დილის 8 საათი იქნებოდა, როდესაც გამეღვიძა და ვალენტინა ჩემს გვერდით აღარ იწვა. მას უკვე დაეპყრო სამზარეულო და სურნელოვან ყავას შეექცეოდა.
- დიდი ხანია, რაც გაიღვიძე?
- 3 საათია.
- ისევ გაგეღვიძა ღამე?
- კი. დალევ ყავას?
- მე დავისხამ.
ყავის აპარატისაკენ გავემართე და ხელის მტევანში დამალული, პატარა კოლოფი გავუწოდე.
- ეს რა არის?
- გახსენით, მისის მასაროტო.
- კულონი?
- მასში რაღაც იმალება.
თვალები გაუბრწყინდა, როდესაც კულონში სამივეს ერთობლივი სურათი იხილა.
- როდის მოასწარი?
- უსაჩუქროდ ჩამოსვლა არ მინდოდა შენთან, თუმცა ნორმალური ფოტო არ გვქონია და ამ დღემდე გადმოდება მომიწია.
- ძალიან დიდი მადლობა, ნათანიელ! უზომოდ ლამაზია!
- მიხარია, თუ მოგწონს.
- დამიჯერე, უბრალო მოწონებაზე ბევრად მეტია.
ჩემკენ წამოვიდა და ძლიერად ჩამეხუტა.
- ხომ არ გშია? შემიძლია, რაიმე მოვამზადო.
- არა. დღეს ბიანკას ვაფლები უნდა გაეკეთებინა საუზმედ და იქ ვისაუზმოთ.
- არ მინდა, დედაშენი შევაწუხო.
- კარგად არ იცნობ ბიანკას. შვილად მიგიღო და შვილებზე ზრუნვა კი მისი საყვარელი საქმეა. მაქსიმალურად ცდილობს ის ყველაფერი ამოინაზღაუროს ჩვენთან ურთიერთობაში, რაც დედამ დააკლო. პირველ რიგში კი - სიყვარული. ნეტავ, იცოდე, რამდენი რამის გამოვლა მოუწია, კრისტიანთან ურთიერთობის აღსადგენად.
- წინააღმდეგნი იყვნენ მათი სიყვარულის?
- უფრო რომ დავაზუსტოთ - კრისტიანის. ენის ინციდენტამდე ყველაფერი კარგად იყო, შემდეგ კი აღარავის უნდოდა პრობლემების მომტანი ბიჭი თავისი შვილის გვერდით.
![](https://img.wattpad.com/cover/290691642-288-k480185.jpg)
VOCÊ ESTÁ LENDO
"კონტრაქტის თანახმად"
Romanceტრილოგიის მეორე ნაწილი - "კონტრაქტის თანახმად" გენიალური წყვილის, ბიანკა კარინგტონისა და კრისტიან მასაროტოს ვაჟზე - ნათანიელ მასაროტოს დაბრუნებასა და მის დაუვიწყარ ისტორიას გვიყვება. რატომ უწევს კომპანიის დირექტორს კონტრაქტის დადება? და რა შუაშია მა...