილი - "კონტრაქტის თანახმად" გენიალური წყვილის, ბიანკა კარინგტონისა და კრისტიან მასაროტოს ვაჟზე - ნათანიელ მასაროტოს დაბრუნებასა და მის დაუვიწყარ ისტორიას გვიყვება. რატომ უწევს კომპანიის დირექტორს კონტრაქტის დადება? და რა შუაშია მა...